პერსონაჟები- რაც კი 3D ფილმები არსებობს ვერცერთი ვერ შეედრება რანგოს პერსონაჟებით, ტიპები ხომ მაგრები არიან, და ისეთი მაგარი გარემო არის შექმნილი-იმ სიბინძურის სუნიც იგრძნობა თითქოს. ძალიან მაგარი პერსონაჟები არიან, ულვასებიანი მოხუცი ფრინველი- აინშტაინს რო გავს, ის მომეწონა ძალიან მაგრად, და კუბოებს რომ აკეტებს ობობა- მაგარი ტიპაჟია,- ეპიზოდურ როლშია.
http://www.imdb.com/media/rm2418391552/tt1192628 მიწას რო თხრიან ისენი ყველა მაგრებია. მხოლოდ 2 პერსონაჟი არ მომეწონა სხვებთან შედარებით, 1- ინდიელი, იმიტომ რომ ინდიელს არ გავდა, chicken run -ში რომ არის მოხუცი მამალი გენერალი- იმას უფრო გავდა, მე ინდიელს სხვანაირ პერსონაჯს წარმოვიდგენდი უფრო. და კიდევ- სხვა მაგარ პერსონაჟებთან შედარებით კუ--იყო ძალიან პრიალა კანიანი, ლაპარაკის დროს ეტყობა პირის გარშემო ნაოჭები დახატული.
http://www.imdb.com/media/rm2670049792/tt1192628კიდევ- ძალიან დიდხანს გრძელდება, 1,40 წუთზე მეტი. დაახლოებით 15-20 წუთის ამოჭრა შეილებოდა. კიდევ არ მომეწონა კლინტ ისტვუდი რო მოელანდა.. ეგ სიუჯეტის ბრალია,
დასაწყისი- და ფილმის პირველი მესამედი არის ზალიან მაგარზე უფრო მაგარი, მესაამე მესამედიც მაგარია, ცოტათი შუაშია გაწელილი, და კიდევ--მთელი ფილმი ველოდებოდი როდის გამოიყენებს რანგო ქამელეონების მთავარ იარაღს- ფერის შეცვლას გარემოს მიხედვით, მაგრამ ტყუილად ველოდე.
- საერთო შთაბეჭდილება ფილმზე-- 10 დან 9. სცენარის უფრო მაგრად დაწერა შეიძლებოდა. ის გოგო ხვლიკი რომ შტერდება ხანდახან-- მეგონა რომ ეგეც სადმე კარგ სამსახურს გაუწევდა ბოლოში,- იმ ანდაზისა არ იყოს-თოფი თუ გამოჩნდა კადრში, უნდა გავარდეს კიდევაცო. მარა არ გავარდა. მაგრამ მაინც მე ყველას ყველას გირჩევთ ნახოთ ეს ძალიან ძალიან მაგარი ფილმია.