ისეთი მითქმა-მოთქმა ატყდა ამ ფილმთან დაკავშირებით, რაღაც ძალიან განსაკუთრებულს ველოდი.
არადა დღიდან ტრეილერის ნახვისა ვიცოდი რომ სუსტი ფილმი უნდა ყოფილიყო. პრინიცში გამართლდა ჩემი წინათგრძნობა

.
საკმაოდ გაწელილი სურათია, ამოუცნობი და იდუმალი სცენებით

.
წლის საუკეთესო სურათობაზე, ამ ფილმის შანსი თითქმის ნოლის ტოლია.
აი ბეილს რაც შეეხება, გაცილებით მეტს ველოდი, არ ვიცი რას და რატომ, მაგრამ მეგონა კიდე უფრო დიდ საოცრებას ჩაიდენდა ვიდრე აქ გააკეთა. მთლიანობაში დამაკმაყოფილებლად ირჯება და ცუდს არ ვამბობ, უბრალოდ მეტი მინდოდა, სულ ეგაა
საკმაოდ მაღალი დონის მსახიობად ყალიბდება ბოლო რამდენიმე წელიწადია.
მეორეხარისხოვანებიდან 3 მაქვს ნანახი და საუკეთესო მგონი ესაა. სჯობს რენერსა და რაშს

.
სუსტი სქესის წარმომადგენლებში, უფრო რთულადაა საქმე, მელისა ლეო უკეთ თამაშობს, ადამსი კი უფრო ლამაზია

.
მე რაც მაქვს ადამსის როლები ნანახი, ალბათ ყველზე კარგი აქ იყო, როგორც თეატრალური თვალსაზრისით ისე ვიზუალით.
მოკლედ, ქალბატონებში მიჭირს "პროგნოზის"

. გაკეთება
ერთი გადაჭრით შემიძლია ვთქვა, "მეფის სიტყვიდან" ის ქალბატონი ნამდვილად ვერ მიიღებს მისთვის ალბათ სანუკვარ ჯილდოს

.
ეს სცენა და ადამსი მომეწონა ძალიან

.
This post has been edited by :)) on 24 Feb 2011, 13:51
მიმაგრებული სურათი