რა ვქნა, არ მომეწონა ეს ფილმი, თან კინოში ვუყურე (ეს მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ სრულად კონცენტრირებული ვიყავი ფილმზე და პოპკორნზე და შეფასების დროს თავისუფალი ვიყავი გარე სუბიექტური ფაქტორებისგან).
სულ იმის შეგრძნება მქონდა რომ წესით სადაცაა მალე კულმინაცია უნდა ყოფილიყო და ისევე "ნუდნად" გავიდა მთელი ორი საათი როგორ "ნუდნადაც" ფილმი დაიწყო.
უფრო მოკლე დროში და უფრო დინამიურად და უფრო საინტერესოდ შეიძლებოდა მთელი ამ "ისტორიის" მოყოლა.
გამოკვეთილად არც ინტრიგა ჩანდა, არც დინამიკა, არც სიკეთე, არც ბოროტება, არც საქმენი საგმირონი, არც მეგობრობა, არც მიჯნურობა, არც საქმენი საგმირონი და არც ექაუნთ სეთინგები პირწიგნაკის ისტორიაში

))
მოკლედ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ლუკულუსის ნადიმის მაგივრად წყალწყალა წვნიანი მივირთვი.
"I don't mind living in a man's world, as long as I can be a woman in it".
Рио-де-Жанейро — это хрустальная мечта моего детства, — не касайтесь ее своими лапами!
born to be OFF-ROADER.