მე პირადად კარგა ხნის მანძილზე მეგონა რომ მასზე გადაჭარბებით საუბრობდნენ.
3-4 წლის წინ შემთხვევით ვნახე გილბერტ გრეიპი და კარგა ხანი მჯეროდა რომ ლეო გონებაჩლუნგი იყო, სხვა ფილმებში რომ ვხედავდი ჯანმრთელი ადამიანის როლში სხვანაირად აღვიქვამდი

კალათბურთელის დღიურებმაც საკმაოდ გამაოცა, თან ორივე ერთ პერიოდში ვნახე
ჩემი აზრით მისი ყველაზე დიდი კოზირი ის არის, რომ ბრწყინვალედ შეუძლია, ექსცენტრიული, თავისებური, თავხედი ადამიანების თამაში. პირველი ორი ტიპაჟი კი საკმაოდ მომგებიანია ზოგადად მსახიობისთვის
ავიატორი - ყოველთვის ვამბობ, რომ ლეოს გარდა ვერავინ ვერ ითამაშებდა ჰოვარდ ჰიუზს, ამ ფილმში შესანიშნავია

მარვინის ოთახი - კიდევ ერთი საკმაოდ თავისებური და ჭირვეული თინეიჯერი
სრული დაბნელება - თავხედი, ცინიკოსი და გენიოსი არტურ რემბო
დონს პლამი - ჩემთვის ყველაზე სააყვარელი მის მიერ შექმნილი ყოვლად აუტანელი, თავხედი, ცინიკოსი და საზიზღარი თინეიჯერის გმირი
ჩვენ იმიტომ კი არ ვწყვეტთ თამაშს, რომ ჩვენ ვიზრდებით... ჩვენ ვიზრდებით, რადგან ჩვენ ვწყვეტთ თამაშს...