აბას ქიაროსტამი – ალუბლის გემო
აბას ქიაროსტამის სამყაროში, შეიძლება ითქვას, კონკრეტული ობიექტები არ არსებობს, მხოლოდ კავშირები ობიექტებს შორის. ასევე, მის კინოში: ცალკე აღებული ფილმები კი არ გვხვდება, არამედ ურთიერთკავშირები მის ფილმებს შორის, და მათსა და ჩვენს შორის.
...
თავისი ბრწყინვალე ფორმალური და ინტელექტუალური გამჭრიახობით ქიაროსტამი იმ ტრადიციის წინა ხაზზე დგას, რომელსაც ბრესონი, ბერგმანი, გოდარი, კუროსავა და ანტონიონი მიყვებოდნენ. „ალუბლის გემო“ პირველი ირანული ფილმია, რომელმაც კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა, და ის ვერცერთ თანამგრძნობ მაყურებელს ვერ დატოვებს მშვიდად, მხოლოდ სინეფილური აღტაცების ამარა. ფილმის ბოლოს წინა სცენაში, როდესაც მთავარი გმირი, რომელთანაც თავს ვაიგივებთ მთელი ხნის განმავლობაში, წევს სრულიად უმოძრაოდ და აშკარად ეშვება სიბნელეში, როგორც სინამდვილეში, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ჩვენ ვრჩებით სრულიად მარტონი ჩვენს თავებთან, ჩვენს საკუთარ ღრმა გრძნობებთან, იმ უმარტივესი საკითხის მიმართ… ამ სურათს სურს, რომ შევიგრძნოთ, დავაგემოვნოთ და ჩავწვდეთ – სიცოცხლეს.
სრულად იხილეთ cineyema-ზე