გუშინ ვნახე და ძალიან მაგრად მომეწონა!!!
თან არ ვიცოდი რას მოველოდი, ბოლო ორ მაღალრეიტინგიან ფილმზე (Inception და Town) არ გავგიჟდი.
+ ფინჩერის ზოგი ფილმი ძალიან მომწონს, ზოგი ისე რა და ზოგს მეორედ ვერ ვუყურე(ბ).
ამ ფილმისთვის კი ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან იმიტომ, რომ ეს არის ერთერთი შემთხვევა, როდესაც გადამღები ჯგუფის მაღალი კლასი ძალიან აშკარად ჩანს - იგივე სცენარით ბევრი გააფუჭებდა.
ფილმი არის დინამიური, დაძაბული და იშვიათ მომენტებში ძალიან სასაცილო (ოღონდ ბანანის კანზე გასრიალების ტიპის სასაცილო არა).
მსახიობები გადასარევად თამაშობენ და იმედი მაქვს, ეს ფილმი (ჩემი აზრით) ანდერრეითიდ ჯესი აიზენბერგის აყვავებას შეუწყობს ხელს.
მარკი მართლა მაგარ A**H***-ად არის წარმოჩენილი, განსაკუთრებით თავიდან.
ერთადერთი ცუდი გრძნობა, რაც ფილმმა შეიძლება დატოვოს, არის არასრულფასოვნების კომპლექსის შექმნა/გაძლიერება