Sokkaნუ ეგრე ფანები ფიქრობენ თორემ ჯერ არავის დაუდასტურებია ეს ინფორმაცია ოფიციალურად.

მაგას ისედაც მივხვდი რომ ინგლისურად გირჩევნია მაგრამ მიზეზი რა არის?


ტენელ კა
“როდესაც შენ გააჩენ გოგოს, ის იქნება ძლიერი და სათნო როგორიც შენ ხარ”-ლუკ სკაიოუკერი ტენიელ დოს 8 წელს იავინის ბრძოლის შემდეგ
ტენელ კა დო იყო ჯედაი, პრინც აისელდორის რომელიც ჰეიპის კნსორციუმის დედა-დედოფლის ტა’ა ჩუმეს შვილი იყო და დატომირელი ჯადოქრის ტენიელ დოს შვილი. იმისდა მიუხედავად რომ ის მემკვიდრე იყო ჰეიპის კონსორციუმის უპირატესობა მაინც ტრადიციებს ანიჭებდა და ამიტომ ძირითადად დედასთან დატომირზე იზრდებოდა, რის გამოც ბერვი ჰეიპანცი აპორტესტებდა ამას მისი ბებიის ჩათვლით და ამიტომ აარ უყვარდა ტენელს მისი სრული სახელის და გვარის ხმარება ტენელ კა ჩუმე ტა’ჯო. თენელ კა 14 წლის იყო როდესაც მივიდა ლუკ სკაიოუკერის ჯედაების აკადემიაში და მალევე მისი ახლო მეგობრები ჯეისენ სოლო, ჯეინა სოლო, ლოუბაკა, რეინარ ტალი და ზეკი გახდნენ. ტენელ კა ორივე მშობლის ტრადიციების მიხედვით იზრდებოდა სწავლობდა პოლიტიკის გზას ჰეიპსე და ძალის გზას დატომირზე. თუმცა ეს ყველაფერი მის ბებიას არ მოსწონდა რადგან უნდოდა რომ შვილიშვილი ჰეიპსე გაზრდილიყო რადგან ის მომავალი დედა-დედოფალი უნდა გამხდარიყო, თუმცა ტენელ კას ეს არ სურდა და მან გადაწყვიტა ჯედაი რაინდად გახდომა. ტენელ კა თავის მეგობრებს უმალავდა რომ ის ჰეიპანცების ტახტის მემკვიდრე იყო, რადგან სურდა მიეღოთ იგი როგორც ჩვეულებრივი გოგონა. როდესაც მან მის მეგობრებთან ერთად სინათლის ხმლები დაამზადა მისი ხმალი საკმაოდ გამორჩეული იყო რადგან ტარი რანკორის კბილი ჰქონდა. ერთხელ როდესაც ვარჯიშობდა ჯესენთან ერთად მისი ხმლის კრისტალის არასტაბილურობის გამო იგი აფეთქდა რის გამოც მან ხელი დაკარგა. მან საკუთარი სურვილით უარი თქვა პროტეზზე.
“შენში ყველაფერია, რაც ჯედაი რაინდს ჭირდება”- ლუკ სკაიოუკერი ტენელ კას
იუაჟან-ვონგებთან ბრძოლის დროს ტენელ კა შედიოდა იმ ჯგუფში რომლებიც მიემგზავრებოდნენ პლანეტა მირკრზე მისიით გაენადგურებინათ ვაქსინების დედოფლი. მან გადაიტანა ეს მისია და მოგვიანებით მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გახდა დედა-დედოფალი ჰეიპსის კონსორციუმის.
“ვულოცავთ გამორჩეულ დედოფალს-დედას ჰეიპსის კონსორციუმის”- ჯეისენ სოლო
კილიკების კირზისს დროს და გუნდური ომის დროს 36 წელს იავინის ბრძოლის შემდეგ გააჩინა გოგონა ჯეისენ სოლოსგან ალანა სოლო და წამოვიდა ჯედაების ახალი ორდენიდან. თუმცა ლუკ სკაიოუკერის თხოვნით მან დაიტოვე სინათლის ხმალი და ლუკმა უთხრა რომ დაბრუნების შემთხვევაში მისთვის ადგილი ყოველთვის იქნებოდა ორდენში. 40 წელს იავინის ბრძოლის შემდეგ როდესაც ჯეისენი გადავიდა ბნელ მხარეს მან დაიფიცა რომ ტენელ კას და ალანას არ მოკლავდა იმისდა მიუხედავდ რას მიქრობდა მისი მასწავლებელი სითების ლედი ლუმია. თუმცა მოგვიანებით ჯეისენმა გადაწყვიტა მეტი ყურადღება დაეთმო შვილისთვის და დაემუქრა ტენელ კას სიკვდილით თუ ის შვილს დაუმალავდა. მოგვიანებით მან გაიტაცა ალანა ტენელ კას ხაფანგში მოქცევის მიზნით მაგრამ მას ლუკმა, ჰანმა და ლეიამ უშველეს, სწორედ მაშინ გაიგეს უფროსმა სოლოებმა რომ ალანა მათი შვილი იყო.
ესეც მისი რანკორის კბილისგან გაკეთებული სინათლის ხმალი.


ეს კიდევ ჰაპანის პრინცესის ერთ-ერთი ტიარით.

This post has been edited by Qlunchxi on 26 Aug 2010, 13:53