#20120110 · 12 Jun 2010, 19:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
fx-broker
| QUOTE | ეს ბიჭი ძალიან წარმატებული გახდება მითქვამს თქვენთვის,
თავის დროზე ტარანტინომ მეგობრის თუ ძმის ქორწილი გადაიღო და ეგ იყო მისი პირველი პროდუქტი.
ასე რომ მთავარია წინ მიდიოდე
ნიკას წარმატებას ვუსურვებ. |
ძალიანაც კარგი თუ წარმატებული გახდება (თუმცა წარმოიდგენა არ მაქვს ვიზეა საუბარი  ) უბრალოდ საპასუხო ბოღმანარევი ჯიბრიანი პოსტი ყურადღებას იქცევს. | QUOTE | | ხოდა ერიკ ბანას შემფასებლები ისე გამოხვედით თითქოს გუშინ თქვენს ფილმში ბრედ პიტს ეთამაშა. კარგით რა უკვე თქვენთვითონ რომ სასაცილოები ხართ ვერ ხვდებით. ლუზერთა კლუბი გაქვთ გახსნილი და ლუზერები ერთმანეთის გულს ახარებთ სხვების ქილიკით. თქვენ წამოგეწყოთ აწი რამე და სიუჟეტი იმედზე თქვენზე გავიდოდა. მაგრამ თქვენ ხართ ლუზერები. |
რადგანაც პირველი პოსტი ბანას უსუსურობაზე ჩემია, ვვარაუდობ ეს ჩემი მისამართითაა დაწერილი. რეჟისორი ფილმს ჩვენტვის ანუ მაყურებლისთვის იღებს და ჩვენც უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერი ფილმი შევაფასოთ, ერიკ ბანა ჩემს მიერ ნახსენებ ფილმში ძალიან ცუდად თამაშობს, საერთოდ ვერ ჩასწვდა გმირის ხასიათს, არა მარტო ვერაფერი შემატა, არამედ დააკნინა ფილმი, ფაქტიურად სასაცილო გახადა პერსონაჟი. როდესაც ჩემი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ მეფეზე აპირებენ ფილმის გადაღებას ბუნებრივია არ მინდა ფილმში მთავარი პერსონაჟის სავარაუდოდ "ჩამგდები" მსახიობის ხილვა. სრულიად უადგილოა ბრედ პიტის ხსენება, ბანას კი ჯობია, მაგრამ მაგაზე დიდი ავტორიტეტის მქონე მსახიობი თუ არ გაგახსენდა მაშ არც ღირს დავა და კამათი.
რაც მთავარია-აზრის გამოხატვის უფლება ზრდილობის ფარგლებში ყველას აქვს, კიდევ ერთზელ უწოდებ ვინმეს შურიანს, ბოღმიანს და ლუზერს და ყოველ ჯერზე მოგემატება 20 %
--------------------
"თუ ჩემი მტერი შეჭამა ნიანგმა, ეს არ ნიშნავს რომ ნიანგი ჩემი მეგობარია" (აფრიკული ანდაზა)
"Any girl can be glamorous. All you have to do is stand still and look stupid" Hedy Lamarr
|