Andy Warholმიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომეწონა, უამრავი შენიშვნაც მაქვს, თუმცა არამგონია აქ ვინმეს მართლა აინტერესებდეს მე რას ვფიქრობ. მოკლედ გეტყვი რაღაც-რაღაცეებს თუ გინდა

მიკი რურკის თამაში მომეწონა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის "ოქროს გლობუსზეც" წარვადგენდი, ჩემი ნება რომ იყოს. ვთვლი, რომ ეს ფილმი დოლფ ლუნდგრენის კარიერაში საუკეთესოა, მან პირველად შექმნა სახასიათო პერსონაჟი და მართლა კარგად ითამაშა (ალბათ, პირველად). სილვესტერ სტალონე ბრწყინვალე რეჟისორია ("როკი ბალბოა" (2006) და "ჯონ რემბო" (2008), ახლა კი ეს), სტალონემ კარგად ითამაშა ცინიკოსი ჯარისკაცის როლი, რაც აბსოლუტურად განსხვავდება ჯონ რემბოსგან, და მით უმეტეს როკი ბალბოასგან. ჯეისონ სტეტემი ისეთივე კარგი იყო როგორიც თითქმის ყველა ფილმში ("ტრანსპორტერის" ტრილოგიაში თუ "სასიკვდილო რბოლაში"). სამწუხაროდ ძალიან ჩაიკარგნენ ჯეტ ლი და ტერი კრუსი (მეტს ველოდი, თუმცა ეს ალბათ უფრო რეჟისორის ბრალია). მომეწონა რენდი კუტიურის ყურთან დაკავშირებული სცენა

და მართლა მოხიბლული ვარ ჟიზელ იტიეთი

ერიკ რობერტსმა შესანიშნავად ითამაშა სადისტი. ყველაზე ცუდი დიქტატორი იყო დევიდ ზაიასი (ანუ ცუდად ნათამაშები). საშინლად თამაშობს სტივ ოსტინი. მასზე უარესად გარი დენიელსი. ჩემი აზრით ფილმი მოკლე გამოვიდა. სცენარი უკეთესი შეიძლებოდა. რაც შეეხება ცნობილ კამეოს - რამდენადაც გულისამრევად თამაშობს არნოლდ შვარცენეგერი, იმდენად ბრწყინვალედ ასრულებს თავის როლს ბრიუს უილისი. (ამ კონკრეტულ სცენაში არც სტალონეს თამაში მომწონს, უილისმა ყველა დაჩრდილა). სპეცეფექტები ზოგან ძალიან ცუდად არის გაკეთებული, ზოგან კი მართლა კარგად (მაგალითად ნავსადგურის აფეთქების სცენაში). რბოლის სცენა სტალონე/ლის და ლუნდგრენს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩხუბის სცენები გვირაბში ძალიან მაგარია. ყველა სროლები ასევე მაგარია. იუმორი ფილმში ნორმალური იყო (80-იანების სტილში გაკეთებული) საბოლოო ჯამში ფილმი მომეწონა და 10 ბალიანი სისტემით დავუწერდი 9-ს.
* * *
10 სექტემბერი
კინოთეატრი "საქართველო"[size]
[size=20]"გასაღებულები"(ტრადიციული ქართული იდიოტური თარგმანით "აწყვეტილები"

)
* * *
10 სექტემბერი
კინოთეატრი "საქართველო"
"გასაღებულები"(ტრადიციული ქართული იდიოტური თარგმანით "აწყვეტილები"

)
This post has been edited by DardAllone on 9 Sep 2010, 13:15