ეხლა რასაც დავწერ არ მიიღოთ ხუმრობად.
სერიოზულად
ამ ფორუმზე კინოს განვითარების პერიპეტიები არავის ეშლება. მე ვიწინასწარმეტყველებ და გეტყვით როგორი იქნება ქართული კინო მომავალში, ცოტა ხანში.
ყველა დირკაში გაიჟიმა კინო. ახალი დირკის პოვნა უკვე დასჯადია.
ამიტომ ვიღებთ ყველაზე შაბლონურ კინოს(კინოს როგორც ენას და არა ფილმს) და ამ შაბლონის უკან ვყვებით ასევე შაბლონურ ამბავს. მთავარია როგორი გემოვნებით იქნება შაბლონიდან შაბლონზე გადასვლა.
კატეგორიულად მოვითხოვ ამოიგდეთ თავიდან ასოციაციები ტარანტინოზე.
ეს იქნება კინო რომელშიც ფულს არავინ გადაიხდის.
ტელევიზორთან ვინც ზის ის არასდროს ნახავს.
გათვლილია კომპიუტერის მონიტორზე და უფრო მეტად ლეპტოპზე.
კომპში გახსნილია ოპერა გუგლი გემოვნების მიხედვით. ფეისფუქი სკაიპი კბილებს იხეხავს.
და
ამ დროს
იუთუბში მიდის.. შეგიძლია ცოტა ხანი ფეისბუქზე გადახვიდე, უბრალოდ შორიდან დააკვირდე ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ ხასიათზეა, შეიძლება ბოროტი აზრებიც წამოიღოს მაგრამ ფილმი მაინც გაგახსენებს თავს. მერე ისევ ფილმზე გადახვალ და უკვე კადრებსაც შეავლებ თვალს. სულაც არ უნდა გაგიჩნდეს ის გრძნობა რომ რახან კადრებს არ უყურებდი და მარტო ხმა გესმოდა რამე გამოტოვე. ეგრევე თავი უნდა დაიმშვიდო ხო იცი ისედაც რა და როგორ მოხდებოდა, უბრალოდ გაინტერესებს სადამდე გააგრძელებენ ამ ადამიანის ცხოვრებას ფილმის ავტორები, სხვა ყველაფერი მაგრად მკიდია.
დაახლოებით რომ აგიხხსნათ მე ესეთი წარმომიდგენია ქართული ფილმი მომავალში. აქ დაიბრუნებს ქართული კინო იმ ავტორიტეტს რაც ქონდა.