მიკვირს ამ ფილმს რატომ არ აქვს გამოხმაურება ფორუმზე, მაინტერესებს როგორ მოეწონა ხალხს.

რუსთაველში ვნახე და კმაყოფილი დავრჩი, რატომღაც ნეგატიური განწყობით დავიწყე ფილმის ყურება, მაგრამ მალე მივხვდი ზუსტად ის იყო რის სანახავადაც კინოში წავედი ცოტა უფრო მეტიც კი.
განსაკუთრებით მოეწონებათ ალბათ გეიმერებს და მათ ვინც კონკრეტულ დროს კონკრეტულ ფილმში ვიზუალურ მხარეს და სანახაობას ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას.
მომწონს ამ კაცის ხედვა და მუსიკალური გემოვნება, აღნიშვნის ღირსია ფილმის საუნდტრეკები.
მიუხედავად ყველაფრისა მინდა 1–2 სიტყვით დავწერო ფილმის დასასრულზე, ბოლოს ისეთი შთაბეჭდილებით გამოვედი თითქოს დარბაზიდან ნაადრევად გამომიშვეს, ძალიან მშრალი დასასრული აქვს თითქოს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა და წყენა რეჟისორის მიმართ
ჯამში მაინც ღირს კინოში ნახვა თვალს გაახარებთ მაინც სხვა თუ არაფერი, მეტის მოლოდინით მე პირადად არ წავსულვარ ამ ფილმზე და თქვენი არ ვიცი

7.5 თავის ჟანრში. (8–ს –0.5 ფინალის გამო

)