ახლა ვუყურე და ძალიან მომეწონა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასე ერთი ნახვით ვერ შევძლებ ყველაფერი იმის აღქმას, რაც მა ფილმში დევს. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტჯერ ვუყურებ, უფრო მეტ რამეს აღმოვაჩენ, მაგრამ სადაა ნერვები? ამ 2 სთ-იან ფილმს რა მანახებს მეორედ ან მესამედ? არადა ძალიან მომეწონა.
აქ ბევრმა აღნიშნა და მეც დავამატებ, რომ ულამაზესი კადრები და მუსიკაა. დრო არ მქონდა და ალაგ-ალაგ სცენებს ვახტებოდი, მაგრამ მერე ისევ უკან ვბრუნდებოდი, რომ მენახა. შედაგად, სამსახურში დამაგვიანდააააა
მართლა ძალიან ლამაზი ოპერატორული ნამუშევარია. არსებობს უამრავი კარგი ფილმი (სიუჟეტის თვალსაზრისით), სადაც სწორედ ეს არ არის - კარგი კადრები. მე პირადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კადრებს. თუნდაც ფილმი უჩვეულებრივესი ამბის გარშემო იყოს აგებული და უბანალურესი სიუჟეტი ჰქონდეს, თუ კარგი კადრებია, მომწონს!
ამ ფილმის სიუჟეტიც ძალიან საინტერესო იყო და ბევრ რამეზე დამაფიქრა. There is no wrong path.. ჩემგან 9/10