ამას ქვია "კუტუების დატოლება ამერიკულად დიდი ბიძიების სტილში"

ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ,ავატარს 3,2 მილიარდზე მეტი აქ ისედაც,ასე რო მაიმუნობაა მაგარი ავატარზე ერთი და ორი მილიონით მეტი რო იშოვეს და უხაროდათ რუსოებს,აგე ნებისმიერ დროს შეძლებია ავატარს დაწევა თურმე,ჩინეთში ჩაუშვეს და 10 მილიონი ისე დადო ვითომც არაფერიო(და კიდე 50-მდე ავაო,ანალიტიკოსები ამბობენ)

ვაფშე ინფლაციის მიხედვით 1939 წლის "ქარწაღებულნი" არის ლიდერი,სადღაც 3,7 მილიარდი აქვს დღევანდელი ფულით,ისიც იმიტო რო პირველი ფერადი ფილმი იყო.იგივე სიტუაციაა ავატარზეც.ადრე ძმაკაცს ვეკამათებოდი,რა დებილობებს აკეთებენ ფილმში,მთავარი გმირი დაუნია რეებს შვება-მეთქი და ა.შ. მაგრამ ბოლოს მიპასუხა რო ამ ფილმზე ხალხი ეფექტების გამო დადის და თუ სიუჟეტი ეფექტებით ტკბობას ხელს არ უშლის,სავსებით საკმარისიაო,უკვე 11 წელი გავიდა და დღემდე ვერავინ დადო მსგავსი ხარისხიანი cgi-სანახაობაო და პრინციპში ვეთანხმები.შემდეგი ნაწილებიც 1-2 მილიარდს თითო უეჭველი აიღებს,მარტო ეფექტების გამო წავა ხალხი.კემერონი ბოლო პროექტებში სცენარებში მოიკოჭლებს,მაგრამ ენა ვერ მოგიბრუნდება რო უხარისხო ფილმი უწოდო.თუმცა მე პირადად რაღაც ძალიან მეეჭვება რო რაიმე ნორმალური გამოვიდეს,ერთი და ორი ფილმი კიდე მესმის,ტრილოგია რო გამოვიდეს,მაგრამ ხუთი ნაწილი რა ამბავია,განა ასეთი რა უნდა მოყვეს,რაღაც ძალიან სერიალივით იქნება მგონია.ისე,უცნაურია და ინტერნეტშიც არაა დიდი გარჩევები,თეორიებიც კი არავის არ აქვს,თუ როგორ გაგრძელდება სიუჟეტი

იმენა ამ ფილმის ფან-კლუბებიც კი არ მინახავს სადმე,როგორც მარველს და დისის ჰყავთ,არადა ყველაზე შემოსავლიანი ფილმია კინოს ისტორიაში,-ეტყობა მართლა სანახაობის გამო დადის კინოთეატრში ხალხი,ვფიქრობ მალე ინდი ფილმები ყველა სტრიმინგზე იქნება და კინოთეატრებში მხოლოდ ბლოკბასტერები გამოვა.შემდეგი 2-3 წელი ასე იქნება.
მერე კი ხალხს მოჰბეზრდება ბლოკბასტერები და ინდი კინო კვლავაც დაბრუნდება

ისე მაგარია,ისტორია მართლაც რომ მეორდება.როდესაც ამერიკაში ტელევიზორები გაჩნდა,ხალხმა კინოში სიარულს მოუკლო და ამიტომაც დაიწყეს მასშტაბური პეპლუმების და ეპიკური მაღალბიუჯეტიანი ფილმების გადაღება,რომ ხალხი მოეზიდათ,-პატარა ეკრანზე სიამოვნებას ვერ მიიღებთ მასშტაბისგანო,კინოში მოდითო და ამანაც გაჭრა)) მერე მოჰბეზრდა ხალხს მასშტაბები და ამბები და 70-იანებში დაიწყო ინდი ფილმების რენესანსი
ისე კი,შემდეგი 2-3 წელი მართლა მეცოდებიან დაბალბიუჯეტიანი ფილმები,განწირულები არიან სტრიმინგისთვის,შესაბამისად-ინტერნეტისთვის.მაგრამ მობეზრდება ხალხს და კორონაც რო მოგვეშვება,ნელ-ნელა დაბრუნდება ნორმალური კინოც კინოთეატრებში))
საერთოდ,მაგრად მიტყდება ხოლმე რო ყველანაირად ხარისხიანი და ჯიგრული კინო კინოთეატრებში ჩავარდება ხოლმე,დღემდე ვერ გამიგია
Bad Times at the El Royale (2018)-მ როგორ ვერ ამოიღო ბიუჯეტიც კი
დაე კინოზე შეყვარებულს რეჟისორებსა იმდენი ეშოვოთ,რო ახალი ფილმებიც გადაიღონ და შიმშილითაც არა მოკვდნენ))
This post has been edited by qebson on 17 Mar 2021, 00:23