ეს ძველი ინფორმაციაა. ქასტინგი ისე დამთავრდა და გადაღებები ისე დაიწყო (2009 წლის 28 მარტს) , რომ ტრეჰო ასევე არ მიუწვევიათ, რადგან მისი პერსონაჟი საერთოდ ამოვარდა სცენარიდან. ერთ-ერთ ინტერვიუში მან უსაყვედურა კიდეც სტალონეს იმის გამო, რომ მისი სახელი სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე დაკავშირებული იყო ფილმ "გასაღებულებთან", თუმცა ის ოფიციალურად არავის მიუწვევია (გაუგებარია ერთი რამ, რა შუაშია სტალონე, მას ხომ არასდროს უთქვამს, რომ დენი ტრეჰოს მიწვევას აპირებს, უბრალოდ სტუდია რამდენიმე მსახიობზე მსჯელობდა და ერთ-ერთი იყო დენი ტრეჰო. ოფიციალურად სტალონემ ფორესტ უიტაკერი და ბენ კინგსლი მიიწვია, თუმცა ისინი სხვა პროექტებში იყვნენ დაკავებულნი და უიტაკერის პერსონაჟი საერთოდ გაქრა, კინგსლი კი ერიკ რობერტსმა შეცვალა CIA-ს აგენტის როლში)
* * *
სცენარიდან გაქრა აგრეთვე სანდრა ბულოკის და ბრიტანი მერფის პერსონაჟები (ბულოკი სხვა ფილმის გადასაღებ მოედანზე იყო და ამიტომ, ხოლო მერფის პერსონაჟზე თვითონ სცენარის ავტორმა თქვა უარი, თუმცა ასე რომ არ ყოფილიყო ეს ფილმი უკანასკნელი აღმოჩნდებოდა მერფისთვის, რადგან ახალგაზრდა მსახიობი შარშან მოულოდნელად გარდაიცვალა)
სხვადასხვა დროს "გასაღებულებში" როლი შესთავაზეს: ჟან-კლოდ ვან დამს, სტივენ სიგალს, უესლი სნაიპსს, კურტ რასელს, 50 Cent-ს... ეს უკანასკნელი სტალონეს ფანების მოთხოვნით ფორუმზე StalloneZone მოხსნეს როლიდან და მის მაგივრად ტერი კრუსი დაამტკიცეს. კურტ რასელმა თავის მეგობარს სლაი სტალონეს მოულოდნელი უარი სტკიცა, კარიერის ამ ეტაპზე კოლექტიური პროექტებით დაინტერესებული არ ვარო, ალბათ ტარანტინო-როდრიგესის "გრაინდჰაუსის" მერე აიცრუა გული

უესლი სნაიპსი დიდი სიამოვნებით თანხმდებოდა, მაგრამ პირობითი სასჯელის გამო ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქონდა, გადაღებები კი ბრაზილიაში მიმდინარეობდა. სტივენ სიგალი ასევე თანახმა იყო, მაგრამ პროდიუსერ ევი ლერნერთან კონფლიქტის გამო თქვა უარი. ხოლო ვან დამმა განაცხადა, რომ ამიერიდან ჰამლეტზე ნაკლებ როლს აღარ მოჰკიდებდა ხელს, თუმცა მალევე გადაავიწყდა თავისი სიტყვა და VHS-თვის განკუთვნილ მორიგ იაფფასიან "ბოევიკში" მიიღო მონაწილეობა
This post has been edited by DardAllone on 7 Jul 2010, 15:03