ეს სიმღერა (Fausto Leali-ის "A chi" ) შემხვდა ორ ჩემთვის უსაყვარლეს სურათში..
პირველად მარკო ტულიო ჯორდანას "ახალგაზრდობის საუკეთესო წლებში" და მეორეჯერ - სოპრანოს კლანის ბოლო სეზონში.
ორივეჯერ საშინლად გამისწორდა :შ
პირველად იყო ეს ეპიზოდი, რომელიც ჯორჯას გამოხედვის გამო არასოდეს დამავიწყდება და მერე - უშუალოდ სიმღერა.
სოპრანოებში რომ აჟღერდა სახე გამიბრწყინდა - ისე გამიხარდა და უარესად შემიყვარდა სერიალზე მომუშავე გუნდი.. :დ
მოკლედ ასე.. ესეც ჯორჯას მეტყველი, დიდი თვალები