ანიმაცია მალევე წაშალეს და ახლა, მხოლოდ ფრაგმენტები დევს :შ
სამწუხაროდ, არ ვიცი ვისი მეშვეობითაა სესაძლებელი ანიმაციის ნახვა :შ
არტ არეამ დადო და დაუკავშირდით : )
__________________________
ნორშტეინი: სულ ამას ვფიქრობ: აი, დღეს ადამიანი ბინაში შესახლდება. გლამურულ, გადატკეცილ, სრიალა, პალირებულ, სუფთა სამყაროში, რომელშიც მიკრობები არ ჩნდებიან. თან რეკლამა გადის ტელევიზიით - იყიდეთ საპონი, რომელიც მიკრობების 93 პროცენტს კლავს.
გაბრიაძე: მკვლელები.
ნორშტეინი: კაცს ნიჭიც რომ ჰქონდეს, ეს საბოლოოდ მოკლავს. ხიჭვიც კი ვერაფერიდან შეერჭობა. როგორ მოჰკიდებს ხელს შემოქმედებას?
გაბრიაძე: ძალიან კარგი თემა იპოვე - ადამიანი და უხილავი არსებები. მიკრობები, ვირუსები და სხვა ყმაწვილები. გიას (დანელიას) და მე იდეაც კი გვქონდა - მათზე რამე გაგვეკეთებინა. როგორ ცხოვრობენ რომელიღაც რკინიგზის სადგურზე, ქაშაყის ყუთში და დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის სამოთხე. მათ თავიანთი მითები და ლეგენდები აქვთ; მათი პაპისპაპისპაპისპაპა სამი სადგურის რაიონში ცხოვრობდა, საშინელ პირობებში - ზამთარი, გაზაფხული, ხანგრძლივი წვიმები... და ყუთის ფიცარი, რომლის ქვეშაც იმალებოდა, ვიღაცამ გადააგდო. მაგრამ გადარჩა და ანაპით სამხრეთში წავიდა, მილიარდამდე გამრავლებული. კლასიკოსი გახდა.
ნორშტეინი: მათ თავისი ჰომეროსი ჰყავთ, რომელიც ყველაფერს იწერს.
გაბრიაძე: ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ იქ ძალიან კარგ სასტუმროში ვცხოვრობდი და ვხედავდი, დილიდან ორი ჯანმრთელი მამაკაცი როგორ იღებდა გიგანტურ ბალონებს, უზარმაზარ ჰოლში გადიოდნენ და ფშშ-შ-შ - მთელ სიცოცხლეს ანადგურებდნენ! მერე კი ჩაის დასალევად მიდიოდნენ.
http://24saati.ge/index.php/category/cultu...5-12/37893.html