ვაგრძელებ ჩემი რევიუს გაზიარებას.

როგორც უკვე ჩემს წინა პოსტში აღვნიშნე, SW უბრალოდ sci-fi ფილმი არ არის. მასში სხვადასხვა ჟანრია გაერთიანებული, მათ შორის ფენტეზი, დრამა და კომედიაც კი (ცხადია, რბილი ფორმით). თქვენც დამეთანხმებით, დრამის ელემენტები ყველაზე მეტად არის გამოკვეთილი III ეპიზოდში. ამ ეპიზოდმა მართლაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
SW სხვა ფილმებს შორის, ჩემი აზრით, ასევე იმითაც გამოიყოფა, რომ 6 ნაწილის განმავლობაში თითქოს ერთ ძირითად სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება, მაგრამ, ამასთან წარმოდგენილია სხვადასხვა თემებზე დაფუძნებული ისტორიები. ამიტომაც ასეთი მიჯაჭვული ვუყურებდი ექვსივე ნაწილს. ერთხელაც არ მიგრძვნია ერთფეროვნება ყურების დროს. ერთხელაც არ მქონია „ჩაძინების“ მომენტი, რასაც არც თუ ისე იშვიათად აქვს ადგილი sci-fi ფილმებში (ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ). პოლიტიკური დაპირისპირებები, რომლებიც გადადის სათავგადასავლო მომენტებში; ამას ყველაფერს კი აგვირგვინებს არაჩვეულებრივი ბრძოლის სცენები...
ბრძოლის სცენები... ეს საერთოდ ცალკე თემაა. სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ბრძოლის სცენებით იქნებოდა ცნობილი SW. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტებია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო III ეპიზოდის დასაწყისში ნაჩვენები ბრძოლის კადრები. პირდაღებული ვუყურებდი, იმდენად დიდი ეფექტი მოაქვს მაყურებელზე. ისეთნაირად არის გადაღებული და მაყურებლამდე მიტანილი, რომ ძალაუნებურად მონიტორში „ჩაგაყოფინებს თავს“ და ბრძოლის მონაწილე პერსონაჟად გაგრძნობინებს.
აღარ ვილაპარაკებ ბევრს პლანეტების სილამაზეზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისედაც ყველაფერი გასაგებია. ამგვარი სილამაზის ასეთნაირად დეტალურად გადმოცემა არც ისე მარტივია, მაგრამ ლუკასმა ეს შეძლო და წარმოგვიდგინა ულამაზესი პლანეტები. ნაბუ და კორუსანტი - დარწმუნებული ვარ, ეს ორივე პლანეტა ბევრისთვის საოცნებოდ იქცა. მე, პირადად, უდიდესი სიამოვნებით ვიცხოვრებდი რომელიმე მათგანზე.

ჰო, კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი - მუსიკალური გაფორმება. 100 ქულიანი სისტემით რომ მიწევდეს შეფასება, დაუფიქრებლად დავუწერდი 100-დან 100-ს. ან როგორ შეიძლება ამ გენიალურ მუსიკას ნაკლები შეფასება მისცე?! ექვსივე ეპიზოდის განმავლობაში ჟღერს ულამაზესი მელოდიები, რომლებიც კიდევ უფრო დიდ კონტრასტს ანიჭებს მთლიან ისტორიას, რომელიც ფილმშია გადმოცემული. უაღრესად გულდასაწყვეტია, რომ ჯონ უილიამსმა ოსკარი მხოლოდ IV ეპიზოდისთვის აიღო. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ექვსივე ეპიზოდისთვის ცალ-ცალკე მივცემდი ოსკარის ჯილდოს. ასე რომ, მუსიკა - ეს კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც SW-ს გენიალურ ფილმთა რიგებში აყენებს.
იმის თქმაც მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ SW-ის ეპიზოდთა უმეტესობაში სიუჟეტური ხაზი დასრულებული არ არის, არასდროს გამჩენია დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. იმდენად კარგად არის წარმოჩენილი ყველაფერი 2 საათის განმავლობაში, რომ რაღაც სიცარიელის გრძნობა არ გამჩენია. პირიქით, მხოლოდ დადებითი ემოციებით ვიყავი გაჯერერებული და ერთადერთი, მინდოდა, შემდგომი ნაწილის ყურება დამეწყო.
ახლა რომ ვფიქრობ, წარმომიდგენია, რა რევოლუცია მოახდინა IV ეპიზოდმა იმ უკვე შორეულ 1977 წელს. ახლა, 2010 წელს თუ ასეთი აღფრთოვანებული დავრჩი, წარმოიდგინეთ, იმ დროს რა რეაქცია ექნებოდა ხალხს, რომელიც, ფაქტობრივად, კინემატოგრაფიაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯის მომსწრე გახდა. ნამდვილად მშურს მაგ ადამიანების.

საბედნიეროდ, ამ ყველაფერს უგზო-უკვლოდ არ ჩაუვლია, და ფილმმა მიიღო კიდეც საკადრისი აღიარება, თუნდაც აღებული ოსკარები რომ ვიგულისხმოთ. თუმცა, მე ნამდვილად არ მესმის, საერთოდაც ვერ ვხვდები, როგორ არ აქვს აქამდე ერთი ოსკარი მაინც თავად ჯორჯ ლუკასს. ეს ხომ უდიდესი დანაშაულია.

კაცმა ასეთი უკვდავი საგა შექმნა, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, და მხოლოდ ნომინაციებს დასჯერდა. უსამართლობაა, ჩემი აზრით.
კიდევ ერთი რამ, რისგანაც ფრიად გაკვირვებული დავრჩი, ისაა, რომ I, II, III ნაწილებიც ასე დაიჩაგრა. განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო III ნაწილი, რომელიც მხოლოდ ერთ ნომინაციაზე იყო წარმოდგენილი ოსკარის დაჯილდოებაზე, ისიც makeup-ში. :| კარგით რა, brokeback mountain იყო ნომინირებული უამრავ კატეგორიაში და SW მხოლოდ ერთში. როგორ შეიძლება პირველმა მეორე შთანთქოს. ჩემამდე ვერ დადის და მომკალით.
მოკლედ, I, II და III ნაწილების აღიარებით ასე თუ ისე იმედგაცრუებული დავრჩი. IMDB-ზე შეფასებებიც კი ძალიან დაბალი აქვს. :|
პოსტის ბოლოს კი მინდა გამოვამჟღავნო ის, თუ ძალის რომელ მხარეს მივემხრე.

თავიდანვე ვიტყვი, რომ არჩევანის გაკეთება ურთულესი აღმოჩნდა. ორივე მხარე ძალიან ძლიერია, ორივეს აქვს თავისი დადებითი მხარეები, რომლებიც ურთიერთფარავს ერთმანეთს და, აქედან გამომდინარე, საკუთარ პოზიციებს იმკვიდრებს.
ძალიან ბევრი ვიფიქრე, ბევრ ნანახ დეტალს ჩავეჭიდე, ჩემი თავიც კი არა ერთხელ წარმოვიდგინე ხან ერთ, ხან მეორე მხარეს და ბოლოს მაინც მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ძალის ბნელ მხარესაა.

ვფიქრობ, რომ სითი არის ჭეშმარიტი ძალის პატრონი და, მიუხედავად იმისა, რომ მომენტებში რაღაც შეცდომებს უშვებს, მიმაჩნია, მაინც უფრო ეფექტურად იყენებს ამ ძალას, ვიდრე ჯედაები. მერე რა, რომ სითები არა ერთხელ დამარცხდნენ, მათ მაინც გაცილებით უფრო მეტი ძალმოსილება აქვთ და უფრო ეფექტურად მართავენ თავიანთ სამყაროებს... ოღონდ არსებობს ერთი უარყოფითი მხარე...
ყველაფერი ეს დროებითია...
ჰოდა, სითებო, მინდა გაგიცრუოთ იმედები, მაგრამ ზევით რაც დავწერე, სიმართლეს არ შეესაბამება. : D სინამდვილეში, ვარ 100%-იანი ჯედაი. ჯედაებს სწორედ ის უპირობო თვისებები აქვთ, რომლებიც სითებისთვის უცნობია და ამის გამო ჯედაები საბოლოოდ ყოველთვის იდგებიან გამარჯვების მწვერვალზე. თუმცაღა, ჩემი რესპექტები სითებს, რომლებაც, დამეთანხმებით, გვიჩვენეს თავიანთი სიძლიერე და ამის უგულებელყოფა და სათანადოდ ვერშეფასება არ შეიძლება.
ასე რომ, მიმიღეთ ახალდაბადებული ჯედაი, რომელიც თანდათანობით შეისწავლის SW-ის უზარმაზარ სამყაროს და სჯერა, რომ საბოლოოდ სრულყოფილი და ჩამოყალიბებული ჯედაი გახდება.

ამით ჩემი რევიუს ეს ნაწილი სრულდება. ცხადია, იმის მეოთხედიც არ მითქვამს, რაც შეიძლება ითქვას „ვარსკვლავურ ომებზე“, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ესეც საკმარისია.
დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, კიდევ უფრო მეტ ხანს რომ არ ველოდე „გამონათებას“ და სწორედ ახლა ვნახე ეს ფილმი, რომელიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება მიჩნეული იქნეს გენიალურ ფილმად, შედევრად, კინემატოგრაფიის მთელი ისტორიის განმავლობაში.
ჩემს შემდეგ პოსტში, ალბათ, უშულოდ პერსონაჟების დახასიათებაზე გადავალ. თუ მოვახერხებ, დღესვე დავიწყებ.

May the Force be with you!
This post has been edited by Drakula on 20 Aug 2010, 11:59