
მეის ვინდუ იყო ლეგენდარული ჯედაი, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი წოდება, "ორდენის ხელმძღვანელი", ჯეანოსისი ბრძოლის დასრულების შემდეგ მან თავისი სტატუსი გრანდ მასტერ იოდას გადასცა. ვინდუ ერთ ერთი უკანასკნელი უმაღლესი საბჭოს წევრი გახლდათ. იგი ყოველთვის იოდას შემდგომ მოიხსენნიობოდა ხოლმე, ვინაიდან მასზე 8 საუკუნით პატარა იყო.
მისი სიბძნე და ძალა ლეგენდარული იყო. ის განიხილებოდა როგორც საუკეთესო ლაითსაბერის ოსტატი მმთელს ჯედაების ორდენში. ვინდუმ შექმნა ბრძოლის ახალი სახეობა "ვააპადი", ეს იყო თანამედროვე ნაირსახეობა საბერით ბრძოლის მეშვიდე ფორმის. მის გარდა ვერავინ შეძლო ვააპადის დაუფლება ბნელ მხარეზე გადაუსვლელად.
ითვლებდა, რომ მხოლოდ დუკუს და იოდას ჰქონდათ მასთან შერკინების შემთხვევაში შანსი.
ვინდუმ მთელი თავისი სიცოცხლე ჯედაების ორდენს დაუთმო, აღზარდა ბევრი ჯედაი, მათ შორის: დეპა ბილაბა, იჩუ შენ ჯონი და ლგუნი.
იგი უძღვებოდა 212 ჯედაის ჯეანოსისზე.
კლონების ომის დროს იგი მეთაურობდა რესპუბლიკის ჯარებს ბრძოლის წინა ხაზებზე.
მეის ვინდუ იყო პლანეტა ჰარუნ კალიდან. 6 წლის ასაკში მშობლები დაეხოცა და მიებარა ჯედაებს აღსაზრდელად.
14 წლის ასაკში იგი უკვე საუკეთესო იყო პადავანებს შორის. მან თავისი ლაითსაბერის ასაწყობად იისფერი კრისტალი გამოიყენა.
ამის შემდეგ მას უკვე ანდობდნენ საპასუხისმგებლო მისიებს.
"მე შევქმენი ვააპადი, რათა ვუპასუხო ჩემს სისუსტეებს და საკუთარი ბნელი მხარე გარდავქმნა ნათლად"- მეის ვინდუ ობივან კენობის.
ვინდუ 28 წლის იყო, როდესაც საბჭოში მიიწვიეს, მისი ასაკისათვის ეს ძალიან დიდი მიღწევა გახლდათ.
შემდგომ იგი გახდა მთლიანად ორდენის ლიდერი.
მისი საბრძოლო შესაძლებლობები გამაოგნებელი იყო.
მას ჰქონდა უდიდესი ცოდნა ფილოსოფიის და ისტორიის. ასევე გამოირჩეოდა მაღალი დიპლომატიურობით.
უძღვებოდა მრავალ ბრძოლას თუ მოლაპარაკებებს.
ჯეანოსის ბრძოლის დროს მისი მეთაურობით და შემდგომ იოდასა და კლონების დახმარებით, იხსნა ობივან კენობი, ანაკინ სკაიუოკერი და პადმე ამიდალა, ასევე შემდგომ გაუძღვა კლონებს , დარჩენილ ჯედაებს და ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა.
ძალიან მცირე ნაწილი ვინდუზე, იმედია გაგრძელება იქნება
This post has been edited by layne on 18 Aug 2010, 21:03