სერიიდან საბავშვო წიგნები :შ

”ვიდექი გემის ცხვირზე, მოუთმენლად გავყურებდი მომავალს და შეძენილ გამოცდილებაზე ვფიქრობდი. ჯერჯერობით მხოლოდ შვიდი დამიგროვდა. აი, ისინიც:
1. ყურადღება მიაქციე იმას, რომ მუმინტროლების შვილები, ასტროლოგიის თვალსაზრისით, ხელსაყრელ, კარგ დროს დაიბადონ, და უზრუნველყავი სამყაროში მათი შესვლის რომანტიკულობა.
2. ჰემულების ამბავს ნუ მოუყვებით მათ, ვისაც ეჩქარება;
3. არასოდეს არ იცი რა შეიძლება გაებას მახეში;
4. არასოდეს არაფერი შეღებო მხოლოდ იმიტომ, რომ საღებავი დაგრჩა;
5. არასოდეს არავისი შეგეშინდეს, თუნდაც ეს ვიღაცა უზარმაზარი იყოს;
6. სრულიად შესაძლებელია, იყო მამაცი, იმის მიუხედავად, რომ ტანად პატარა ხარ;
7. სიბნელეში ნურავის გადაარჩენ;