
გალაქტიკური რესპუბლიკა
მმართველობის ფორმა: ერთპალატიანი ფედერაციული რესპუბლიკა
მმართველი: უმაღლესი კანცლერი
აღმასრულებელი ხელისუფლება: გალაქტიკური სენატი, მთავარი სამინისტრო(დე-იურე), უმაღლესი კანცლერის ოფისი(ფაქტიური)
საკანონმდებლო ხელისუფლება: გალაქტიკური სენატი
სასამართლო ხელისუფლება: უმაღლესი მოსამართლე
ფუძემდებელი დოკუმენტი: გალაქტიკური კონსტიტუცია
დედაქალაქი: კორუსანტი
სახელმწიფო ენა: გალაქტიკური ძირითადი სტანდარტი
დაარსების დრო: 25000 წელი იავინის ბრძოლამდე
რეორგანიზაციის დრო: 1000 წელი იავინის ბრძოლამდე(რუსაანის რეფორმაცია), 19 წელი იავინის ბრძოლამდე (რეორგანიზაცია გალაქტიკურ იმპერიად)
აღდგენის დრო: 5 წელი იავინის ბრძოლის შემდეგ(როგორც ახალი რესპუბლიკა)
ვალუტა: სტანდარტული გალაქტიკური კრედიტები(რესპუბლიკური დატარიები)
ქრონოლოგია: ძველი რესპუბლიკის ეპოქა, იმპერიის აღმასვლის ეპოქა
"ძველი რესპუბლიკა იყო ლეგენდარული რესპუბლიკა დიდი ვიდრე მანძილი და დრო. რა საჭიროა ვიცოდეთ , საიდან დაიწყო არსებობა ან როდის გაჩნდა, უნდა ვიცოდეთ მხოლოდ ის, ... ეს იყო რესპუბლიკა" - Журнал «Виллс
გალაქტიკურ რესპუბლიკად იწოდებოდა გალაქტიკური მართველობა, რომელიც არსებობდა გალაქტიკური იმპერიის დაარსებამდე 19 წელს იავინის ბრძოლამდე. თუმცა მას ჩვეულებრივ ძველ რესპუბლიკას უწოდებდნენ, ეს მთლად ასე არ იყო. როცა მან შეწყვიტა არსებობა მისი სახელწოდება იყო გალაქტიკური რესპუბლიკა ან უბრალოდ რესპუბლიკა. უკანასკნელი წლები ეს იყო კეთილმოსურნე, თუმცა არაეფექტური დემოკრატიული მართველობა, ჩაფლული ბინძურ ბიუროკრატიაში. რესპუბლიკას, როგორც ცნობილია ყავდა მეტად დემოკრატიული მართველობა, გახანგრძლივებული არაუმეტეს 25 000 წლისა. ამბობენ, რომ მისი სრული ისტორია “გაავსებდა ათას ბიბლიოთეკას.”
ისტორია
ფორმირება
რესპუბლიკა წარმოიშვა გალაქტიკური კონსტიტუციის ხელმოწერით 25 000 წელს იავინის ბრძოლამდე (აწი ამას შევამოკლებ ასე: ი.ბ), გაერთიანებული ომის დროს. ამ დროს ჰიპერძრავის ტექნოლოგიამ მიიღო ფართო გავრცელება, და გახადა კორუსანტი გალაქტიკური რესპუბლიკის დედაქალაქად, განსაზღვრა მისი გზა 25 000 წელი. მალე რესპუბლიკის შექმნიდან, დაარსდა პერლემიანის სავაჭრო გზა, რომელმაც დააკავშირა კორუსანტი ოსას და მოიყოლა რაინდი ჯედაები რესპუბლიკაში. შემდეგ ათასწლეულში დაარსდა “კორელიის გარბენი” რომელმაც დააკავშირა კორუსანტი კორელიას და კიდევ უფრო შორ სამყაროს. გზაჯვარედინი, რომელიც წარმოშვა ორმა სავაჭრო გზამ გახდა ცნობილი როგორც "Пластина". მას შემდეგ რაც ჰიპერკოსმოსი კორუსანტის დასავლეთით მოხვდა ანომალიის ხელში და გახდა გაუვალი იმ დროისთვის არსებული რესპუბლიკური ტექნოლოგიისთვის, კორუსანტმა დაიწყო გაფართოება აღმოსავლეთით. ნაწილი ძირითადი სამყაროსი პლასტინის იყო ცნობილი როგორც ბუნიკი და მალე რესპუბლიკა გარდაიქმნა კოლონიად. თუმცა ისტორიაში რესპუბლიკა ხშირად მოიხსენებოდა როგორც მშვიდობიანი მართველობა, თუმცა შეიძლება ავღნიშნოთ ზოგიერთი გალაქტიკური კონფლიქტი რომელიც მოხდა მისი ბატონობისას, როგორიცაა: ასწლეულიანი სიბნელე, ძველი სითხების ომი, ვულტარის კატაკლიზმი და კლონების ომი.
ადრეული წლები
რესპუბლიკას წლების განმავლობაში რაინდი ჯედაები, ძველი ჯარი და ფლოტი იცავდა ძალადობისგან. დაახლოებით 24 500 წელს ი.ბ მოხდა პირველი დიდი გარდატეხა, რის შემდეგაც განდგომილმა ჯედაებმა, რომლებიც თვლიდნენ რომ ნამდვილი ძალა მიიღწეოდა არა პასიური ფიქრით, როგორც ასწავლიდნენ ჯედაი მასტერები, არამედ ნამდვილი ძალა მიიღწეოდა ემოციით, რის შემდეგაც ჩამოყლიბებული იყო ლეტოუს ლეგიონი. ჯედაებს ამ კონფლიქტში მეთაურობდა ქსენდრომი, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ არდენ ლინი. ჯედაებმა შეძლეს ჩაეხშოთ აჯანყება მიახლოებით 24 400 წელს იავინის ბრძოლამდე. რესპუბლიკა 24 000 წელს იავინის ბრძოლამდე შევიდა ომით კავშირთან დესერვოსთან და ტიონთან. ომი გავრცელდა მთელ პერლიამინზე და დედაქალაქები კორუსანტი და დერესვო მოჰყვა დაბომბვის ქვეშ. რესპუბლიკამ რასაკვირველია მოიგო ომი, მიმართა ჰატები ტიონისების წინააღმდეგ. საუკუნეების განმავლობაში, ბევრი ტიონსის ჯგუფი ეფიცებოდა ერთგულებას კორუსანტს, მხოლოდ დესერვოს გარდა, რომელიც ამჯობინებდა დამოუკიდებლობას.
რესპუბლიკა დიდი დეკლარაციის პერიოდში (20 000-17 000 იავინის ბრძოლამდე) ფართოვდებოდა გალაქტიკის აღმოსავლეთ მიმართულებით. ამის მიუხედავად პლასტინა რჩებოდა სანაოსნო კოსმოსის გულად. რესპუბლიკა კი ფართოვდებოდა პლასტინის გალაქტიკური საზღვრების ჩრდილოეთით და სამხრეთით, თუმცა ბევრი გალაქტიკა ჯერ კიდევ რჩებოდა უცნობი, მსგავსად ორდ მენტალას (12 000 წელი იავინის ბრძოლამდე) და მალასტარას(8 000 წელი იავინის ბრძოლამდე) კარიბჭის გამორიცხვით. კოსმოსი კორუსანტის დასავლეთით წინანდებურად რჩებოდა გამოუძიებელი, რადგან პერლიამინის სავაჭრო მარშუტი და კორელიანის გარბენი არ იკვლეოდა ამ მიმართულებით. აგრეთვე გადაადგილება შეზღუდული იყო ამოფრქვევით ჰიპერსივრცეში ერთ ან ორი სინათლის წლებს შორის ანომალიით. ამავე პერიოდში იყო შექმნილი ექსპანსიის ოლქი. მაგრამ ეს ოლქი მძიმედ იტანჯებოდა ალსაკანას მცდელობით დაემყარებინა კონტროლი რესპუბლიკაზე კორუსანტიდან. ამან გამოიწვია ე.წ ალსაკანის 17 კონფლიქტი, რომელმაც მოიცვა პერიოდი 17 000 წლიდან იავინის ბრძოლამდე 3000 წლამდე. ბევრი წინააღმდეგობა ხდებოდა ჰოლდინგებს შორის ექსპანსიის ოლქში, და არა უშუალოდ ბირთვში, რასაკვირველია კორუსანტმა გაიმარჯვა ყველა ამ კონფლიქტში. ამავე დროს მოხდა პირველი არკანიანური კონფლიქტი. არკანიანელმა გენეტიკებმა ჩაატარეს გენეტიკური ექსპერიმენტების სერია სხვადასხვა გონებრივ არსებებზე, განსაკუთრებით ექვსრუკიან ქსეკსტებზე ტროიკენადან და გარდაქმნეს ახალ ნაირსახეობად, ცნობილად როგორც კუერმიანსი.
15 500 წელს იავინის ბრძოლამდე საშინელი პირველი კონტაქტის შემდეგ, კორუსნატზე იერიში მიიტანეს ვარსკვლავურმა დრაკონებმა კონფლიქტ დუინუოგვუინში. კონფლიქტი მშვიდობიანი გზით იყო გადაწყვეტილი უმაღლესი კანცლერის ფილორეანის და ვარსკვლავური დრაკონების ფილოსოფ ბორზ’მატ’ოხომის მიერ, მათ ერთობლივად დაარსეს კორუსანტის უნივერსიტეტი. ცოტა ადრე 12 000 წელს იავინის ბრძოლამდე კორუსნატზე დაარსებული იქნა გალაქტიკური მუზეუმი.
მიახლოებით 12 000 წელს იავინის ბრძოლამდე უმაღლესი კანცლერი გახდა კონტიფექსი. ის და მისი შთამომავლები იყვნენ მიმდევრები თეოკრატიული კულტის “პიუს დეა”, მართავდნენ რესპუბლიკას შემდგომი 1000 წლის განმავლობაში. ეს ფანატიკური უმაღლესი კანცლერები უშვებდნენ “ჯვაროსნულ ლაშქრობებს” კონკურენტ უცხომოდგმის სექტების წინააღმდეგ. კულტის ბედი 11 000 წლის შემდეგ იავინის ბრძოლამდე უცნობია, შესაძლებელია ის მთლიანად დაიშალა. ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგებმა გააღრმავა ბზარები ძირითადი სამყაროს და რგოლის სამყაროს ურთიერთობაში, რაც მოგვიანებით გამოიყენა იმპერატორმა პალპატინმა თავისი მართველობის დროს ათასწლეულის შემდეგ.
მიახლოებით 9000 წელს იავინის ბრძოლამდე უმაღლესი კანცლერი გახდა ბლოტუს ჰატი, რომელიც მართავდა გალაქტიკურ რესპუბლიკას 275 წლის განმავლობაში, რიანიტასის პერიოდში. ბლოტას ჰატი ბევრი სხვა ჰატებისგან განსხვავებით სამართლიანი და თავდაჭერილი მართველი იყო. 7308 წელს იავინის ბრძოლამდე დაწესდა სტანდარტული გალაქტიკური კალენდარი.
განდგომილა ჯედაებმა 7000 წელს იავინის ბრძოლამდე, აღმოაჩინეს ძალის ტექნიკა, რომელსაც შეეძლო შეეცვალა სიცოცხლის ფორმები ამ პერიოდში მოხდა მეორე დიდი გარდატეხა, ამან დაუდო დასაწყისი ასწლიან სიბნელეს რომელიც გაგრძელდა საუკუნეები და შექმნა საშინელი არსებები, როგორიცაა გველისებური ლევიაფანები, რომლებსაც შეეძლოთ შეეწოვათ სასიცოცხლო ძალები თავის ბურთულა ხაფანგებში თავიანთ ზურგზე. კორბოსთან ბრძოლის დროს ჯედაებმა გაანადგურეს აჯანყება და გაყარეს განდგომილი ჯედაები ნაცნობი კოსმოსიდან. თუმცა, განდგომილებმა აღმოაჩინეს ზიოსტი უდაბნო სამყარო, დასახლებული შედარებით პრიმიტიული მაგრამ არაჩვეულებრივად მგრძნობიარე ძალისადმი სითხებით.
განდგომილმა ჯედაებმა გამოიყენეს თავიანთი ძალის ცოდნა, გააოცეს სითხები და აიმაღლეს თავი ღმერთისმსგავს მდგომარეობამდე ახლომდებარე კორიბანზე და გახდნენ სითხების მართველები. წლების განმავლობაში ნათესაურმა ურთიერთობამ განდგომილ ჯედაებსა და სითხებს შორის ხელი შეუწყო იმას, რომ ტერმინმა “სითხმა” აღნიშნა არამარტო პირვანდელი მცხოვრებლები კორიბანის და ზიოსტის, არამედ განდგომილ მასტერ ჯედაებიც.
ჯედაები და სითხების იმპერია 5000 წელს იავინის ბრძოლამდე შეეჯახენ ერთმანეთს დიდ ჰიპერკოსმოსურ ომში. ბევრი სამყარო სამუდამოდ იქნა დაშავებული ამ შებრძოლებით, მაგრამ ჯედაებმა შეძლეს დამპყრობლების მოგერიება. ამის შემდეგ რესპუბლიკამ ჯედაებს უბოძა მიწა ფორსუს ნეკსუსი: წმინდა მთა კორუსანტზე.
4 250 წელს იავინის ბრძოლამდე მოხდა მესამე დიდი გარდატეხა, რომლემაც გავლენა მოახდინა კორუსანტისთვის ბრძოლაზე. გადარჩენილი ბნელი ჯედაები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ სიტემა ვულტარში, სადაც მათ აღმოაჩინეს ძველის-ძველი ტექნოლოგია, რომლიც აჩვენებდა რომელი პლანეტები იყო შექმნილი ხელოვნურად, სავარაუდოდ იყო იდუმალი სელესტიანელების ქმნილება, რომლებმაც შექმნეს კორელიის სისტემა. ბნელმა ჯედაებმა მიითვისეს ეს მანქანები, კოსმოსური ტურბინის ჩათვლით, მაგრამ ვერ შეძლეს მათი მართვა და მალე გაანადგურეს მთელი სისტემა და რასაც ის მოიცავდა, ვულტარის კატაკლიზმის დროს. ოთხმა მასტერმა ჯედაიმ (ორმა ომის ოსტატმა და ორმა სიბრძნის ოსტატმა) 4019 წელს იავინის ბრძოლამდე დააყენა ზიქურათი ჯედაების ტაძრის, რომელიც 4000 წელი იდგა.
ომები ძველი სითხების პერიოდში
კორუსანტზე 4015 წელს იავინის ბრძოლამდე მოხდა დროიდების დიდი რევოლუცია სათავეში დროიდ ХК-01-ით, დროიდები არკა ჯეტომ და ჯედაებმა დაამარცხეს. არკა ჯეტმა კონფლიქტის დროს აღმოაჩინა შესაძლებლობა მექანიზმების ძალის საშუალებით მწყობრიდან გამოყვანის. კონფლიქტის გაგრძელებად ძველი სითხების ომი იქცა 4000 წლიდან იავინის ბრძოლამდე, რომელმაც თითქმის გაანადგურა რესპუბლიკა. დიდი სითხების ომის განმავლობაში (4000-3996 წლებში იავინის ბრძოლამდე) ლორდები ეკზარ კუნი და ულიკ კელ-დრომი, კრატების და მანდალორიანების კავშირთან ერთად რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძოდა, აჩანაგებდნენ მას მანამ, სანამ არ იყვნენ დამარცხებულები რესპუბლიკის და ჯედაების გაერთიანებული ძალით. მოგვიანებით (3995-3993 წლებში იავინის ბრძოლამდე) მოხდა დიდი ნადირობა და წმენდა 9 საგვარეულოსი. ყველაფერი ეს მანდალორიანების ომით გაგრძელდა (3966-3960 წლებში იავინის ბრძოლამდე), სადაც მანდალორიანების ძალები ცდილობდნენ გაეფართოვებინათ კოლონიები თავიანთ საზღვრებს მიღმა, ებრძოდნენ გალაქტიკურ რესპუბლიკას, რადგან ეშინოდათ მომავალში რესპუბლიკის გაფართოების მათ საზღვრებში. მანდალორიანების ომი, წინა პირობა იყო, უფრო გამანადგურებელი ჯედაების სამოქალაქო ომის (3959-3956 წლებში იავინსი ბრძოლამდე), რომლის დროსაც ერთმანეთის წინააღმდეგ რესპუბლიკა და სითების იმპერია იბრძოდნენ, სათავეში ლორდ რევანით და მალაკით. შესაძლებელია, იმ დროისთვის ეს იყო ყველაზე გამანადგურებელი კონფლიქტი.
ძირითადი სამყაროს დედოფალმა ელსინორა დენ ტაშამ გრიზმოლტიდან 3900 წელს იავინის ბრძოლამდე დააფინანსა ექსპანსიური ფლოტი სამი ხომალდის შემადგენლობით: Благотворная Таша, Постоянство и Матерь Вима. ფლოტს ხელმძღვანელობდა რესპუბლიკელი მკვლევარი კვაილაანი, რომელმაც პლანეტა ნაბუ აღმოაჩინა.
სექტორ კანზში 3970-3670 წლებში იავინის ბრძოლამდე წარმოიშვა არეულობები. ამევე პერიოდში დროებითი გუბერნატორის მირიალ არგაზდის თაოსნობით კანზას სექტორი გამოეყო რესპუბლიკას და დაამყარდა სამხედრო რეჟიმი. მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში, მირიალ არგაზდას სამხედრო ძალებმა დაიპყრეს სექტორ კანზის ყველა პლანეტა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის მართველობას, ლორდების ჩათვლით. საბოლოოდ მან დაიმონა პლანეტების მცხოვრებები, მაგალითად როგორც ლორდიანცები ლორდიდან. დამონებულ ლორდიანცებს ეკრძალებოდათ ერთმანეთთან ურთიერთობა.Aამის გამო, ისინი იძულებული გახდნენ განევითარებინათ დახვეწილი ნიშნების სისტემა, სახის გამომეტყველების და სხეულის მდგომარეობის გამოყენებით, რისი საშუალებითაც ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. არავერბალური სალაპარაკო ფორმა 400 წლის გასვლის შემდეგაც კი გამოიყენებოდა ლორდიანცების მიერ. კანზას სექტორში 300 წლის განმავლობაში 5 მილიარდზე მეტი სიცოცხლე განადგრუდა, მათ შორის 500 მილიონი ლორდიანცი იყო. რესპუბლიკის და ჯედაების ძალისხმევით არეულობები კანზას სექტორში ბოლოსდაბოლოს დაასრულდა 3670 წელს იავინის ბრძოლამდე, როდესაც
არსებული რეჟიმი დამხობილ იქნა.
მე-17 ალსაკანის კონფლიქტი 3000 წელს იავინის ბრძოლამდე საბოლოოდ დასრულდა ალსაკანის დამარცხებით და გამოჩენით რესპუბლიკის ფლოტში დრედნოუტების “დაუწყნარებელი” (Неукротимый) კლასის. Fრეია კალიამ ბრენტაალის მკვიდრმა ამავე პერიოდში აღმოაჩინა ჰიდიანის გზა, რომელიც გალაქტიკის მთელ სივრცეს ერტყა. ამ აღმოჩენამ საშუალება მისცა რესპუბლიკას განვითარებულიყო პლასტინის გარეთ საშუალო და გარე რგოლის სამყაროსკენ და აღმოაჩინა ბევრი ჰიპერსკოსმოსური გზა, რომელიც კორელიის სავაჭრო ხერხემალსაც მოიცავდა. ამგვარად დაიწყო ექსპანსიის მეორე ტალღა.
ომი ახალი სითხების პერიოდში
რესპუბლიკა 2000 წელს იავინის ბრძოლამდე ისევ შეხვდა საშიშროებას სითხების მხრიდან, რომლეთაც ჩამოაყალიბეს სითხების ახალი იმპერია, ბევრად უფრო დიდი ვიდრე რომლიმე მისი წინამორბედი. ჯედაები ისევ აქტიურად ჩაებნენ ომში. 1466 წელს იავინის ბრძოლამდე მირზასთან ბრძოლის დროს სითხებმა მოიპოვეს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება ამ ომში. რესპუბლიკისთვის დანაკარგი იმდენად კატასტროფული იყო, რომ დაიწყო ბნელი პერიოდი, რომელმაც სოციალური მღელვარება და ეკონომიკური კრახი გამოიწვია. რესპუბლიკა დაპატარავდა ძირითადი სამყაროს ფარგლებში, როდესაც სითხების იმპერია იკავებდა გალაქტიკის დანარჩენ ნაწილს. ჯედაები გახდნენ აბსოლუტური უფლებების მფლობელები, პირდაპირ მართავდნენ რესპუბლიკის ნარჩენებს. სანამ მართველ ძალას ჯედაები წარმოადგენდნენ სენატი უმოქმედოდ იყო, მისი სამხედრო ძალები ჯედაების სინათლის არმიაში იყო ჩართული. თითქმის 500 წლიანი ომის შემდეგ სინათლის არმიამ შეძლო სითხების შეჩერება უკუგდება პლანეტა რუსაანზე. საბოლოოდ 1000 წელს იავინის ბრძოლამდე რუსაანის მე-7 შეტაკებაში სითხები დამარცხდნენ, თუმცა სინათლის არმიას ეს ძვირი დაუჯდა, დაიღუპა ბევრი წევრი სინათლიის არმიის მათ შორის ცნობილი ჯედაი და გენარალი ჰოტი, რომელმაც სცადა სითხების წინამძღოლის კაანის შეჩერაბა, რადგან მას არ გამოეყენებინა ბნელეთის გამანადგურებელი ძალა მენტალური ბომბის მსგავსად, რომელიც ყველა ძალისადმი მგრძნობიარე არსების სიცოცხლეს ისრუტავდა. კანცლერმა ტარსუს ვოლარუმმა ბოლო ბრძოლის შემდეგ რუსაანის რეფორმაციია გაატარა, დაუბრუნა მართველობა სენატს, ჯედაები დაუმორჩილა რესპუბლიკას და მოახდინა დარჩენილი სამხედრო ძალის რეფორმა. სიმშვიდეს და აყვავებას მოჰყვა საშიში თვითკმაყოფილება. რესპუბლიკა უფრო და უფრო ენდობოდა ჯედაებს სიმშვიდის მხარდაჭერაში, რადგან არმია და ფლოტი შემცირებული ჰყავდა. თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ადგილობრივ კონფლიქტს რომელიც ჰიპერკოსმოსური ომის მსგავსი იყო და ბრძოლას ნაბუსთვის, ფართომაშტაბიანი სამხერდო კონფლიქტი შორეულ მოგონებებში იყო დარჩენილი.
რესპუბლიკის დაცემა
რესპუბლიკა რაც უფრო ძლიერდებოდა, ბევრი მთავრობის წევრი და სენატორი რომლიც მთავრობას ტოვებდა, ხდებოდა უფრო კორუმპირებულები და ჩაფლული სიამოვნებაში. ბიუროკრატია, რომელიც ათასწლეულის განმავლობაში კვებავდა ხელისუფლებას ახრჩობდა ნებისმიერ მცდელობას წესიერი მართველობის. გარდა ამისა, პორტექციის პოლიტიკა აფერხებდა ეფექტურ მართველობას. ამავე პერიოდში( დაახლოებით 968 წლის შემდეგ რუსაანის დამამთავრებელი ომიდან) სენატორი ნაბუდან იყო პალპატინი. მისი სამშობლო სავაჭრო ფედერაციის ალყაში იყო. პლანეტაზე ფართომაშტაბიანი შეჭრის მიუხედავად მოთხოვნა განეხილათ სენატში ეს მოქმედება გახლართული იყო ბიუროკრატიულ ქსელში. როდესაც სენატის წინაშე სიტყვით დამოუკიდებელი სისტემის ნაბუს არჩეული დედოფალი ამიდალა გამოვიდა მოთხოვნით სწრაფად ემოქმედა სენატს, სენატორ პალპატინის დარწმუნებით აგრეთვე მოითხოვა გამოეცხადებინათ უნდობლობა რესპუბლიკის ლიდერებისადმი და კანცლერი ფინის ვალორუმი გადაყენებულ იქნა. Aმის შემდეგ უმაღლეს კანცლერად არჩეულ იქნა უკვე პოპულარობა მოპოვებული პალპატინი.
კლონების ომი
“ასეთი ფართომაშტაბიანი ომი რესპუბლიკის დაარსების დღიდან არ ყოფილა”-საიო ბიბლი
კანცლერის არჩევა ჩვეულებრივად 2 ვადით თითო 4 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა პალპატინი ხელისუფლებაში უფრო დიდხანს დარჩა, იმის გამო რომ გრძელდებოდა სეპარატისტული კრიზისი. Kრიზისი მაშინ დაიწყო, როდესაც რამოდენიმე ვარსკვალავური სისტემა რესპუბლიკის და კომერციული ორგანიზაციები გაერთიანდნენ რადგან გამოყოფოდნენ რესპუბლიკას. ეს გაერთიანება ცნობილი გახდა, როგორც კონფედერაცია დამოუკიდებელი სისტემების. რესპუბლიკას და სეპარატისტებს შორის დაძაბული ურთიერთობა საბოლოოდ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა და ასე დაიწყო კლონების ომი. სენატმა პალპატინს საგანგები უფლებამოსილებები მიანიჭა სეპარატისტულ კონფედერაციასთან ურთიერთობისთვის წარმომადგენლის ნაბუდან ჯარ ჯარ ბინკსის სახით. Pალპატინის პირველი ნაბიჯი იმ პერიოდისთვის ფართოდ მხარდაჭერილი, კლონების უზარმაზარი არმიის შექმნა იყო, რომლესაც რესპუბლიკა კონფედერაციის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ადრე რესპუბლიკას არ ჭირდებოდა არმია, სანამ ნებისმიერი უმნიშვნელო კონფლიქტი რესპუბლიკის გარეთ წყდებოდა ჯედაების დახმარებით როგორც მშვიდობის მცველებისადმი ან ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის მიერ. რესპუბლიკას სეპარატისტებთან საბრძოლველად ბევრად უფრო ორგანიზებული ფედერალური სამხედრო ძალა ჭირდებოდა, რადგან კონფედერაციას უზარმაზარი დროიდების არმია გააჩნდა. მომდევნო წლები სენატი უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევდა პალპატინს, რომელიც სამხედრო და პოლიტიკური მთავარსარდალი გახდა. ეს მოქმედება უსაფრთხოების სახელით მართლდებოდა და საბოლოოდ პალპატინი უკვე ბევრ თავის მოქმედებაში სენატის თანხმობას. კანცლერს ბევრი მომხრე ყავდა სენატში, რომელტაც მიაჩნდათ, რომ მისთვის ძალაუფლების ასეთ დონემდე მინიჭება უფრო ეფექტური იყო სამხედრო მართველობისთვის.
რეფორმაცია
დემოკრატიის დასასრული
“აი როგორ კვდება თავისუფლება, ტაშის ქუხილით”-სენატორი პადმე ამიდალა
პალპატინსა და ჯედაებს შორის დაძაბულობა დღითიდღე მატულობდა რადგან ომი ისევ გრძელდებოდა. ჯედაების საბჭოს ბევრი წევრი ეჭვიანად უყურებდა პალპატინის ძალაუფლების ზრდას, განსაკუთრებით სენატის საშუალებით, ერთადერთი ორგანოსი რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ. შაბოლოოდ, ჯედაებმა ენეკინ სკაუოკერის დახმარებით აღმოაჩინეს, რომ პალპატინი მოუხელთებელი დარტ სიდიუსი-სითების ბნელი ლორდი იყო, რის შემდეგაც მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს. პალპატინმა მის დასაჭერად გაგაზავნილი ოთხივე მასტერ ჯედაი მოკლა, მათ შორის მეის ვინდუ. მის საპასუხოდ, მან გამოსცა დეკრეტი სადაც ყველა ჯედაი გამოცხადებულ იქნა რესპუბლიკის მტრად, როგორც ანტიდემოკრატიული მკვლელები.
კლონების ომის დამთავრებისთანავე, პალპატინმა მიმართა სენატს და განაცხადა, რომ გალაქტიკური რესპუბლიკა გახდა გალაქტიკური იმპერია ისეთი ძლიერი, რომ მის შიგნიდან დანგრევას ვერავინ შეძლებდა. მან საკუთარი თავი გალაქტიკური იმპერიის პირველ იმპერატორად დაასახელა. პალპატინის მიმზიდველი შესავალით და ბნელი ძალის დარწმუნების უნარით, ბევრა სენატორმა მისი გადაწყვეტილება ტაშის ქუხილით მოიწონა. 25 000 წლის შემდეგ გალაქტიკურმა რესპუბლიკამ თავისი არსებობა შეწყვიტა. mხოლოდ უუფლებო იმპერიული სენატი აგრძელებდა ფუნქციონირებას და ისიც 10 წლის გასვლის შემდეგ ცოტა ადრე იავინის ბრძოლამდე, პალპატინმა სენატი საბოლოოდ დაითხოვა და რესპუბლიკის საბოლოო ნარჩენი გაფანტა. იმპერიის დაცემის შემდეგ გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს, გალაქტიკური რესპუბლიკა იქნა აღდგენილი როგორც ახალი რესპუბლიკა. ახალი რესპუბლიკის დაარსების შემდეგ გალაქტიკური რესპუბლიკა მოიხსენებოდა როგორც ძველი რესპუბლიკა.
მთავრობა და პოლიტიკა
თანაზიერი დაცვის და ეკონომიკური კავშირის მიზნით რამოდენიმე პლანეტამ გალაქტიკურ ბირთვში სათავე დაუდო რესპუბლიკას. თითოეული მართველობის წევრს(სისტემის მთავრობას) ჰყავდა წარმომადგენელი(სენატორი) ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში(სენატში). სენატორები საკუთარი პლანეტის ელჩები იყვნენ, ეხმარებოდნენ საკუთარ მთავრობას და საზოგადოებას, ადგილობრივი რწმენის, ადათის და ტრადიციის შესაფერისად. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ქონდათ მრავალფეროვნება პოლიტიკური სპექტრის: მონარქიიდან რესპუბლიკამდე და ульев-коммун-მდე. ზოგიერთ სისტემაში სენატორს ირჩევდნენ თანამდებობისთვის სხვა სისტემაში ხელისუფლება ნიშნავდა სენატორს. ნაბუს მონარქი ნიშნავდა სენატორს, ამ დროს კი ალდერაანის მოხუცებულების საბჭო ირჩევდა სენატორს თავისი რიგებიდან( ჩვეულებრივ ის იყო სამეფო ოჯახის მემკვიდრე, და აგრეთვე საბჭოს მომავალი ლიდერი). ღოცა რესპუბლიკის სიძლიერე და ძალაუფლება იზრდებოდა, გალაქტიკის ბევრი მხარე მისი წევრი ხდებოდა. სენატორული მართველობის რეორგანიზაცია 1000 წელს იავინის ბრძოლამდე მოხდა, რუსაანის რეფორმაციის დროს. ჩვეულებრივ ორგანიზაციებად რეფორმაციის შედეგად შექმნილი ახალი ტერიტორეებისთვის სექტორი იქნა, მიახლოებით 50 პლანეტით თითოეულში. თითოეული სექტორი სენატორების დელეგაციით იყო წარმოდგენილი. როდესაც სექტორების რაოდენობამ ძალიან მოიმატა, მხარეების რაოდენობა ათასამდე გაიზარდა და თითოეული ერთი წარმომადგენელით იყო წარმოდგენილი სენატში. სენატი გალაქტიკურ რესპუბლიკას ემსახურებოდა როგორც მართვის ორგანო, მაშინ როცა ჯედაების ორდენი მის დაცვას ემსახურებოდა. სენატი და მთავრობა მალე პლანეტა კორუსანტზე დაფუნძდა.
სენატი წარმოადგენდა უზარმაზარ შენობას, რომელიც ბევრ მცურავ ბაქანს შეიცავდა, მასზე რამდენიმე სენატორს შეეძლო მოთავსება. თითოეული ბაქანი სენატში წარმოადგენდა ცალკეულ სექტორს, ერთი სენატორით თითოეული პლანეტიდან ამ სექტორის. ზოგიერთი ბაქანი ცალკეულ სამყაროს წარმოადგენდა, სხვები განსაკუთრებულ გილდიებს, სავაჭრო ფედერაციივით. სენატორებთან ერთად, ცალკეული პლანეტა-წევრ ლიდერებსაც ჰქონდათ სენატში ხმის უფლება და შესაძლებლობა წარედგინათ კანონები.
სენატის წევრები საკუთარი რიგებიდან ირჩევდნენ უმაღლეს კანცლერს, რომელიც რესპუბლიკის მთავრობის მეთაური და მთავარი დიპლომატი იყო. სენატი პარლამენტური წესებით ხელმძღვანელობდა, როგორიც იმპიჩმენტი იყო, დედოფალ ამიდალას მიერ წარმოდგენილი, რომელმაც უმაღლესი კანცლერი ფინის ვალორუმი გახადა იძულებული გადამდგარიყო 32 წელს იავინის ბრძოლამდე. სენატორები ჰქონდათ ერთი ხმის უფლებას ყველა საკითხზე, პროცედურაზე და ა.შ. კანცლერი სენატის შიგნით აირჩეოდა. თავისი რიგის მიხედვით კრება დაყოფილი იყო ცალკეულ კომიტეტებათ, რომლებიც სპეციალიზირებულები იყვნენ გარკვეული მხარის ადმინისტრაციული მართველობისთვის, და პასუხისმგებლები კანონების შექმნაზე, რომლებიც საერთო კრებებზე განიხილებოდა. თუმცა სენატის მიერ მიღებული კანონები აუცილებელი იყო ყველა წევრი-პლანეტისთვის, ბევრი ყოველდღიური კანონი რესპუბლიკის მცხოვრებთათვის სექტორულ, რეგიონალურ და პლანეტარულ დონეზე იქმნებოდა. ამიტომ, სენატის მთავარი ფუნქციები წევრებს შორის დისკუსია, საერთო უსაფრთხოების დაცვა და სისტემათაშორისო ვაჭრობის რეგულირება იყო. ჯედაები, რომელთაც სიტყვა ეჭირათ სენატისადმი, გახდნენ მოგზაური წარმომადგენლები სენატის, პასუხისმგებლები არამარტო უსაფრთხოებისთვის რესპუბლიკის მცხოვრებთათვის, ემსახურებდონენ რესპუბლიკის წარმომადგენლებს შუამავლობით ინდივიდუალურ დავებში.
მთავარ დანაკლისად რესპუბლიკისთვის ფორმალური ორგანიზაციების უქონლობა იყო. მოქმედების ბევრი ნაწილი ეფუძნებოდა არასაველდებულო კონსტიტუციურ შეთანხმებებს, ხშირად იგნორირებული კორუმპირებული და ხარბი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირთა მიერ. ხელისუფლებაში არსებული კოალიციიები ჩვეულებრივი მმოვლენა იყო, რომლებიც საკუთარ ინტერესებს იცავდნენ. რესპუბლიკის ბოლო წლები კორუფციის და დიდი სოციალური უსამართლობის პერიოდია. სენატი შორდებოდა მათ, ვინც გულწრფელად იცავდა მნიშვნელობას და იდეალებს რესპუბლიკის და მიდევდა მხოლოდ საკუთარ მიზანს. რამოდენიმე სუსტი და უუნარო კანცლერის და კრიზისის შემდეგ, რომლემაც გავლენა მოახდინა სავაჭრო ფედერაციის შეჭრაზე პლანეტა ნაბუზე, მოვიდა დრო ძლიერი ლიდერის რომელსაც შეეძლო მოესპო კორუფცია.
ეკონომიკა
გალაქტიკური რესპუბლიკის გავლენა გალაქტიკურ ეკონომიკაზე დაკავშირებული იყო მის რეგულირებად უფლებამოსილებასთან, რესპუბლიკური კრედიტების შექმნასთან და აუცილებელი სტურქტურების ნებართვასთან. გალაქტიკური რესპუბლიკის ეკონომიკის გულად პლანეტარული ვაჭრობა ითვლებოდა. შიდასაპლანეტო ვაჭრობას შეეძლო მხარი დაეჭირა აგგილობრივი ეკონომისთვის, თუმცა ბევრ შემთხვევაში დიდი დონე სამთავრობო ხარჯების საჭირო საზოგადოების განვითარებისთვის, შეეძლო მხოლოდ პლანეტაშორისო ექსპორტს უზრუნველყო. ზოგიერთი პლანეტა ამ პერიოდში ინახავდა საკუთარ ფლოტს, თუმცა ბევრს დიდი სატვირთო ფირმების იმედი ქონდა, როგორიც სისტემა კსიზორის სატრანსპორტო ფირმა იყო ან დამოუკიდებელ ტვირთ-გადამზიდავებს ტვირთების საჭირო მარშუტამდე მისტანად.
კორპორატიული სექტორი ფორმირებული იყო 490 წელს იავინის ბრძოლამდე, განსათავისუფლებლად სხვადასხვა საკანონმდებლო და კორპორატიული ბიზნესმენებისგან. ბოლო ათასწლეულში გალაქტიკური რესპუბლიკის კომერსანტებმა დაიწყეს გაერთიანება გილდიებში, რადგან მოეხდინათ საჭირო გავლენა საკანონმდებლო სფეროში უფრო ეფექტური დონის მისაღწევად. ამ დროს ბევრი მსგავსი გილდია, როგორიც სავაჭრო ფედერაცია, ტექნო-კავშირი და სავაჭრო გილდია დაეცნენ კლონების ომის შემდეგ, გადარჩენილმა წევრებმა უფლებამოსილი კორპორატიული სექტორი შეკრიბეს. ათასობით ვალუტა გამოიყენებოდა მთელ გალაქტიკაში. გალაქტიკური რესპუბლიკის კრდიტები ყველაზე გავრცელებული ვალუტის ფორმა იყო. რესპუბლიკის განსაკუთრებული მდგომარების გამო, კრედიტებს ყველა პლანეტაზე იღებდნენ, მხოლოდ ყველაზე შორეული პლანეტების გარდა.
საზოგადოება კულტურა
გალაქტიკური რესპუბლიკა მრავალფეროვანი კულტურით გამოირჩეოდა. პლანეტები, რომლებიც რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდნენ, შესაძლებლობა საკუთარი კულტურა ჰქონოდათ ადგილობრივ რწმენის, წეს-ჩვეულების და ტრადიციის შესაბამისად. რესპუბლიკაში ფართოდ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა კულტურებით: რელიგიური კავშირებიდან დაწყებული ჯედაების მსგავსად კომუნ-ულევამდე. აგრეთვე რესპუბლიკა იჭერდა ლიბერალურ პოლიტიკას ხელოვნების მიმართ. გალაქტიკური რესპუბლიკის ეპოქაში დომინირებული სტილი მხატვრობაში სიმდიდრე და მორთულობა იყო. თუმცა ადამიანთა ცენტრალიცაზია არაკანონიერი იყო მგრძნობიარე გალაქტიკური კონსტიტუციით, ის არსებობდა ყველგან გალაქტიკური რესპუბლიკის ცხოვრებაში. ადამიანთა კომპანიები, ცერკას მსგავსად, იმონებდნენ არადამიან რასებს, ამავე დროს პლანეტა ტარისი საუკეთესო ტერიტორიებს სთავაზობდა ადამიანებს, იძულებულს ხდიდა არადამიანებს ეცხოვრათ გეტოებში. გალაქტიკაში მონების უმრავლესობა არადამიანი იყო.
This post has been edited by Qlunchxi on 8 Aug 2010, 00:40
მიმაგრებული სურათი