October 28.. the International Animation Dayემილ რენო.. ადამიანი, რომელმაც 1892 წლის 28 ოქტომბერს პირველად წარუდგინა (ფრანგ) საზოგადოებას, ეკრანზე მოძრავი გამოსახულება - ანიმაცია :ბის:
____________
ემილ რენო დაიბადა 8 დეკემბერს, 1844 წელს — იყო ფრანგი მხატვარი, გამომგონებელი და ანიმაციის მამა

მისი მამა გახლდათ მესაათე.. რენო, ბავშვობიდან ძალიან დიდ დროს ატარებ მის სახელოსნოში;
სწორედ სახელოსნოში ხდება მისი და ოპტიკის კონტაქტი და მომავალში - ფრანგი ფოტოგრაფის ასისტენტობა..

(ემილ რენო და მისი ოპტიკური თეატრი)
ის იყო პირველი გამომგონებელი, რომელმაც მოახდინა საუნდის და გამოსახულების სინქრონიზაცია.. აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ ფონსაც თვითონ უქმნიდა საკუთარ ნამუშევრებს..

(4x5 სმ. ნახატები, რომლებიც ირეკლებოდა ეკრანზე, ცენტრში მოთავსებული სარკის მეშვეობით)

1877 წელს შექმნა პრაქსინოსკოპი – მოწყობილობა, რომელშიც მოათავსა ნახატებიანი ფირი.. და შუქის და სარკეების მეშვეობით მიიღო შედეგი - პირველი ანიმაცია ეკრანზე..

1892 წელს ფრანგ საზოგადოებას წარუდგინა მისი 15/20 წუთიანი პერფომანს-ანიმაცია.

(ოპტიკური თეატრის აფიშა)
1893—1894 წლებში, ჰქმნის მის შედევრს - Autour d'une cabine
1895 წელს, კინემატოგრაფიის განვითარებამ არტისტი მოტეხა :შ
მისი ანიმაციები ვერ უწევდა კონკურანციას - ფილმებს..
დეპრესიულ მდგომარებაში ანადგურებს თავის აპარატს და ნამუშევრებს.. განადგურებას გადაურჩა მისი ორი ანიმაცია Pauvre Pierrot და ”კაბინის გარშემო”
This post has been edited by axavild on 28 Oct 2011, 14:21