arveduiსიტყვა "კომერცია" ხიხიაა და კარგი ფილმის გვერდით მაგის ხსენება არ შეიძლება მეთქი არ ვამბობ.
ის რომ ფილმში დიკაპრიო თამაშობს რანაირად ნიშნავს იმას რომ ფილმი კომერციულია? ეგეთი ვარსკვლავებით მოჭედილი "არაკომერციული" ფილმები ცოტა ვიცით?
ფილმის ბიუჯეტი კომერციასთან პირდაპირ კავშირში არაა ზოგადად. 5000 დოლარით გადაღებული ფილმებიც გვინახავს, რომლებმაც მილიონები შემოიტანა და პირიქით... ანალოგიურად არც უკუღმა დაანგარიშებაა სწორი და ფილმის შემოსავლების მიხედვით მის "კომერციულობა-არაკომერციულობაზე" საუბარი.
ფილმის კომერციულობა (ამ სიტყვის გავრცელებული გაგებით) ნიშნავს იმას რომ ეს ფილმი გადაღებულია უპირელესად მოგების მიღების მიზნით (ბიზნესზე ცოტაოდენი წარმოდგენა ასე თუ ისე ყველას აქვს). ანუ იმ ბიძიებს არ ვგულისხმობ ვინც ასეთ ფილმებს თავიანთი კინოსტუდიების საშუალებით მილიონებით აფინანსებენ. მე ვგულისხმობ რეჟისორს, გადამღებ-ტექნიკურ ჯგუფს, ფილმის იდეას, მის მიზნობრიობას, მაყურებლის ასაკს და არეალს და ასე შემდეგ. დამეთანხმები რომ ამ ფილმში ეს "არტ მხარე" უფრო თვალში საცემია და ნაკლებად კითხულობს ვინმე რა დაჯდა, იმიტომ რომ ფილმი ამად ღირს და ამით ყველა არ ინტრესდება. აი ტრანსფორმერები 2ს რო ნახავს კაცი და გულში რო გაუელვებს - ამაზე ეხლა რამდენი დაიხარჯებოდაო - აი ეგ უკვე სხვა საქმეა: )) კომიქსებზე გადაღებული ფილმები, მაღალბიუჯეტიანი რიმეიქები, რამდენიმე ნაწილად გადაღებული ფანტასტიკები და ასე შემდგ. ზოგადად კომერცია ეგ არის, პირდაპირი გაგებით. როცა მეორე და მეათე ხარისხოვანია თავად ფილმი და ამას გრძნობს გემოვნებიანი მაყურებელი.
ამ ფილმს რაც შეეხება, ყურებისას ვფიქრობდი, რამდენი მასაზე გათვლილი ეფექტის და თვალის დასატკბობი სცენების თუ კადრების გადაღება შეეძლო ნოლანს, ზოგმა შეიძლება "ნაკლადაც" ჩაუთვალა ეს მხარე; მაგრამ ეს ფილმი ამისთვის არაა გადაღებული. არანაირი ჯეიმს ბონდური და თვალს მიჩვეული ესთეტიკა, არანაირი უაზრო და ძიშოვად "ვაუ" კადრები, არანაირი "ეს მაყურებელს აუცილებლად მოეწონება" ეფექტები, არანაირი თავსმოხვეული და შეტენილი ჰარმონია. ყველაფერი არის მხოლოდ რეჟისორის გემოვნებით და ფანტაზიით მოწოდებული, ორიგინალი იდეა და ორიგინალი ხორცშესხმა. ამიტომაა ყველაფერი ძალიან დახვეწილი ამ ფილმში.
ნოლანს რომ პირველ რიგში კომერცია ნდომებოდა და მერე სხვა დანარჩენი, ადგებოდა და 3Dში გადაიღებდა და ავატარზე არანაკლებ შემოსავალს მოიტანდა ფილმი, ასევე დატვირთავდა იმ "პიო-პაო" ეფექტებით და სცენებით.
დიდ ფეხბურთელებს დიდი კლუბები სჭირდებათ რომ თავიანთი თავი ანახონ მსოფლიოსო _ასეთი ფრაზა არსებობს ფეხბურთის სამყაროში. ნოლანს დიდ რეჟისორს ჯერ ალბათ ვერ უწოდებ კაცი, მაგრამ მის ამ იდეას მართლა ჭირდებოდა დიდი სახსრები და რესურსები; და როცა ასეთ ფილმს მიიღებ მაყურებელი, იქ პლიუს-მინუს მილიონები მე პირადად არ მაინტერესებს.
დღევანდელ დროში ასეთი მასშტაბების პროექტის გაკეთებისას (თანაც კარგად გაკეთებისას) ვერანაირად ვერ აცდები მაღალ ბიუჯეტს და ეგ არ ნიშნავს იმას რომ ფილმი კომერციაზეა ორიენტირებული.
ან მაინცდამაინც თუ დაუძახებთ ასეთ ფილმებს კომერციულს _ ბაზარი არაა, იყოს "კომერციული", ოღონდ ასეთი ფილმები გადაიღონ და ხალხმა რაც უნდა ის დაარქვას...
This post has been edited by SCO on 19 Oct 2010, 15:05