ტელეკინეზი
ტელეკინეზი (ალტერნატიული დასახელება -
ბალისტაკინეზი) - ნეიტრალური უნარი, რომელსაც ძალით დაჯილდოებული არსებები ფლობდნენ. ამ ტექნიკის წყალობით შესაძლებელია ნებისმიერი საგნისა და ობიექტის სივრცეში გადაადგილება, ასევე მათი მექანიკური თვისებების შეცვლა. ტელეკინეზი არის საფუძველი
ძალის ბიძგისათვის,
ძალის მიზიდულობისათვის, ასევე
ხმალის ტყორცნისთვის - საბრძოლო ილეთისთვის სინათლის ხმალის გამოყენებით. ამას გარდა, არსებობს მოცემული უნარის სხვა მრავალი განსხვავებული ასპექტი.
ტელეკინეზის მიმართ ჯედაებიც და სითებიც, როგორც წესი, დაახლოებით თანაბარ ძლევამოსილებას ფლობდნენ: მათ შეეძლოთ საგნების აწევა, მოზიდვა, უკუგდება, ჭყლეტა და მოღუნვა, კარის გაღება, მათ შორის, დახურულისა. მაგალითების სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე შემთხვევა.

ლუკ სკაიუოკერის დაგობაზე ყოფნის დროს, იოდამ აუხსნა მას, რომ ძალასთვის ზომასა და წონას შორის სხვაობა არ არსებობს, რის შემდეგაც თვითონ ამოიღო ჭაობიდან ლუკის ხომალდი.
როდესაც ენეკინ სკაიუოკერი და პადმე ერთ მაგიდასთან სადილობდნენ, ენეკინმა გამოიყენა ტელეკინეზი იმისათვის, რათა პადმეს თეფშიდან გადაეადგილებინა ხილი და გაეჭრა იგი, შემდეგ კი ერთ-ერთი ნაჭერი თეფშზე დაებრუნებინა.

რევანი, სწავლობდა რა დანტუინზე მდებარე ჯედაების აკადემიაში, მედიტაციაში შესვლის დროს თავისი თავი გარემოიცვა სკამებითა და მონაცემების მქონე დატაპადით.
კაილ კატარნი, როდესაც ჯეიდენ კორთან ერთად სასახლეს იკვლევდა, ტელეკინეზის დახმარებით სასახლის კედლებიდან ზემოდან ვარდნილ მასიურ ნამსხვრევებს აკავებდა.
რამ კოტამ ტელეკინეზი იმისათვის გამოიყენა, რათა გამანადგურებლების მწარმოებელი ორბიტალური ქარხნის ნატეხი „მოეგლიჯა“ და ნატ შადაას ატმოსფეროში გაეგზავნა.
ოსტატ ჯედაი კორან ჰორნი ტელეკინეზთან დაკავშირებით პრობლემებს განიცდიდა, ისევე, როგორც მისი ოჯახის ყველა წევრი. ჰორნი ობიექტებს ძლივძლივობით გადაადგილებდა.

ტელეკინეზს ხშირად ბრძოლაშიც მიმართავდნენ. იოდასთან ბრძოლის წინ, გრაფ დუკუ ცდილობდა მოწინააღმდეგისათვის დაეშინა სხვადასხვა მსხვილი საგნები, თუმცა იოდა ადვილად არიდებდა მათ თავს. დარტ ნიჰილუსმა ტელეკინეზის საშუალებით მასწავლებელი კრეა კედელზე მიაკრა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, გამოიყენა ტელეკინეზი, რათა გაძევებულ ჯედაისთან არც ერთი საბჭოს წევრი მიეშვა. იუჟან-ვონგეთან ომის დროს პილოტი ჯედაების ესკადრილია იყენებდა ჩრდილოვან ყუმბარებს, რომლებიც ფრენისას ძალით იმართებოდა. მუსტაფარზე ბრძოლისას ობი-ვან კენობი და დარტ ვეიდერი ერთდროულად იყენებდნენ ტელეკინეზს, რის შედეგადაც ერთმანეთი უკუგდეს. ტელეკინეზის დახმარებით პალპატინი სენატის შენობაში იოდასთან შერკინების დროს მას სენატის კაბინებს ესროდა.
ტელეკინეზის უნარის გამოყენების სფეროში ყველაზე ძლიერი იყო ზეისონ შა (ორდენი ძალის ადეპტებისა, რომლებიც ცნობილნი იყვნენ თავიანთი გადარჩენის ჩვევებითა და გამჭრიახობით). ზეისონ შას ორდენის წევრები არ იყვნენ არც ჯედაები, არც სითები და ტელეკინეზს იყენებდნენ, რათა გადარჩენილიყვნენ საკუთარი პლანეტის მკაცრ პირობებში. ტელეკინეზის გამოყენების სფეროში ისინი ფორას მისცემდნენ ძლევამოსილ ჯედაებსა და სითებსაც კი. გადაადგილებდნენ რა უზარმაზარ ობიექტებს, ზეისონ შას წევრები ამისათვის საკუთარი ძალების მინიმუმს იყენებდნენ. ტელეკინეზი მათ უმთავრეს იარაღს წარმოადგენდა, ხოლო ზოგიერთისთვის დამცავ საშუალებასაც კი: მაგალითად, კლდის გადაადგილების შედეგად ზეისონ შას ჯარისკაცი მისი საშუალებით საკუთარ თავს ბლასტერული შეტევებისაგან იცავდა.

ყველაზე ძლიერი ტელეკინეტიკოსი, ალბათ, დარტ ვეიდერის საიდუმლო მოსწავლე გალენ მარეკი (ან სტარკილერი) და თავად მისი მასწავლებელი იყვნენ. გალენ მარეკს მარტოს შეეძლო იმპერიის ვარსკვლავური გამანადგურებელი მოეზიდა, ხოლო შემდეგ - გადაეადგილებინა ვარდნის პროცესში მყოფი ხომალდი „დაშვების“ სხვა ადგილას; ვეიდერს კი ხელების ერთი მოქნევით შეეძლო უზარმაზარი ნაგებობების დანგრევა (რაც მან ქნა კიდეც კაშიიკზე).