იმ თემაში რო არ გავაოფოთ, აქ გადმოვიტანე პოსტი ; ))
როგორი პონტია იცი, როცა გაქვს ეს ფეისბუქი, ყოველდღე შედიხარ ადამიანი და ამის საშუალებით კონტაქტობ ნაცნობ-მეგობრებთან, ბუნებრივია გაინტერესებს მასზე გადაღებული ფილმიც, ზუსტად ისე რომგორც იმ ჩემ მეზობელ ფეისბუქელ ქალს, ცხოვრებაში რო ფილმი არ უნახავს და ეს რომ ნახა..
გაქვს მოლოდინი და როცა ფილმი გამოდის ეს მოლოდინი ასე თუ ისე მაინც გისრულდება.
ოღონდ ეს მოლოდინი განსხვავდება იმ მოლოდინისგან, რომელიც კარგი ტრეილერის ნახვის მერე გაქვს ფილმის გამოსვლამდე. ეგეთი მოლოდინი შეიძლება გაგიცრუვდეს და ფილმი არ აღმოჩნდეს იმდენად კარგი.
მაგრამ ამ ფილმის შემთხვევაში ხალხი სხვა რამეს ელოდებოდა, მათ უნდოდათ ენახათ ზღაპარი _ თუ როგორ შეიქმნა ფეისბუქი, ქსელი რომელში დღეში 12 საათიდან საშუალოდ 2-3 საათს ატარებს უმეტესობა.
ანუ ელი და იღებ იმას რასაც ელი (ავად თუ კარგად). ამით აიხსნება ფილმის მაღალი რეიტინგი და ყურებადობა.
ნუ სთორილაინი და ფილმის სიუჟეტი რომ მოსაბეზრებელი არაა და ისტორია რომ ასე თუ ისე საინტერესოა, ამას არ ვუარყოფ... და ესეც ეხმარება ფილმს, ნუ ფიჩნერს ეგ მაინც არ შეეშლებოდა...
რაც შესახებ ფილმის უფრო სიღრმისეულ ანალიზს, ერთადერთი "პლიუსი" არის ის, რომ განახებს შენი ყოველდღიურობის ნაწილის (ანუ ფეისბუქის) მეორე მხარეს...
მილიონობით ადამიანი ყოველდღე აწკაპუნებს ამ გვერდზე და წარმოდგენა არ აქვს ეს ყველაფერი თავიდან როგორ დაიწყო და რის ფასად შეიქმნა. უცებ ბრახ და _ უყურე შენ რა ყოფილააა! : ))
ფილმი გეუბნება, რო შენ მანდ მაუსი რო გიჭირავს და გიხარია ცხოვრება, სინამდვილეში ამ ყველაფერის აი ასეთი მთხლეური ისტორია ქონდა და შენც რატომღაც უნდა შეძრწუნდე...
აი შენ რომ გყავდა ის წითელი მანქანა, ძაან რო გიყვარდა, ის მანქანა როგორ ააწყვეს თავის დროზე ქარხანაში _ ეგ რო გაყურებინონ 2 საათის მანძილზე, გაფიცებ ხო სიამოვნებით ნახავ?

ადამიანის ფსიქოლოგიაა ესეთი, რომ ის რაც აინტერებს _ აინტერესებს სულ თავიდან როგორი იყო.
რეჟისორი განახებს რომ მილიონიბით ადამიანის ყოველდღიური ერთმანეთთან კონტაქი თავის დროზე ვიღაცეების ნერვების და სინდისი ფასად დაიწყო და თითქსოს ესაა მთელი დრამატიზმი ამ ფილმის, ამ დროს კი სრულიად გამორეცხილია შინაგანი ემოცია და სიმძაფრე. უამისოდაც ვიცით, რომ დედამიწაზე ყოველდღე ასიათასობით მეგობარი ჩხუბობს და შორდება ერთმანეთს...
ვერ გავიგე ეს ფილმი რატომაა დრამა? მამიკოს ფულიანმა ბიჭბუჭებმა დააყარეს ერთმანეთს და ვსიო?
ნუ იქ კიდე გოგოს ფაქტორი ვითომ ამძაფრებს რაღაცას, ფილმი მაგით იწყება საერთოადაც და მერეც ისე ვითარდება, რომ ვფიქრობდი ამ ტიპის იმ გოგოსთან ვიზიტით და ერთი მაგარი რეჩით უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი, ამ დროს კი რეჟისორმა მილიარდობით ადამიანს რეფრეშის სენტიმენტალიზმი მოფინა გულზე და ფილმი მომავლის დასახიჩრებული იმედით და მთავრი გმირის უსაფუძვლო არჩევანით დაამთავრა.
ნუ გზადაგზა იმ უაზრო პერსონაჟებზე აღარაფერს ვამბობ, ან ამ ტიმბერლეიკის პერსონაჟმა რა ქნა საერთოდ, ცვეტში არაფერი არ შეუცვლია ტიპს ამ მარკის გეგმებში, ერთი-ორი ხატოვანი ნათქვამისა და თავბრუდამხვევი სწრაფი რეჩების მეტი არაფერი... ბოლოსაც ასევე უაზრო აახვევინეს, ეგეც მიფუჩეჩებული იყო...
ვერც მეგობრები დავინახე მე ამ ფილმში, რომ შემდეგ ამ მეგობრების კონფლიქტით გამოწვეული დრამა მეგრძნო... ერთხელ იჟიმავეს ორ ჩინელთან, რომლებიც ნებისმიერ მანქანიან ტიპს გადააჯდებოდნენ და სულ ეგ იყო მაგათი ძმაკაცობა...
ეხა გადაღება რო მაღალ დონეზეა და ოპერატორს რომ ნიუიორკის ნიკოაკადემი აქვს დამთავრებული _ ეგ არც არის ფილმის დიდი პლიუსი მე თუ მკითხავ... არც ის თინეიჯერული მუსიკა, ფილმს რო ადევს აქა-იქ.
მოკლედ ფილმი არის უღურსებო და გამოქლიავებული ბიჭის ინსტიქტურ ქმედებებზე, რომელიც მხოლოდ მატერიალიზმზე და პირველობის სურვილზეა აგებული.
თემატიკა პირადად ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო იყო.
ეს არის ფილმის ჩონჩხი, და ზედ მე ხორცი ვერ ვიპოვე. ხოლო ვინც იპოვა, გვერდებიდან დატოსტერებული პურიც მოულაგოს და მიირთვას გემრიელი ამერიკული ჰამბურგერი : )