ცალკე თემის გახსნა არ მომინდა და ჰარი პოტერის მოყვარულებს მინდა გითხრათ, რომ წინ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი კინო გელოდებათ.
დღეს ვნახე ჯ.კ. როულინგის ბიოგრაფიაზე გადაღებული ფილმი.
http://www.imdb.com/title/tt1979269/არ ვიცი imdb რატომ ამბობს, რომ ეს ფილმი ჯერ არ გამოსულა, როდესაც დღეს ვნახე კაბელზე.
საერთოდ ბიოგრაფიული ფილმების დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ ეს კინო გადასარევად იყო გაკეთებული.
ჩემი ქმარი ჰარი პოტერზე არ გიჟდება და სულ დამცინის, რამ გადაგრია ასეო.
მაგრამ როდესაც დღეს ცოტა ხნის შემდეგ ჩემი სლუკუნი გაიგონა (რა ვქნა, ვერ გადავეჩვიე კინოებზე ტირილს

) დაინტერესდა და მოვიდა.
ჰოდა, იმასაც კი ძალიან მოეწონა და ჰარი პოტერის ყველა ფილმზე მეტად ეს მომეწონაო.
ასე რომ...