ALEXAხო იქაც იგივე სიტუაციაა...

ბრუნო საერთოდ ცალკე პრიკოლია..პატარა ლეკვი რომ არის, წამოზრდილი იგივეა აბსოლუტურად, ოღონდ, გეგონება, ზუმით გაზარდესო...კიდევ ის მაგარი სასაცილოა, ტიპი რომ ელოდება გაქირავებულ კატერს და ამაოდ..

ანდა ის სცენა რად ღის მარტო, მოულოდნელობის ეფექტი რომ არის - ერთი ბებია რომ მიდის ტბასთან გრანატის გადასაგდებად და სანამ არ დაჯდება სკამზე, ვერ მიხვდები, რატომ მივიდა ტბასთან..იგივე ეფექტია მაშინ, როდესაც ეს სუზა (მთავარი გმირი ბებიკო) შენიშვნას მიიღებს, როდესაც მაცივარში უნდა ჩადგას ბაყაყები, მერე მტვერსასრუტზე, მერე გაზეთზე..და მარტო მეორე დღეს აღმოჩნდება, რატომ უფრთხილდებოდნენ დები ამ ნივთებს..
ფონები საერთოდ ცალკე საკითხია - აღრეცილ-დაღრეცილი ამერიკა გენიალური რამ არის...გასუქებული-გაღორებული ამერიკელები მომეწონა - აშკარა მითითებაა ამ ბიგ-მაკების თაობაზე.