ბრავო, ბრავო და კიდევ ერთხელ ბრავო!
ემოციები ერთმანეთში არეული მაქვს.

III ეპიზოდმა, რასაც ჰქვია, დაგლიჯა! უძლიერესი იყო მისი ყოველი წუთი და ყოველი წამი.
მთელ ტანში დამბურძგლა ობი-ვან კენობისა და ენეკინის ბრძოლის სცენამ, და ცრემლები ვერ შევიკავე, როცა პადმე დავინახე კუბოში. რა ლამაზი იყო.

(ამ ეპიზოდში ჰაიდენის თამაშით ნამდვილად კმაყოფილი დავრჩი.

)
საერთო ჯამში, მემგონი ცხოვრებაში ფილმის ნახვისაგან ნამდვილი სიამოვნება მივიღე მხოლოდ ორჯერ: პირველად, X-Files-ის, ხოლო მეორეჯერ, ახლა, Star Wars-ის ექვსივე ნაწილის ყურებისას.
მე თუ მკითხავთ, ლუკასი არაერთი ოსკარის ჭეშმარიტი მფლობელი უნდა ყოფილიყო აქამდე.

ვფიქრობდი, შედარებით მოკლე რევიუ დამეწერა, მაგრამ ხელი არ მომიბრუნდება რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლო, ამიტომ ცოტა გრძელ რევიუს დავწერ თანდათანობით.
ოღონდ ჯერ აზრზე მოვალ ცოტა და მერე დავიწყებ ნელ-ნელა ჩემი მოსაზრებების გადმოფრქვევას.

P.S. არ მესმის, ასე რატომ დაჩაგრეს I, II, III ეპიზოდები.

განსაკუთრებით, მიმაჩნია, III ეპიზოდი ნომინირებული მაინც უნდა ყოფილიყო ოსკარზე (საუკეთესო Makeup-ის ნომინაციას არ ვთვლი).
This post has been edited by Drakula on 30 Jul 2010, 23:04