რაღაცნაირი გაორებული გრძნობა მაქვს.
ფილმი კარგია. როგორც დავწერე მძიმეა და ერთი ამოსუნთქვით
ვერ უყურებ, ორჯერ დამჭირდა შესვენების აღება იმდენად დამთრგუნველია.
სიუჯეტი პირდაპირ ვითარდება და ამით ინარიტუს სხვა ფილმებს არ ჰგავს,
სიმართლე ვთქვა ასეც მოველოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც არ გაამათლებდა
მოლოდინი, სულ ერთი და იგივე სტილით სიუჟეტის განვითარება.
უფრო გრანდიოზულს ველოდი, და სულ სხვა რაღაც მივიღე, ვერ ვიტყვი რომ იმედები
არ გაამართლა, იმიტომ რომ აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა ფილმში და არც დავინტერესებულვარ
წინასწარ, არ მინდოდა მოლოდინი გამეფუჭებინა.
ისე იყო რააა . . . რომ გგონია, რომ კარგ გეემრიელ, ტკბილ რაღაცას მოგიტანს ოფიციანტი
და ამ დროს მწარე პიცას მოგიტანს, არანაკლებ გემრიელს, მაგრამ გაგაჩუმებს

მეგონა მიქნებოდი ფილმის მერე ასე
და დავრჩი ასე
დეტალების განხილვას აზრი არ აქვს ჩემი აზრით.
გოგო ძალიან მომეწონა, შვილი
იმდენა კარგია ბარდემი და იმდენად არის მასზე აქცენტი, რომ ამ დროს
ფილმში სხვა მოვლენები მის მიღმა ვითარდება და თუ არა კარგი თვალი
ვერ შეამჩნევს მაყურებელი - გეები, ჩინელების ყოფა სხვა ქვეყანაში,
აფრიკელი არალეგალები, ნარკომანი ცოლი - ამათზე საერთოდ ცალკე შეიძლება ერთი ფილმის
თუ ფილმების გადაღება ისეთი საკითხებია. მაგრამ გააერთიანა და ამით უფრო დაამძიმა ფილმი.
ინარიტუმ მაინც გააპარა პატარა პოლიტ-მომენტები.
ამით შეიძლება ,,ბაბილონს" ჰგავს და ბარდემის გმირით ,,21 გრამს"