ოჯახი
(სცენარის ავტორი: მ. კეკელიძე; რეჟისორი: დ. თაყაიშვილი; დამდგმელი მხატვრაი: ა. მახარობლიძე

ყველაზე ადრე, სახლში, ბებია დგება, მერე დანარჩენები. ისეთი ამბავი ატყდება, რომ მეც მეღვიძება.. მაგრამ ვწევარ გატრუნული; თვალები მაგრად მაქვს დახუჭული და ველოდები, როდის მიჯახუნდება კარი და როდის მეტყვის ბებია: „უფ, მადლობა ღმერთს!“ ეს იმას ნიშნავს, რომ სახლში მარტო მე და ბებია დავრჩით.
უფ, როგორ დამძინებია!
[საათის წკარუნი. ყეფს] საათს ჩემი ეშინია.
ვაიჰ! [ძვრება ყუთიდან] კარგია, ამოძრომა ვისწავლე. ახლა აღარ მჭირდება ლოდინი, როდის ამომიყვანენ.
[ბურთს] ააა! აქა ხარ?!ახლა დაბადების დღეზე მივდივარ. აარა გჯერა? ბავშვება თვითონ თქვეს, რომ წავიყვანთო. შენ არ წაგიყვანთ! არ წაგიყვააანთ! ტყუილად მეხვეწები!
მშია!
მოიცა, წავალ, რამეს შევჭამ და ახლავე მოვალ.
სად არის ჩემი რძე? გუშინ აქ არ დავტოვე?! არა, მგონი აქ იყო.
ვა, ფქვილი! [გადმოაპირქვავა]
„რას შვრები, რას!“ (ბებია) „აი, შენ! [წამოკრავს ცოცხს] კიდევ რომ დიდ გულზეა! მე შენ გიჩვენებ!“
[ლეკვი სკამის ქვეშ ძვრება] ვინ ეკითხება, ყველგან ცხვირი უნდა ჩაყოს [კარის მიჯახუნება. ბებია გადის] გავიდა ბებია. მე შენ გიჩვენებ! ნახე, ნახე რას გიზამ! [ჭექა-კუხილის ხმა] ვაიმე, დედა! [მიცუცქდება ფანჯარასთან] აუფ, რამდენი წვიმა მოდის! ალბათ, ყველაფერი წვიმით აივსება. ცურვით ვივლით. ნეტავ, ბებიამ თუ იცის ცურვა? [კარებზე ზარია] აა, ბავშვები მოვიდნენ! [ისმის ბავშვების ჟრიამული] რა ხდება! რა ხდება! [მოუსვენრად დარბის აქეთ-იქით] მივდივართ! მივდივართ! [ცხვირწინ მიუხურავენ კარს. ფხაჭნის კარებს].
„კარგი, კარგი! რა დაგემართა!“ (ბებია)
არ წამიყვანეს. [თავჩახრილი ჯდება კარებთან] მომატყუეს! მოიცა, მოიცა! მე ვიცი რასაც ვიზამ. არც ვითამაშებ და არც რძეს დავლევ! [კარადის ქვეშ შეძვრება] აქედან არასოდეს არ გამოვალ!
[ბებია რთავს ტელევიზორს. ლეკვი ჩუმად გამოძვრება კარადიდან. მიუახლოვდება სავარძელს და მიშტერებული უყურებს ეკრანს] „რაო, პატარა, ნაწყენი ხარ? აი, როცა აღარ იწვიმებს, მაშინ წახვალთ ერთად. ახლა წადი“ (ბებია) [ლეკვი კუნტრუშით გარბის და თავის საბანში ჩაიფუთნება].
მე მეძინა, როდესაც ბავშვები დაბრუნდნენ. ჩუმად მეფერებოდნენ. მერე ფრთხილად ამიყვანეს და ჩემს ყუთში ჩამაწვინეს.