დარტ ნიჰილუსი
“მან შეწყვიტა ადამიანად ყოფნა... ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს ესეთი მაშტაბის ძალა და გალაქტიკაზე ესეთი წარმოდგენა როგორც მას”
-კრეა
დარტ ნიჰილუსი-სითხთა ბნელი მეუფე რომელიც სითხებს ჩაუდგა სათავეში ჯედაების სამოქალაქო ომს შემდეგ .დარტ ტრეას მოწავლე ის გადარჩენილთაგან ერთერთი იყო მალახორ V-ზე მომხდარ ბრძოლაში ,და ერთერთი ლიდერი სითხთა ტრიუმვირატში .დარტ ნიჰილუმა დარტ სიონთან ერთად გამოაძევა ტრეა ტრიუმვირატიდან ეშინოდა რა მისი შესაძლებლობების .ამის შემდეგ ნიჰილუსმა ჯედაი-რაინდების წმენდას უხელმძღვანელა ,და მათი ორდენი მთლიანად მოსპო .იპოვა რა ის მიერვე გაცამტვერებულ პლანეტა კატარზე ვიზას მარრი ,დარტ ნიჰილუსმა ის მოსწავლედ აიყვანა .3951 წ.ი.ბ. ბნელი ლორდი მოკლულ იქნა ტალოს IV ჯედაი-განდეგილის მიერ .
“მეუფეო , თქვენ... თქვენ ხართ წყვდიადი რომელშიც სიცოცხლე კვდება .”
-ვიზას მარრ
თითქმის არაფერია ცნობილი დარტ ნიჰილუსის სიცოცხლის ადრეულ წლებზე ,ასევე იმაზე რომ ის იყო მანდალორთა ომის მონაწილე .თუმცაღა არაფერია მის მონაწილეობაზე ამ ომში საიდუმლოდ რჩება უეჭველია ის იყო ერთერთი ჯედაი რომელიც საბჭოს ნებას რ დაემორჩილა და რევანს ომში გაჰყვა .ის აღმოჩენილ იქნა დარტ ტრეას მიერ რომელმც ომის შემდეგ მას ბნელი მხარის სწავლება დაუწყო ტრაიუსის აკადემიასი მალახორ V-ზე .მოგვიანებით თავისი მასწავლებლის სწავლების მათთვის მიუღებელ მეთოდებისაგან თავმობეზრებულმა დარტ ნიჰილუსი და მისი ამხანაგი ასევე მოსწავლე დარტ სიონი აჯანყდნენ თავიანთი ბნელი ქალბატონის წინააღმდეგ .მათ დაამხეს და გააძევეს ტრეა სითხთა ორდენიდან ,გახდნენ რა სითხთა ბნელი მეუფეები .ტრიუმვირატის დაქვემდებარებში მყოფი არმია დაკომპლექტებული იყო დარტ მალაკის იმპერიის ნარჩენი შენაერთებისაგან აგრეთვე სითხ-მკვლელთა ორგანიზაცია რომელმაც მოახერხა დამალვა ჯედაების სამოქალაქო ომის შემდეგ უფრთხოდა რა რესპუბლიკის არმიას .რევანის გამოუკვლევი რეგიონებისკენ წასვლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მათ დაიწყეს ომისგან ისედაც დასუსტებულ ჯედაებზე ნადირობა და მიიყვანეს კიდევაც გაქრობის პირას .იკლავდა რა თავის გაუმაძღარ მადას ნიჰილუსი აცამტვერებდა და ანადგურებდა მთელ სამყაროებს თავისი ფლაგმანიდან სითხთა ლინკორიდან “გამცამტვერებლიდან” .ნიჰილუსის ძალა იმდენად დიდი იყო რომ შეეძლო ნებისმიერის დამორჩილება ვინც კი მასთან კონტაქტში შევიდოდა ,ხდიდა რა მათ მონებად და მისი ნების აღმსრულებლებად .ნიჰილუსი ნელნელა ისრუტავდა მათგან ძალებს რის შედეგადაც ისინი კვდებოდნენ .როცა გადარჩენილი ჯედაები შეიკრიბნენ პლანეტა კატტარზე ატრისის თამადობით ნიჰილუსი დაუყონებლივ გაემართა პლანეტაზე რათა დაეკმაყოფილებინა თავისი წყურვილი .როგორც კი “გამცამტვერებელი” მიუახლოვდა პლანეტას ნიჰილუსმა გამოიყენა თავისი განსაკუთრებული ძალის ტექნიკა და დახოცა პლანეტაზე ყველა ჯედაების ჩათვლით რომლებიც შეერთებულიყვნენ მირაკულას ადგილობრივ დასახლებას .პლანეტაზე დაშვებისას ნიჰილუსმა აღმოაჩინა ერთადერთი გადარჩენილი ქალი-მირაკულა რომელსაც ეძახდნენ ვიზას მარს .ძალის გავლით ნიჰილუსმა აღმოაჩინა თავისი უდიდესი კავშირი გოგონასთან .სანამ მას ღრმად ეძინა ნიჰილუსმა ის თავის ხომალდზე გადაიყვანა .რამოდენიმე დღის შემდეგ როდესაც ვიზასმა გაიღვიძა იგი წარსდგა ნიჰილუსის წინაშე დაინახა გალაქტიკა მისი თვალებით – არსებები სხვა პლანეტებზე რომლებიც ვერ გრძნობდნენ ძალას მტრობდნენ ერთურთს და დაეკარგათ ჰუმანურობის ნატამალი ,ქაოსს რომელიც მას წესრიგში მოჰყავდა .ამ ხილვამ მას დაუზიანა უნარი დაენახა ძალის მეშვეობით და გამოკვეთა “სხეული” მისი ატროფირებული “სათვალეებიდან” .ამის შემდეგ ვიზას მარრი გახდა ნიჰილუსის ერთადერთი მოსწავლე .ჯედაებზე ნადირობს და რესპუბლიკითვის ძირგამომთხრელი საქმიანობის მსვლელობისას ნიჰილუსმა და სიონმა ხელშეკრულება დადეს ონდერონზე სეპარატისტებთან რომელთაც მეთაურობდა გენერალი ვაკლუ ,ონდერონის შეიარაღებული ძალების მეთაური და ონდერონის დედოფლის ტალიის ბიძაშვილი .უზრუნველჰყო რა ვაკლუს არმია თავისი ლეგიონებით და ბნელი ჯედაებით ,ბნელ მეუფეს განძრახული ჰქონდა შეექმნა ბაზა სითხთა არმიებისთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პლანეტაზე .მალევე მან შეიგრძნო ძალის დიდი მღელვარება – უკანასკნელთაგანი ჯედაებიდან ცნობილმა როგორც განდეგილი ,დაიწყო ძალასთან თავისი კავშირის აღდგენა .ნიჰილუსმა გააგზავნა თავისი მოსწავლე ვიზარი რათა მას შეეპყრო და მიეყვანა მისთვის ჯედაი თავისი შიმშილის დასაკმაყოფილებლად .მაგრამ ამას განხორციელება არ ეწერა რადგანაც განდეგილმა არამარტო დაამარცხა ვიზასი არამედ დააბრუნა კიდეც ის ნათელ მხარეს და დაარღვევინა კავშირი ნიჰილუსთან რითაც გაათავისუფლა მისი ვალდებულებისაგან .
ნიჰილუსის გეგმებმა ბაზის შექმნის შესახებ ფიასკო განიცადა ,როდესაც განდეგილმა დამხმარე მანდალორიანელი კლანების ნარჩენებით და თავისი ყოფილი ჯედაი მასწავლებლით კავარით დაეხმარა ონდერონის სამთავრობო ჯარებს ბალკუს აჯანყების ჩახშობაში .მალევე ნიჰილუსმა შეიტყო ვალკუს აგენტისგან პოლკოვნიკ ტობინისგან რომ ტალოს IV შეყრილიყო უამრავი ჯედაი .ბნელი მეუფე გაეშურა იქ თავის ფლოტთან ერთად(მალაკის იმპერიის ფლოტთაგან ყველაზე მსხვილით) მაგრამ გაება კრეას მახეში რომელმაც მოტყუა ტობინი იმ იმედით რომ ნიჰილუსს მახეში შეიტყუებდა .სითხთა ფლაგმანი შტურმით აბორდაჟზე აღებულ იქნა მანდალორთა მიერ რომელთაც ხელმძღვანელობდა მანდალორი კანდერუს ორდო და რომელიც შეუძღვა განდეგილს და ვიზას მარრს უკანასკნელი ბრძოლისთვის ბნელ მეუფეთან “გაცამტვერებელის” ბორტზე .
როდესაც სითხმა დააპირა განდეგილის ძალის “დალევა” მოხდა პირიქით .დარტ ნიჰილუსმა ამოწურა თავისი თავი და გახდა დაუცველი , იმის გამო რომ განდეგილის კავშირს ძალასთან ჰქონდა საფუძვლად იგივე ბუნება რაც სითხის “შიმშილს” – დაირღვა .ამას მოჰყვა მოკლე მაგრამ მძიმე შეტაკება რომელის ბოლოსაც განდეგილმა თავის მოსწავლე მირაკულასთან ერთად დაამარცხეს ნიჰილუსი ,რომლის შემდეგაც ვიზასმა მოჰხადა ნიჰილუსს ნიღაბი რათა თავისი ყოფილი მასწავლებლის სახე ენახა .ნიჰილუსის სხეული აორთქლდა ბნელი ძალის ენერგეტიკულ აურაში .სითხთა არმიის ნარჩენები განადგურებულ იქნა რესპუბლიკის სამხედრო-კოსმოსური ფლოტის მიერ რომელსაც ხელმძღვანელობდა ადმირალი კარტა ოსანი.
“მეუფე ნიჰილუს თქვენ გაექეცით სიკვდილს შეინახეთ რა თქვენი შემეცნება ჯავშანში .როგორ?!”
-დარტ კრაიტი
რამოდენიმე თვით ადრე ტალოს IVის მეორე ბრძოლამდე დარტ ნიჰილუსმა შექმნა ჰოლოკრონი რომელიც ათასწლეულის შემდეგ მოხვდა დარტ კრაიტის ხელში .137წიბ კრაიტმა მიმართა ამ ჰოლოკრონს (ასევე დარტ ანდენდუს და დარტ ბეინის ჰოლოკრონებს) კორიბანზე იმის იმედით თუ როგორ შეეჩერებინა იუჟან ვონგის ცოცხალი აბჯარი რომელიც მის სხეულს ჭამდა .ერთადერთი რამ რაც მან ნიჰილუსისგან მიიღო იყო რაღაცა გაუგებარ ენაზე რომელიც გადათარგმნას არ ექვემდებარებოდა.
“მან არც კი იცი როგორ მოკვდეს”
-ვიზას მარრი
დარტ ნიჰილუსი იყო ოსტატი ერთერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ძალის ბნელი მხარის ტექნიკისა .ის მას აძლევდა ძალა-უფლებას ამოეწოვა სასიცოცხლო ენერგია ცოცხალი არსებიდან .მაგრამ საფასური გახდა შიმშილი რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა ყოველი სიცოცხლის ართმევიდან .დარტ ნიჰილუსი იძულებული გახდა ემოგზაურა პლანეტიდან პლანეტაზე და გაეცამტვერებინა ისინი .ყველაზე ძვირფასს მისთვის წარმოადგენდნენ არსებანი ძალისადმი მგრძნობელობით .ალბთ მუდმივმა შიმშილმა შეარყია ჭკუაზე და ჩაუნერგა მას თავისი უძლეველობის და უკვდავების გრძნობები .დარტ ნიჰილუსი იყო ძალის მრავალი ასპექტის ადეპტი .იგი ფლობდაბნელ მძვინვარებას ,შორსმხედევლობას ,ძალის მეხს ,შეწინააღმდეგების ძალას ,ძალის კივილს ,ძალის ქარიშხალს და ასევე ძალით განკურნების ბნელ ვარიანტს სახელწოდებით ბნელი განკურნება .მისი ცოდნა ასევე ემყარებოდა სითხთა ალქიმიას .ონდერონის მეორე ბრძოლის დროს ნიჰილუსის მიმდევრებმა გამოიყენეს ძალის ცოდნა რომლის საშუალებით გატეხეს მხეცთა ძალა .
ახლები ??? კარგია მოგესალმებით ჩვენს თემაში

უბრალოდ ერთი რამის დამატება მინდა რა მნიშვნელობა აქვს რამდენი იქნებით ჯედაები მაინც განწირულები ხართ

სითხებს კი ვეუბნები ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ ჯერ საერთო და პირადული მერე გადავწყვტოთ
This post has been edited by lycan on 20 Aug 2010, 23:08
მიმაგრებული სურათი
მშვიდობა სიცრუეა, არსებობს მხოლოდ ვნება.
ვნებით მე ვპოვებ ძალას
ძალით მე ვპოვებ სიმძლავრეს
სიმძლავრით მე ვპოვებ გამარჯვებას
გამარჯვებით ჩემი ბორკილები დაიმსხვრევა
და ძალა მე განმათავისუფლებს
რაც უფრო მეტს ჰკივის ქალი საძინებელში მით ნაკლებს ბუზღუნებს სამზარეულოში.