არ ვარგას ვერ ვიტყვი ნამდვილად.
შეიძლება გადაჭარბებულად სუბიექტური ვარ,მაგრამ უფრო "შიზოიდურ" ფილმს ველოდებოდი.როგორ აგიხსნა არ ვიცი,ანუ როცა ნახავ არ იტყვი,რომ დრო ტყუილად დაკარგე,ამავე დროს არანაირ განსაკუთრებულ გრძნობასაც არ დაგიტოვებს(სექსის როლის გარდა).მისი ძველი ფილმების გვერდით ვრესტლერსაც ვერ ვაყენებ და ამას მითუმეტეს.მსახიობები კარგად თამაშობენ,ჩაიკოვსკის მენსელისეული საუნდიც წავა რა

კარგი ტრილერია,მეტი არაფერი.ცალკე აღებული ტექნიკური მხარე ხუთიანზეა,სიუჟეტი ჩემთვის საინტერესო არ გამოდგა.
მოლოდინი მქონდა უბრალოდ სხვა

მეტი ჰალუცინაციური სცენა,უფრო დამთრგუნველი მუსიკა,ბევრად მეტი ორაზროვანი კადრი,მეორეხარისხოვანი მსახიობების მეტი დატვირთვა არ აწყენდა ფილმს.საერთო ჯამში ბლომადაა მომენტები რასაც სიამოვნებით შევცვლიდი,ამან განაპირობა ჩემი დამოკიდებულება სურათისადმი

თან ხომ იცი ვგულშემატკივრობ რეჟისორს,შესაბამისად ყოველ ჯერზე მეტი მოთხოვნა მაქვს ხოლმე მისდამი

პირველადი შთაბეჭდილება ასეთია.
მოკლედ ჩემი რჩევაა დვდ რიპს დაელოდო ან კინოში უყურო(მეორედ ნახვაც არ მაწყენს),ხოდა მერე ვიკამათოთ
Guduna19» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მგონი არა.
This post has been edited by DARKnodo on 24 Dec 2010, 01:25