გალაქტიკა„გალაქტიკა გალაქტიკაზე. ფართო, გამოუკვლეველი სამეფოები კოსმოსში. როგორ ველურ და მოუთვინიერებულ სამყაროში ვცხოვრობთ! აქ იმდენი საფრთხე და, შესაბამისად, ჯარების, გენერლებისა და ჯარისკაცების მაღალი მოთხოვნაა. მაგრამ მათთან ერთად, ვინც ომებს ატარებს, საჭიროა ისინიც, ვინც ახალ სამყაროებს შეისწავლის და ცოდნებისა და საქონლის გაცვლას შესაძლებელს ქმნის... ისინი, ვინც ცივილიზაციის მომტანია", - მანგო ბაობაბი.გალაქტიკური რესპუბლიკა, გალაქტიკური იმპერია, ახალი რესპუბლიკა და გალაქტიკური ალიანსი - ყველაფერი ერთი და იმავე გალაქტიკაში მდებარეობდა, რომელსაც ასევე ეწოდებოდა:
გალაქტიკა.
ხელმისაწვდომი რუქების შესაბამისად, გალაქტიკა Sb ტიპს განეკუთვნებოდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, გალაქტიკის დიამეტრი იყო 120 000 სინათლის წელი ან 37 000 პარსეკი (1 პარსეკი = 3 258 სინათლის წელი), ხოლო მისი ასაკი დაახლოებით 13 ბილიონ წელს შეადგენდა. გალაქტიკის ცენტრში მდებარეობდა შავი ხვრელი.
გალაქტიკა 400-მდე მილიარდ ვარსკვლავს მოიცავდა და მათი დაახლოებით ნახევრის გარშემო ცოცხალი ორგანიზმების არსებობისათვის ვარგისი პლანეტები განლაგებულიყო. მათგან 10%-ზე სიცოცხლემ განვითარებულ სტადიას მიაღწია, ხოლო ყოველ მეათასე პლანეტაზე გაჩნდნენ გონიერი არსებები (საერთო ჯამში ასეთი დაახლოებით 20 მილიონი პლანეტა არსებობდა).
ისტორიაჟამთააღმწერლობის დაწყებამდე პირველ ცნობილ გალაქტიკურ პოლიტიკურ წარმონაქმნს წარმოადგენდა რაკატას უსასრულო იმპერია, რომელმაც არსებობა ე. წ. „გალაქტიკური ცივილიზაციის“ ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე დაასრულა.

გალაქტიკამ, როგორც ოფიციალურმა წარმონაქმნმა, არსებობა დაიწყო ათასწლეულების შემდეგ, რაც ადამიანებმა აღმოაჩინეს ჰიპერსივრცული მოგზაურობები და კონტაქტი დაამყარეს უცხო რასებთან. როდესაც რამდენიმე სამყარომ და სახეობამ ერთმანეთის შესახებ გაიგეს, მათ ჩამოაყალიბეს თავისუფალი თანამეგობრობა, შემოიღეს საერთო კანონები და ფულის ერთეული. გალაქტიკური რესპუბლიკა გალაქტიკაში „ოფიციალური“ მმართველობის ფორმა გახდა. სითების იმპერია, რომელიც სიდიდეების თვალსაზრისით გალაქტიკურ რესპუბლიკას პოზიციებს უთმობდა, ოპოზიციაში გადავიდა და ამ წინააღმდეგობას საფუძვლად დაედო რელიგიური მოტივი - ძალის გაგება. სითები მარცხდებობდნენ და რამდენჯერმე აღორძინდნენ.
საბოლოოდ, ათასობით წლის ფარული არსებობის შემდეგ, სითებმა შეძლეს თავიანთი იმპერიის აღდგენა: მათ დაშალეს რესპუბლიკა და ხანმოკლე გალაქტიკური იმპერიით შეცვალეს. იმპერიის ტირანია ორი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ გალაქტიკური სამოქალაქო ომის შემდეგ, საბოლოოდ, რესპუბლიკა აღორძინდა. მიუხედავად ამისა, დარჩენილი იმპერიელები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განაგრძობდნენ ახალი ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, სანამ, საბოლოოდ, ხელი არ მოაწერეს მშვიდობიან შეთანხმებას.

ამ მოვლენიდან ოდნავ მოგვიანებით გალაქტიკაში სხვა გალაქტიკიდან შემოიჭრა იუჟან-ვონგების სახელით ცნობილი რასა. მათი შემოჭრის შედეგად დაცარიელდა გალაქტიკის დიდი ნაწილი, თუმცა, შედეგად, ინტერვენტები დამარცხდნენ, ხოლო მათი ნაწილი გალაქტიკურ საზოგადოებაში დაიმკვიდრა ადგილი.
იუჟან-ვონგებთან გამარჯვების შემდეგ საუკუნენახევრის განმავლობაში გალაქტიკაში მმართველობის ფორმები იცვლებოდა, მათ შორის აღსანიშნავია იმპერიის აღდგენა, თუმცა, ამჯერად იგი ბნელ მხარესთან დაკავშირებული არ იყო. ახალი გალაქტიკური იმპერია ხელახლა შექმნილ ახალ სითების ორდენს ებრძოდა.
ასტროგრაფია„მე გალაქტიკას ერთი ბოლოდან მეორემდე შემოვუფრინე და საკმაოდ ბევრი უცნაური რამ ვნახე", - ჰან სოლო.ასტროგრაფია ლოკაციებსა და გალაქტიკის სხვადასხვაგვარ ბუნებრივ თუ ხელოვნურ მოვლენებს შეისწავლის; სხვანაირად რომ ვთქვათ, ასტროგრაფია - ესაა მეცნიერება, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეს აღწერს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გალაქტიკა Sb ტიპს განეკუთვნებოდა და მისი სიდიდე 120 000 სინათლის წელიწადს შეადგენდა. გალაქტიკური სამოქალაქო ომის შემდეგ გალაქტიკის უდიდესი ნაწილის კარტოგრაფირება ასტროგრაფიულმა ინსტიტუტმა განახორციელა.
გალაქტიკა რამდენიმე რეგიონად იყოფოდა, რომელთა ჩამონათვალი ქვემოთ არის მოცემული. რეგიონები დახარისხებულია გალაქტიკის ცენტრიდან დაშორების დონის მიხედვით. ყოველი რეგიონი, თავის მხრივ, იყოფა სექტორებად, სისტემებად და პლანეტებად.
ბირთვიგალაქტიკის ცენტრში მცირე რეგიონი -
ბირთვი (ან
ბირთვის სისტემები) იყო განლაგებული, რომელიც მჭიდროდ მდებარე ვარსკვლავებში ჩამალულიყო. მასში შემავალი სამყაროები უჩვეულო გახლდათ: ვარსკვლავთა დიდი რაოდენობის გრავიტაციული ზემოქმედების გამო ადგილობრივი დრო ამ სამყაროებში ნაწილობრივ გამრუდებული იყო, რაც, უკეთეს შემთხვევაში, პრობლემებს წარმოშობდა ჰიპერსივრცეში მოგზაურობებისათვის. რეგიონი ხელმიუწვდომლად მიიჩნეოდა მანამ, სანამ იმპერატორმა პალპატინმა რამდენიმე უსაფრთხო მარშრუტი არ დააწესა. ენდორთან ბრძოლის შემდეგ თითქმის 20 წლის განმავლობაში აღნიშნული რეგიონი იმპერიის საყრდენს წარმოადგენდა.
ცენტრალური სამყაროები„ვინც კორუსანტს აკონტროლებს, ის ცენტრალურ სამყაროებსაც აკონტროლებს, ცენტრალური სამყაროების გარეშე კი თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია არაფერს წარმოადგენს“, - ადმირალი ტრაესტ კრე’ფეი.ცენტრალური სამყაროები (ასევე ცნობილი როგორც
გალაქტიკის ცენტრი, ხოლო იმპერიის ეპოქაში - როგორც
იმპერიის ცენტრი) - ეს იყო ბირთვის გარე ზონებთან მოსაზღვრე ძველი რეგიონი, რომელშიც გალაქტიკის ყველაზე პრესტიჟული, კარგად განვითარებული, ცნობილი და მჭიდროდ დასახლებული პლანეტები შედიოდა. ცენტრალურ სამყაროებში მაღალი იყო მოსახლეობის სიმჭიდროვე და სამრეწველო განვითარების დონე, რაც რეგიონს სტრატეგიულ მიზნად ხდიდა ნებისმიერ კამპანიაში, რომელიც გალაქტიკური ბატონობის ხელში ჩაგდებას უკავშირდებოდა.
გალაქტიკური რესპუბლიკა ცენტრალურ სამყაროებში ჩაისახა და მთელ გალაქტიკაში გავრცელდა. რეგიონის პლანეტები მრავალჯერ გადადიოდა ხელიდან ხელში: თავდაპირველად მათ გალაქტიკური რესპუბლიკა ფლობდა, შემდეგ - გალაქტიკური იმპერია, ამის მერე - რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი/ახალი რესპუბლიკა, შემდეგ ისევ იმპერია, ახალი რესპუბლიკა, იუჟან-ვონგები, თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია და, ბოლოს, ახალი იმპერია.
სავარაუდოდ, ადამიანები წარმოშობით ამ რეგიონიდან იყვნენ; შესაძლოა, პლანეტა კორუსანტიდან, რომელიც ადამიანთა ისტორიულ სამშობლოს წარმოადგენდა. აქ მათ საფუძველი ჩაუყარეს კოსმოსურ, შემდეგ კი - ჰიპერსივრცულ მოგზაურობებს და საიდანაც შორეული რეგიონების ათვისებას შეუდგნენ.
კოლონიებიკოლონიები - გალაქტიკის რეგიონი ცენტრალურ სამყაროებსა და შიდა ტერიტორიებს შორის. ეს იმ რეგიონებიდან ერთ-ერთი გახლდათ, რომლებიც კოლონიზაციას დაექვემდებარა. ზოგიერთი პლანეტა ჯერ კიდევ გალაქტიკურ რესპუბლიკამდე დასახლდა და მრავალი სამყარო მისი დამაარსებელი გახდა. აქაური პლანეტები, ჩვეულებრივ, მჭიდროდ დასახლებულებსა და ინდუსტრიულად განვითარებულებს წარმოადგენდა და კულტურის დონით ცენტრალურ სამყაროებს არ ჩამორჩებოდა. „ნაჭრად“ წოდებულ მხარეში პლანეტათა უმრავლესობა კოლონიზირებული იქნა ი. ბ.-მდე 24000 წლისათვის.
გალაქტიკური იმპერია, თავისი ბატონობის დროს, აქტიურად იყენებდა ძალას, რათა კოლონიები დაემორჩილებინა, ამიტომ ახალმა რესპუბლიკამ ამ რეგიონში სწრაფად მიიღო მხარდაჭერა.
კოლონიების პლანეტები განსაკუთრებულად მდიდარი და მაღალგანვითარებული იყო. შეიძლება ითქვას, ისინი მსხვილ ექსპოტიორებს წარმოადგენდა. პლანეტებზე აწარმოებდნენ უზარმაზარი რაოდენობის ნედლეულს, კერძოდ კი, საკვებ პროდუქტებსა და ლითონებს, რომლებიც დროიდების, ხომალდებისა და საბრძოლო მანქანების საწარმოებლად იყო აუცილებელი. ხშირად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შედეგად პლანეტები ცარიელდებოდა.
შიდა ტერიტორიებიშიდა ტერიტორიები (ასევე ეწოდებოდა
შიდა ტერიტორიების პლანეტები) - რეგიონი კოლონიებსა და ექსპანსიის რეგიონს შორის. თავდაპირველად, კოლონიზაციის დროს (ი. ბ.-მდე 20100 წელი) მას უბრალოდ „ტერიტორიები“ ეწოდებოდა, ვინაიდან საუკუნეების მანძილზე ცნობილი გალაქტიკის ყველაზე დაშორებულ სივრცედ მიიჩნეოდა, მაგრამ შიდა ტერიტორიების აღმოჩენიდან ასეულობით წლების შემდეგ აღმოაჩინეს გაფართოებული ტერიტორიები (რომლებიც მოგვიანებით ექსპანსიის რეგიონზე გადაარქვეს).
ი. ბ.-მდე 21 წელს, კლონების ომის დროს, კონსტიტუციის მეოთხე შესწორებამ ცენტრალურ სამყაროებში, კოლონიებსა და შიდა ტერიტორიებში მდებარე რესპუბლიკურ პლანეტებს დაუწესა პრიორიტეტი ხმის მიცემისას, რასაც ადგილი არ ჰქონია ექსპანსიის რეგიონსა და მის შემდეგ მდებარე რეგიონებში. ამის შედეგად უფლებაშელახული რეგიონები დიდი რაოდენობით გამოიყო და დამოუკიდებელ სისტემათა კონფედერაციაში შევიდა.
პალპატინის მმართველობის დროს გალაქტიკური იმპერია უმოწყალოდ მართავდა შიდა ტერიტორიებს. მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის მაგივრად, რეგიონის მრავალმა მცხოვრებმა გარე ტერიტორიებში გაქცევა არჩია.
ენდორთან ბრძოლის შემდეგ იმპერია, მიუხედავად თავისი არაპოპულარობისა, რეგიონზე ძალაუფლებას იმაზე უფრო დიდხანს ინარჩუნებდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო; შედეგად ბევრი აღშფოთებას გამოთქვამდა ახალი რესპუბლიკის მიერ რეგიონის გათავისუფლების ნელ ტემპთან დაკავშირებით. ახალ რესპუბლიკასთან შემოერთების შემდეგაც კი მრავალი სამყარო ღიად შიშობდა, რომ მთავრობა არასაკმარისად ძლიერი იყო იმისათვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებონა. მათი ეჭვები პალპატინის დაბრუნების შედეგად დასრულდა, როდესაც იმპერიამ შიდა ტერიტორიების დიდი ნაწილი უკან შემოიერთა.
ექსპანსიის რეგიონიექსპანსიის რეგიონი მდებარეობდა შიდა და შუა ტერიტორიებს შორის. იგი იქცა ადგილად, სადაც სამყაროებზე კორპორაციული კონტროლის ექსპერიმენტებს ატარედბდნენ. ასეთ პლანეტებზე პირველი დასახლებები გაჩნდა დიდი დანიშნულების პერიოდში, რომელიც ი. ბ.-მდე 20000 წელს დაიწყო. ი. ბ.-მდე 17000 წლიდან ი. ბ.-მდე 3000 წლამდე კორუსანტისა და ალსაკანის კონკურირებადმა კორპორაციებმა 17-ჯერ დაიწყეს ომი (ალსაკანური კონფლიქტები), რომლის მიზანიც რეგიონის ხელში ჩაგდება გახლდათ. ი. ბ.-მდე 4020 წელს ბრენტაალის ლიგამ რეგიონში მარშრუტი გაიყვანა.
მძლავრმა კორპორაციებმა აქტიურად მოახდინეს პლანეტების ექსპლუატაცია საკუთარი სარგებლისათვის და მათზე ლითონებს, მადანსა და სხვა მასალას მოიპოვებდნენ. კორპორაციებისათვის სარგებელი გრანდიოზული იყო, მაგრამ შიდა დავები და მღელვარება მუდმივად არყევდა რეგიონს. ადგილობრივი მოსახლეობა იტანჯებოდა, სანამ კორპორაციები მთლიანი ვარსკვლავური სისტემებიდან რესურსებს იღებდნენ. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე კორპორაციული კონტროლის წყალობით, ცოტამ იცოდა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში რეგიონში, მაგრამ, საბოლოოდ, სახალხო მღელვარებამ სისტემიდან სისტემამდე დაიწყო გავრცელება.
მცხოვრებლებთა მუდმივი ზეწოლის გამო გალაქტიკურმა რესპუბლიკამ სისტემებზე კონტროლი დააწესა და კორპორაციათა მოთხოვნები შეზღუდა ან მათ შესრულებაზე სრულიად უარი უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ ი. ბ.-მდე 490 წელს მრავალმა კორპორაციამ თავისი ოპერაციები კორპორაციულ სექტორში გადაიყვანა, ექსპანსიის რეგიონი უწინდებურად ნედლეულის მიმწოდებლად რჩებოდა, თუმცა იმპერიის ეპოქისათვის ბუნებრივი რესურსები, უმრავლეს შემთხვევაში, გამოლეული აღმოჩნდა.
შუა ტერიტორიებიშუა ტერიტორიები განლაგებული იყო ექსპანსიის რეგიონსა და გარე ტერიტორიებს შორის. ეს გახლდათ
რეგიონი, რომელიც, მეზობელი რეგიონებისაგან განსხვავებით, ნაკლები რაოდენობის ბუნებრივი რესურსებით (და, როგორც შედეგი, უფრო დაბალი დასახლებულობით) გამოირჩეოდა, რის გამოც მისი მცხოვრებლები იძულებულნი იყვნენ, დიდი ძალისხმევა გამოეჩინათ ნებისმიერი რამისთვის, რაც ჰქონდათ. ზოგიერთმა პლანეტამ შთამბეჭდავი ეკონომიკა შექმნა; შედარებით გამოუკვლევ ზონებში, რომლებიც დაშორებული იყო ძირითადი სავაჭრო მარშრუტებისაგან, ხშირად მეკობრეები იმალებოდნენ.
ახალი წესის დეკლარაციასთან ერთად შუა ტერიტორიებში რამდენიმე იმპერიული აკადემია გაიხსნა. რეგიონს აქტიურად პატრულირებდნენ იმპერიის ძალები, ვინაიდან შიშობდნენ, რომ აქ მეამბოხეთა ბაზრებისათვის ხელსაყრელი პირობები არსებობდა.
იმპერიის დაშლის შემდეგ შუა ტერიტორიები იმ რამდენიმე ადგილიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც უსიტყვოდ აკონტროლებდნენ იმპერიელები. ენდორთან ბრძოლის შემდეგ რეგიონში მრავალრიცხოვანი იმპერიული ბაზა და იმპროვიზირებული კოსმოსური ნავსაშენი რჩებოდა. მრავალი მოფი, რეგიონში მოქმედი იმპერიული ლეგიტიმური იმპერიული ფლოტისათვის ადამიანებისა და ფინანსების გადაცემის პირობით, საკუთარ „კერძო იმპერიას“ მართავდა.
პალპატინის დაბრუნების დროს შუა ტერიტორიები იმპერიის ძალის მნიშვნელოვან წყაროდ რჩებოდა, ხელს უწყობდა რა მრავალრიცხოვანი კოსმოსური ფლოტის არსებობას.
გარე ტერიტორიები„აქ რესპუბლიკა არ არის... ჩვენით უნდა გადავრჩეთ“, - შმი სკაიუოკერი.გარე ტერიტორიები მდებარეობდა შუა ტერიტორიების საზღვრების მიღმა. ეს იყო უკანასკნელი კარგად ათვისებული ტერიტორიები ველურ სივრცემდე და უცნობ რეგიონებამდე. გარე ტერიტორიებში განმარტოებული სამყაროები და პირქუში, პრიმიტიული მოსაზღვრე პლანეტები განლაგებულიყო.
ძველი მანდალორიელთა ომების პერიოდში მანდალორიელებმა გარე ტერიტორიები გალაქტიკური რესპუბლიკის წინააღმდეგ კამპანიის პირველი მსხვერპლის სახით აირჩიეს. ი. ბ.-მდე 124 წელს გალაქტიკურმა სენატმა გარე ტერიტორიები თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადა. ი. ბ.-მდე 19 წელს აქ ადგილი ჰქონდა კლონების ომის უკანასკნელ ბრძოლებს, რომლებსაც გარე ტერიტორიების ალყა უწოდეს. გალაქტიკური იმპერიის შექმნისთანავე გარე ტერიტორიებში მოიერიშე მფრინავების სამი პარტია დაამზადეს. გარე ტერიტორიების დიდი ნაწილი გარე ზესექტორად იყო გაერთიანებული. ცენტრიდან დაშორებულობის წყალობით, რეგიონი მეამბოხეთა ალიანსის მრავალი მომხრისათვის სახლად იქცა. თავის დროზე იმპერიის გრანდ-მოფმა უილჰაფ ტარკინმა რთული დავალება მიიღო: მას გარე ტერიტორიებში წესრიგი უნდა დაემყარებინა.
გარე ტერიტორიებში მიღებული იყო სავაჭრო ენა.
გარე ტერიტორიების საზღვრებს მიღმაგარე ტერიტორიების საზღვრების მიღმა გალაქტიკის სხვადასხვა ტოტში რამდენიმე სექტორი იყო განლაგებული. გალაქტიკათშორისი მოგზაურობები გალაქტიკის გარშემო არსებული ენერგეტიკული ველის ტურბულენტურობის გამო შეუძლებლად მიიჩნეოდა.
ტინგელის ტოტიტინგელის ტოტი - გალაქტიკის გარე სპირალის ტოტი. მასში იმყოფებოდა კორპორაციული სექტორი - პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც გალაქტიკური რესპუბლიკისა და გალაქტიკური იმპერიისაგან ნაწილობრივ დამოუკიდებლად არსებობდა. გალაქტიკური იმპერიის დროს ეს სექტორი რამდენიმე ასეულიდან 30 ათას სისტემამდე გაფართოვდა.
კლონების ომის დასრულებისთანავე იმპერიის ხელისუფლება ტოტის მხოლოდ შიდა სისტემებით იყო შეზღუდული და დადიოდა ხმები ამ ტერიტორიაზე დამოუკიდებელ პლანეტათა კონფედერაციის ნარჩენების აქტიურობის შესახებ.
იუჟან-ვონგების შემოჭრიდან წლების შემდეგ გალაქტიკური ალიანსი ტინგელის ტოტში ყოველწლიურად აგზავნიდა მზვერავ ხომალდებს, რათა მასში იუჟან-ვონგების არარსებობაში დარწმუნებულიყო.
უცნობი რეგიონები„თუ რუქაზე უცნობი რეგიონების დატანას განვაგრძობთ, მაშინ მათთვის სხვა სახელის მოფიქრება მოგვიწევს“, - ვეჯ ანტილესი.უცნობი რეგიონები, უცნობი სივრცე, უცნობი სექტორი ან
უცნობი ტერიტორიები - ესაა საერთო სახელი გალაქტიკის ყველა რეგიონისათვის, რომლებმაც არ მიიღეს ფორმალური რეგისტრაცია; არ უნდა აგვერიოს ისინი ველურ სივრცესთან, რომელიც რუქებზე აღნიშნული იყო, მაგრამ საფუძვლიანად შეუსწავლელსა და გამოუკვლეველს წარმოადგენდა.
უცნობ რეგიონებად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხარეები, რომლებიც დაკავშირებული არ იყო გალაქტიკის გარშემო არსებულ ცნობილი ჰიპერსივრცული მარშრუტების ქსელთან, ასევე მხარეები, რომლებიც არ აღიარებდნენ კორუსანტს ცივილიზაციის მთავარ ცენტრად ან არ შედიოდნენ გალაქტიკურ რესპუბლიკაში გალაქტიკურ სამოქალაქო ომამდე, თუმცა დღემდეა უცნობი მიზეზები, რომლებმაც მსგავსი კონტაქტების ნაკლოვანება გამოიწვია.
დასახელება „უცნობი რეგიონი“, ჩვეულებრივ, განეკუთვნებოდა ბაკურასა და იმპერიის ნარჩენებს შორის არსებულ დიდ გამოუკვლევ სივრცეს (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იგი არ იყო განთავსებული გალაქტიკის სიბრტყეში), სადაც, უმეტეს წილად, ჩისები ბატონობდნენ. უცნობი რეგიონები რამდენიმე მილიარდი ვარსკვლავისაგან შედგებოდა, რომლებიც გალაქტიკის შემადგენელ 400 მილიარდ ვარსკვლავში არ შედიოდა. აქამდე უცნობი მიზეზით რეგიონში მხოლოდ რამდენიმე სანდო ჰიპერსივრცული მარშრუტი არსებობდა. „უცნობი რეგიონების“ ცნებაა ასევე მოიცავდა გამოუკვლევ ადგილებს მკვრივ ნისლოვანებებში, სფერულ გროვებსა და გალაქტიკურ ჰალოებში.
ველური სივრცეველური სივრცე გახლდათ გალაქტიკური საზოგადოების საზღვარი, რომელიც გალაქტიკის გამოკვლეულ ნაწილებს უცნობი რეგიონებისაგან გამოყოფდა. პალპატინმა, თავისი მმართველობის ბოლოსათვის, ამ რეგიონის უფრო ვრცლად შესწავლა სცადა. ველური სივრცე უცნობი რეგიონებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ ამ რეგიონის ნაწილი გამოკვლეული იყო, მაგრამ არც ისე ვრცლად; უცნობი რეგიონები კი, პირიქით, გამოცანად რჩებოდა.
სატრანსპორტო მარშრუტებისექტორებს შორის ჰიპერსივრცული მარშრუტები იყო გაყვანილი. პილოტებს, რომლებიც ახალი მარშრუტების გაყვანით იყვნენ დაკავებულნი, „ჰიპერსივრცის მკვლევარებს“ უწოდებდნენ. მათ განეკუთვნებოდნენ, მაგალითად, გავ დარაგონი და აიტრო კურნაჰტი. ჰიპერსივრცულ მარშრუტებზე ხომალდების გაყვანაზე პასუხისმგებელნი იყვნენ ასტრომექანიკოსი დროიდები.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ასეთი მარშრუტის დასახელება:
• რიმანის სავაჭრო მარშრუტი;
• პერლემის სავაჭრო მარშრუტი;
• ჰიდიის გზა;
• კორელიანის გზა;
• კორელიანული სავაჭრო მარშრუტი;
• კესელის რკალი;
• ისონის სავაჭრო დერეფანი;
• სისარის რკალი;
• მიტოს ისარი.
პოლიტიკა და ხელისუფლებაათასწლეულების განმავლობაში გალაქტიკაში სხვადასხვაგვარი ხელისუფლება მოქმედებდა, ხოლო ყველაზე ადრეული გალაქტიკური წარმონაქმნი გალაქტიკური რესპუბლიკა გახდა. გალაქტიკაში არსებული ხელისუფლებათა უფრო მცირე ფორმები მოცემულია ქვემოთ:
• ჩისთა სამფლობელონი;
• ვაგაარის იმპერია;
• ხელის იმპერია;
• სსი-რუუვის იმპერია;
• დამოუკიდებელ სისტემათა კონფედერაცია;
• კორპორაციული სექტორი;
• კრონის მანდატი;
• იმპერიის ნარჩენები;
• ბოტანთა სივრცე;
• ხატების სივრცე;
• ექსპანსიის რეგიონი;
• ჯუვექსის სექტორი;
• სენექსის სექტორი;
• ტიონის გროვა;
• ჰეიფსის გროვა;
• ტიონური ჰეგემონია;
• ცენტრალია.
გაგრძელება იხილეთ მომდევნო პოსტში... This post has been edited by Drakula on 15 Oct 2010, 23:21
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.