მოკლედ,ვნახე,თვითონ კინა კარგად არის გაკეთებული,მაგრამ მესამე სერიიდან ნელ-ნელა აცილებდნენ კინოს და ბოლოს სუ სხვა რამე გამოვიდა,თითქმის არ არის ნახსენები დამბლდორის ამბები,არადა მთავარია ეს ამბები.თუ წიგნი არ გაქვს წაკითხული ისე ცოტა ჭირს გაგება,ნუ უფრო მაგარი შეეძლოთ რო გაეკეთებინათ.
წავდედით დალშე,რუპერტმა მომხიბლა,რედკლიფი ვერც შეედრება.მაგრა თამაშობდა ძაან.ბრძოლის სცენებიც კარგი იყო.განსაკუთებით მომეწონა მოლი და არტური,აქამდე როგორი უწყინარები ჩანდნენ და ეხლა რასაც ქვია საოცრად იბრძვიან.მაკგონაგელი რათქმაუნდა.ჩემი საყვარელი პერსონაჟი.ნევილიც მაგარი იყო.ძაან არი შეცვლილი.რონის და ჰერმიონის კოცნა არ მომეწონა რატომღაც,მაგრამ ბოლოს საყვარლად ხითხითებდნენ,ის კიდე,მიშველე ოთახში რო ესროლა კრაბმა თუ გოილმა ჰერმიონს ავადა კედავრა და რონი რო გამოეკიდა ,ჩემი გოგოა,ვის ესვრით თქვენო.მოკლედ რონმა ჩამხოცა.
ახლა სნეიპი,ნუ რავიცი,კიდე ერთხელ აღვფრთოვანდი,როგორ უნდა ემსახურო ისე ამდენ ხანს,რომელმაც საყვარელი ადამიანი მოგიკლა,როგორი ნებისყოფა და სულის სიმტკიცეა საჭირო.ღირსეული ადამიანი გამოდგა,მაგრამ მაინც ბოროტი იყო რაა,რაც აქამდე ამწარებდა სკოლაში.
ხოო,აა სევდიანი სცენები,მომკალი და არ ამიჩუყდა გული არცერთზე.რაღაც ისეა გაკეთებული მშრალად,მარტო სნეიპის ფლეშ ბექზე მომაწვა.
ჩემი აზრით საუკეთესო სცენა ჰოტერიანაში არის სედრიკის სიკვდილი
კარგი იქნებოდა თუ ამ საუნდს გამოიყენებდნენ ფრედის სიკვდილზეც.
წვრილ-წვლილ მინუსებს აღარ ჩამოვთვლი,მეზარება
მაგრამ ბოლო ბრძოლა იყო საღაც საცოდაობა.რო გაეკეთებინათ როგორც იყო მოკვდებოდნენ?თან ეს პრიორი ინკანტატემ საიდან გამოაძრეს არ მესმის,სრულიად სხვა რამეა.
და ბოლოს ის საშინელება,ვითომ გაზრდილები.გამოვრთე მაგ ადგილზე და წიგნში წავიკითხე.არ მინდა რო ეგეთები დავიმახსოვრო.
საბოლოო ჯამში კაი იყო,მეექვსეზე და მეშვიდეს პირველზე უკეთესი.
პ.ს ის შეამჩნიეთ ჯინი რო ჰარიზე მაღალია,ეგ სარკოზი კაცი ეგა,კუბიკები ჩაილაგოს კეტებში ურჩევნია ან რამე წამალი დალიოს
This post has been edited by narmonana on 30 Oct 2011, 13:09