ესეც იდოს აქ.. (ერთხელაც გავაოფებ და ვზიო

)
ჩემი და 5 წლის დანის დიალოგი...
დანი
საიუზმულტფილმის“ დოკ. ფილმების ყურებისას ყველაზე უფრო დამამახსოვრდა ერთი დეფინიციური წინადადება: „ყველაზე რთულია სიზმრების დახატვა, განსაკუთრებით ბავშვური სიზმრების“..
საერთოდ რთულია ყველაფერი ბავშვურის შექმნა, ალბათ იმიტომ, რომ ზრდასრულ ადამიანს შექმნამდე ერთვება სეარჩი, რომელიც „უგდებს“ ყველაფერს ჩამოყალიბებულს, დარქმეულს; უყრის ბევრ კითხვას, ბევრ სახელოსნოებს, ბევრ საყვარელ არტისტს; უყრის გარემოს, წრეს, აზრს ანუ უსერჩავს – ზეგავლენას, მესიჯებს და ადრესანტებს.
ბავშვი ამ ყველაფერისგან თავისუფალია (განსაკუთრებით სკოლაში შესვლამდე, მერე იწყება გაუთვიცნობიერებული ზეგავლენები, რომელიც მომავალში ტრანსფორმირდება გააზრებულ ზეგავლენებში, რომლის სწორი მართვა არანაკლებ საინტერესო და ნაყოფიერი შედეგის წინაპირობაა)
მოკლედ სკოლაში შესვლამდე ბავშვს აქვს უამრავი დრო, რომელიც მთლიანად ეკუთვნის მას. (დილა – მე; შუადღე – მე; ღამე – მე; ) დასაწყისში ეს „დამჯდარი ელემენტი“ იწყებს სითბოს მოძიებას.. ბუნებრივი „მზის ენერგიით“ მშობლების, გარშემომყოფების სიყვარულით „დატენილი“ იწყებს (აგრძელებს) საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას. დროის შევსება გადადის განზომილება „ანიმაციების ყურება და კომპ. თამაშები“–ში.. შემდეგ კი ორივეს გათიშვაში და ჩაილდ არტის შექმნაში. ჩაილდარტი იქმნება ნახსენები ანიმაციების და კომპ. თამაშების შთაბეჭდილებებში. შთაბეჭდილებებში სადაც ყველაფერი მხოლოდ თანამედროვე და უცხოა. მშობლების ვიზუალური არქივი მისთვის მოსაწყენია, და ეს „მოსაწყენია“–ს სიგნალი დაბადებიდანვე ირთვება. მოკლედ ბავშვი იწყებს საკუთარი თავის ტრანსფორმირებას, საკუთარი პრიმიტიული არტის დახმარებით. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველა ბავშვი რაღაცას ქმნის და ყველას აქვს სურვილი რაღაცა საკუთარი შექმნას, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს და განსაკუთრებულად აფასებს, ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ესმის ის იდეა თუ ემოცია რის გამოც შექმნა..
მორიგი დღე ხელნაწერთა ინსტიტუტში. დღეს სამუშაო ფორმატი რედაქტირდება. სტუმრად, ჩაილდარტისტი, რობოტების დიზაინერი დანი გვყავს..
– ნახე რობიტის თვალები
– აბა, სად?
– აი, ზევით.. ბევრი რობოტების თვალები.. ზოგს ორივე თვალი დახუჭული აქვს, აი იმათ ცალი თვალი ანთებული აქვთ – მიმანიშნებს ნათურებზე, სიგნალი „რობოტის თვალები“ თავისას შვრება და ოთახის ნათურების დიზაინს ფუტურამელი ბრენდერის თვალებად აღვიქვამ და მეცინება.
– რა მაგარია! უსხეულო რობოტუკას თვალები!
– ბევრნაერი რობოტი არსებობს..
– მე მიყვარს რობოტუკები.
– მე ვხატავ რობოტებს, ოღონდ პატარა რობოტებს.. გინდა დაგიხატო?
– მინდა.
ხატავს..
– რა მაგარი იქნება, ერთხელაც საკუთარ რობოტს შექმნი.
– დიდ რობოტს ბევრი რაღაცა სჭირდება.. მე არ მაქვს მოწყობილობები.. ამიტომ ვხატავ.. პატარებს.. კოლექცია მაქვს ჩემი რობოტების..
– როგორი იქნება შენი რობოტი?
– დიდი, რომელიც გაბრაზებულზე უფრო დიდი გახდება
– ოჯახი ეყოლება? მისცემ იმის საშუალებას, რომ თვითონ როგორც გაუხარდება და რაც გაუხარდება ის გააკეთოს?
– ??
– აი, შენ ხომ მიკი (ძაღლი) ძალიან გიყვარს.. შენს რობოტს ექნება ეს გრძნობები ვიღაცეები და რაღაცეები უყვარდეს და არ ევასებოდეს?
– კი, დავუმატებ პროგრამებს – ნახატში ამატებს ღილაკებს..
– და გონი? შენ ხომ ფიქრობ რობოტებზე და მერე ხატავ.. მისცემ მას ფიქრის საშუალებას?
– მერე საშიშები იქნებიან.
– დავუპროგრამოთ კარგზე ფიქრი..
– თუ ცუდის გაკეთება უნდა?
– ისე გავაკეთოთ, რომ ვითომ არ უნდა
– შეიძლება..
– ჰეჰ, რობოტუკების ოჯახი რა მაგარი იქნება.. პატარა რობოტუკები, რომ ეყოლებათ.
– რობოტს როგორ ეყოლება პატარა რობოტუკები? ადამიანები ხომ არ არიან?
– თვითონ გააკეთებენ
– როგორ გააკეთებენ? – გამომეტყველებით მამცნო ფორმულა – „როგორ ჩნდებიან ბავშვები“
– აი, თვითონ თავის რობოტ გოგოსთან ერთად დაჯდება და ააწყობს პატარა რობოტუკას.
– მერე სულ პატარა იქნება, რომ არ გაიზრდება?
– ყოველ წელს დაშლის რობოტების წყვილი და ააწყობს, ცოტა მაღალს
– მაშინ სხვა რობოტი გამოვა.. თვითონ უნდა იზრდებოდეს
მოკლედ შევთანხმდით, რომ ექნებოდა ღალაკი, რომელზეც დაწკაპუნებით მშობელ რობოტებს შეეძლებოდათ შვილის ტრანსფორმირება სიმაღლეში
– მეცნიერი როცა ვიქნები დიდი რობოტებს გავაკეთებ..
– არტისტი იქნები შენ.. იცი ვინ არის არტისტი?
– არა
– აი, ვინც ხატავს, წერს, ქმნის ..
– რობოტებს ქმნის
– ხო.. ეგეც
– ეგ ხომ მეცნიერიცაა
– კი.. მაშინ შენ იქნები..
– მეცნიერი – არტისტი
– ასწორეფს!
– შენ ვინ იქნები?
– მე ხატვა არ ვიცი.. ასე, რომ მე შენი ქმნილებების დამთვალიერებელი და შემფასებელი ვიქნები
პაუზა..
– მე გასწავლი რობოტების ხატვას.