ჯედაების კოდექსი
ჯედაების კოდექსი - ეს არის წესების კრებული, რომელიც ყველა ჯედაის ქცევას განსაზღრავს. თუმცაღა მრავალი თაობის განმავლობაში კოდექსის ფორმა იცვლებოდა, მისი არსი ნებისმიერ დროის მონაკვეთში უწინდელი რჩებოდა.
მანტრაკოდექსის საკვანძო მიზანდასახულობას ხუთსტრიქონიანი მანტრა ასახავს. არსებობს მისი რამდენიმე ვერსია, რომელთაგან საწყისია შემდეგი:
არა ემოციები, არამედ სიმშვიდე.
არა უცოდინარობა, არამედ ცოდნა.
არა ვნება, არამედ უშფოთველობა.
არა ქაოსი, არამედ ჰარმონია.
არა სიკვდილი, არამედ ძალა.
ყველაზე ცნობილს წარმოადგენს ოდან-ურომის მიერ შემოთავაზებული განახლებული ვერსია, კერძოდ (იხილეთ სურათი):
არ არის ემოცია - არის სიმშვიდე.
არ არის უცოდინარობა - არის ცოდნა.
არ არის ვნება - არის აზრების სიცხადე.
(არ არის ქაოსი - არის ჰარმონია.)
არ არის სიკვდილი - არის დიადი ძალა.
- ჯედაების კოდექსი (ოდან-ურას მედიტაციის შესაბამისად).
ზოგიერთი ჯედაის ტექსტიდან მეოთხე სტრიქონი „არ არის ქაოსი - არის ჰარმონია“ ამოღებულია. მაგალითად, ეს სტრიქონი არ გაჟღერებულა მარა ჯეიდ-სკაიუოკერის დაკრძალვისას.
ჯედაების ორდენის აღდგენისას გრანდ-ოსტატმა ლუკ სკაიუოკერმა ჯედაების კოდექსი გადაწერა და ახალი სახე მისცა:
ჯედაი გალაქტიკაში მშვიდობის დამცველია.
ჯედაი თავის ცოდნას დასაცავად იყენებს.
ჯედაი პატივს სცემს ნებისმიერ სიცოცხლის ფორმას.
ჯედაი სხვებს ემსახურება, მაგრამ არ მართავს მათ, გალაქტიკის საკეთილდღეოდ.
ჯედაი მიისწრაფის თვითდაოსტატებისათვის ცოდნისა და წვრთნის საშუალებით.
მნიშვნელობა• არ არის ემოცია - არის სიმშვიდე
ემოციები ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ისინი უცხო არც ჯედაებისთვის ყოფილა. გაიგეს რა უმცროსი ჯედაების დაღუპვის შესახებ, რომლებიც დარტ ვეიდერმა დახოცა, ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობი და გრანდ-ოსტატი იოდა მწუხარებას განიცდიდნენ და არ მალავდნენ მას. ეს პრინციპი სულაც არ გულისხმობს, რომ ემოციები არ არსებობს, მაგრამ მოითხოვს, რომ ისინი გვერდით იქნეს გადაწეული. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ემოციების შეცნობა; შესაბამისად, ახალგაზრდა ჯედაების ამოცანაა საკუთარი ემოციების შესწავლა. ჯედაი ვერ მიაღწევს სიმშვიდეს, თუ არ ექნება უნარი, დაიმორჩილოს აზრები და გრძნობები. ამდაგვარად, საჭიროა ემოციების გაგება და კონტროლირება, და არა მათი დაძლევა ან უარყოფა. ა’შარად ჰეტი ამის შესახებ ეუბნებოდა ახალგაზრდა ენეკინ სკაიუოკერს კლონების ომში ერთობლივი ბრძოლების დროს. ჰეტი აღნიშნავდა, რომ ენეკინის მრისხანება გასაგებია, მაგრამ საჭიროა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. განხილული პრინციპის გაგება ასეც შეიძლება: „ემოციებმა არ უნდა დაარღვიონ ჩემი სიმშვიდე“.
• არ არის უცოდინარობა - არის ცოდნა
ჯედაიმ, რათა გარე სამყარო შეიცნოს, უნდა შეამჩნიოს ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. ის, რომ უცოდინარობა არ არსებობს, ურცხვი ტყუილი ან ღრმა გაუგებრობაა. იმ ფაქტების მიღების სურვილის უქონლობა, რომლებიც ამა თუ იმ პიროვნების თვალსაზრისში არ ჯდება, სისულელის ტოლფასია. ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს უცოდინარობა, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს მისი. იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნის საშუალებით შესაძლებელიყო გზის დანახვა, ჯედაების ტაძარში იმყოფებოდა არქივები, რომლებიც გალაქტიკის შესახებ ცნობების, ალბათ, ყველაზე სრულ კრებულს წარმოადგენდა. მაგრამ ეს პრინციპი რაინდ ჯედაიებს ასევე ახსენებს, რომ ცნობების მიღება ყველაზე უჩვეულო წყაროებიდანაც შეიძლება. ამასვე უმტკიცებდა დიდი ოსტატი იოდა ლუკ სკაიუოკერს დაგობაზე, როდესაც თავს აჩვენებდა სულელად, ანდა როდესაც ახალგაზრდა ჯედაების წინაშე ბავშვივით იქცეოდა. იოდას მხრიდან ამგვარ ქცევას ლუკისა და ბავშვებისათვის უნდა ეჩვენებინა, რომ სულელიც შეიძლება იყოს ბრძენი. ახალგაზრდა ჯედაების სწავლებისას, იოდა ხშირად ამბობდა: „საოცარია გონება ბავშვისა“. აღნიშნული პრინციპი ეხმარება ჯედაებს, არ ჩაკეტონ გონება იმის წინაშე, რაც სხვა არსებებისათვის შესაძლოა მიუღებელი იყოს, ასევე დაძლიონ ცრურწმენის ძალა, შეინარჩუნონ გონების მოქნილობა და არ აჰყვნენ ეჭვებს. სხვა სიტყვებით, პრინციპი გულისხმობს, რომ ჯედაი უნდა ხელმძღვანელობდეს არა მხოლოდ ლოგიკით, არამედ ინტუიციითაც, რათა ნებისმიერი სიტუაციის ჭეშმარიტი არსი შეიცნოს. ამ პრინციპს კვაი-გონ ჯინი ენეკინ სკაიოუკერს ასწავლიდა: „არ იფიქრო, არამედ შეიგრძენი“. ეს პრინციპი კიდევ უფრო სიღრმისეულად დექსტერ ჯეტესტერმა გახსნა: „მე, ალბათ, უნდა ვიფიქრო, რომ თქვენ, ჯედაებს, უფრო ღრმად გესმით განსხვავება ცოდნასა და სიბრძნეს შორის“.
• არ არის ვნება - არის აზრების სიცხადე
ეს პრინციპი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პირველის ერთგვარი განმეორება. ის პირდაპირ უკავშირდება მაღალი ემოციური დაძაბულობის სიტუაციებს, რომლებშიც ჯედაი უნდა მოქმედებდეს მოფიქრებულად, კონცენტრირებას ახდენდეს არა მყისიერ მომენტზე, გნებავთ, მიზანზე, არამედ საერთო ამოცანაზე. ჯედაი იარაღს მხოლოდ დაცვის მიზნით უნდა იყენებდეს - სწორედ ესაა პრინციპის არსი. ემოციები და ინტუიცია გაგებული და გამოყენებული უნდა იქნეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ საჭიროა მათი შეკავება, რათა ჯედაი არ მოქმედებდეს აჩქარებით და არ დაკარგოს ობიექტურობა. ძალისა და ვნების ერთდროულად გამოყენება ბნელ მხარეზე გადასვლის წინაპირობაა. ჯედაი ყოველთვის უნდა ინარჩუნებდეს გულგრილობას. „თუ ეჭვი გეპარება, არ გააკეთო“, გაათვითცნობიერე სიტუაცია ისევე ცხადად, როგორი ცხადიცაა იგი ძალისთვის, და არ მისცე ვნებას გონების გაბუნდოვანების საშუალება.
• არ არის ქაოსი - არის ჰარმონია
მოცემული პრინციპი ასახავს ჯედაების ორდენის მსოფლიოს აღქმას. იქ, სადაც უცოდინარი არსებები ხედავენ მსოფლიო ქაოსს და დაუკავშირებლობებს, ჯედაი პოულობს ურთერთკავშირებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ურთიერთდამოკიდებულებებს წონასწორობათა უსასრულო ციკლში. როდესაც უცოდინარი არსება მსოფლიოს საქმეებში უბედურებასა და მწუხარებას ხედავს, ჯედაის უნარი აქვს, ძალის საშუალებით ახსნას და გაიგოს ცხოვრების ურთულესი მომენტები. საბოლოოდ, როგორ შეიძლება სიყვარულსა და ვნებაზე უარი განაცხადო, თუ არ გესმის მსოფლიო ჭეშმარიტება: არ არის ქაოსი - არის ჰარმონია. ყოველ მოვლენას თავისი დანიშნულება აქვს. როგორც ოდესღაც ოსტატმა იოდამ ენეკინ სკაიუოკერს უთხრა: „სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია“. ისეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი უსიამოვნებები, როგორებიცაა წარუმატებლობა, იმედის გაცრუება, უთანხმოება, ასევე გარდაუვალია და ყველამ უნდა მიიღოს, როგორც ცხოვრენის ნაწილი. ჯედაები არ უარყოფენ, რომ ადგილი აქვს ტრაგიკულ და საშინელ მოვლენებს, ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრების მეორე მხარე. ამას ასევე მივყავართ წონასწორობისკენ, ობიექტურობისკენ და სინამდვილის რეალური აღქმისკენ. განხილული პრინციპის გარეშე ჯედაების სხვა პრინციპებს აზრი დაეკარგებოდა.
• არ არის სიკვდილი - არის დიადი ძალა
ნივთზე დაკვირვება თავად ნივთს ცვლის, ამიტომ მათ, ვინც იცის, რომ არ ცხოვრობს მარად, არ შეუძლიათ დაინახონ სამყარო ისეთად, როგორადაც მას ძალა ხედავს. ჯედაი, ისევე როგორც უძველესი დროისა და სხვადასხვა იმპერიის რაინდები, ყოველთვის მზად უნდა იყოს სიკვდილისთვის, მაგრამ არ უნდა იყოს შეპყრობილი მისი მოლოდინით, და არ მოქმედებდეს ამ ცოდნიდან გამომდინარე. ჯედაი, რომელიც მებრძოლია როგორც ბრძოლაში, ისე ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ადვილად შეიძლება დაეცეს და ადგეს, ამასთან არ განიცადოს ტანჯვა და არ დაიტოვოს მძიმე მოგონებანი. როგორც კვაი-გონ ჯინმა ახალგაზრდა ენეკინ სკაიუოკერს მიუთითა, ჯედაის მოკვლა შესაძლებელია, და ეს საკმაოდ ხშირად ხდება. უფრო ხშირად, დანაკარგის შეგრძნება მეტად ძლიერია მათთვის, ვინც მას ძალის მეშვეობით გრძნობს, და ამ შემთხვევაში სიმშვიდის შენარჩუნება რთულია. მაგრამ სიკვდილი სულაც არაა ტრაგედია - იგი მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისეული ციკლის ნაწილია. სიკვდილის გარეშე თავად სიცოცხლეც ვერ იარსებებდა. ძალა, რომელიც ჩვენში არსებობს, სიკვდილის შემდეგაც რჩება. ეს პრინციპი გვიჩვენებს, რომ ჯედაების ორდენი სიკვდილსა და ცხოვრებას, დაცემასა და ზრდას, უზნეობასა და სიწმინდეს აღიქვამს არა როგორც წინააღმდეგობებს, არამედ წყვილ არსებს, რომელთაგან თითოეულს, ბუნების კანონების შესაბამისად, ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ჯედაის არ ეშინია სიკვდილის და არ დასტირის წასულებს დიდხანს. ჯედაი უნდა მიესალმებოდეს სიკვდილს ისევე, როგორც მიესალმება სიცოცხლეს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წყარო ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას გვთავაზობს, საჭიროა აღინიშნოს, რომ მოცემული პრინციპი არ გულისხმობს მოთხოვნას ჯედაებისადმი, იყვნენ ვეგეტერიანელები, და, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, დაჟინებით მოითხოვს კიდეც ჯედაების მხრიდან ყველაფრის ჭამას, თუ ეს მათი გადარჩენისათვისაა აუცილებელი. ერთ ყურადსაღებ შემთხვევაში ჯედაი განაგრძობდა ურთიერთობას კოლიკოიდებთან მიუხედავად იმისა, რომ მათ მოკლეს და შეჭამეს მისი თანამგზავრი; საქმე ისაა, რომ ჯედაიმ მიიჩნია, რომ კოლიკოიდებს ასე რომ არ მოექცათ, ისინი ასცდებოდნენ თავიანთ გზას და, თვითონ ჯედაი, მისცემდა რა თავის გრძნობებს გადაძლევის საშუალებას, იგივეს გაიმეორებდა, ანუ ასევე ასცდებოდა საკუთარ გზას. ხშირად მოცემული პრინციპი ჯედაის სიკვდილის დროს წარმოითქმის და ზოგჯერ ნიშნავს, რომ გარდაცვლილი შეერწყა ძალას ან აჩრდილად იქცა.
This post has been edited by Drakula on 8 Sep 2010, 19:33
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.