უკვე რვა დღეა შემომეხა ჩექმები გზაზე.
გზა იყო ქვებით მოფენილი ძნელი და შორი.
შარლერუაში მწვანე დუქანს მოვადექ ასე
და მოვითხოვე ტარტინი და ნელთბილი ლორი.
ფეხების გაშლა მაგიდის ქვეშ, ო, ნეტარება,
აჰა, ამბავი მიამიტი, დუქნის სადარი
და მომსახურე ქალიშვილი ცოცხალთვალება,
თვალს იტაცებდა ძუძუები უზარმაზარი.
_ ო, მაგას ალბათ, ვერ წალეკავს კოცნის მდინარეც.
_ უმალ მომართვა ტარტინები პირმოცინარემ
და გრილი ლორი, ნიორი რომ ჰქონდა წასმული.
ლორი მოთეთრო _ მოვარდისფრო, გოგონა _ სწრაფი.
უმალ შემივსო დიდი კათხა და ლუდის ქაფი
მოავარაყა მზემ სხივებით ხანგადასულით.
არტურ რემბო