ერთ-ერთი საუკეთესო დრამა რაც კი გადაღებულა ბოლო წლებში.
დავიწყებ სათაურით: Biutiful
დიალოგი იყო შემდეგი: როგორ იწერება Beautiful და უსკაბალი წერს შეცდომით, Biutiful. ამაში რაც დავინახე იყო შემდეგი: სილამაზე, მშვენიერება უნდა აღიქვა და და დაინახო ისეთი როგორიც არის, არ არის საჭირო ზედმეტი დატვირთვა მისთვის.
რაც შეეეხება ფილმს, რამოდენიმე დეტალს მიმოვიხილავ:
ქასთი - მსახიობები იდეალურად იყო შერჩეული და ერთი გაფიქრება ისიც გავიფიქრე, მართლა ცოლ-ქმარი ხომ არ არიან და შვილებიც მათი ხომ არაათქო, იმდენად გავდნენ ვიზუალურად. ერთადერთი რაც არ მომეწონა პოლიციელი იყო, უფრო ძაღლური, წაკლა სახე უნდა ჰქონოდა. მათ თამაშზე აღარ შევყოვნდები, ყველამ ნახა რომ უბადლოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა.
ე.წ. ლამაზი კადრები - მომწონს მსგავსი ტიპის ჩართვები ფილმებში, ალამაზებს ფილმებს და ყოველთვის მივესალმები ამ ლამაზ კადრებს. რეჟისორს ეტყობა უნდოდა ფილმის სიმძიმე გადაეტანა ნაწილობრივ მაინც ლამაზი კადრებით და მაყურებლისთვის ის რამოდენიმე წამიანი ეპიზოდები რელაქსაციისთვის გამოეყო. მგონია რომ ზედმეტი ეგეთი კადრი იყო, გადაჭარბებული მეჩვენა, თუმცა ყველა ეს კადრი რომ ლამაზი იყო ამაზე არ ვდაობ.
სიუჟეტი - ჩინებული იყო, ისე მიდიოდა ფილმი რომ ყურადღება არ მომიდუნებია ერთი წამითაც კი და ძალიან ჩამითრია. კარგი იყო ასევე სიმბოლიკები: პეპლები, სიკვდილი, მკვდრები, მისი ხედვა და ა.შ.
აი რაც არ მომეწონა - შე კაი კაცო, ფრანკოს რეპრესიებს ემსხვერპლა მამაშენი, ბარსელონელი კაცი ხარ. ბარსელონაზე მეტად ესპანიოლი არ დაუჩაგრია მაგ დიქტატორს და რატო ხარ ესპანიოლის ფანი, რატო?

მაგრად გამიტყდა ეგ, როცა ქალაქში ასეთი გუნდია და თან საერთო გაქვთ რაღაც დოზით, მეორე გუნდს არ უნდა ქომაგობდე (ძაალ ლოყების ხოკია დედაბერივით გამომდის შეიძლება, მაგრამ როცა საქმე ბარსას ეხება ესეთი ვარ

)
გეი ჩინელები, არალეგალი აფრიკელები, ნარკომანები, წუმპეში მყოფი ხალხი - ამ თემატიკაზე ცალკე ფილმის გადაღება შეიძლება, თან თითოეულზე ცალ-ცალკე, მაგრამ რეჟისორმა გააერთიანა ეს საკითხები ერთად, რაც უფრო დრამატიზმს სძენს ფილლმს და უფრო მოქმედებს მაყურებელზე.
პროლოგმა და ეპილოგმა მომცელა, მიუხედავად იმისა რომ ერთნაირი იყო (და ასეც უნდა ყოფილიყო), ორივე მომენტში განსხვავებული გრძნობა დამიტოვა და ორივეჯერ სულ სხვანაირად იმოქმედა.
შეფასებას ვერ ვწერ, მაგრამ 8-ზე მაღალი რომ იქნება ამაში დარწმუნებული ვარ.