ობი-ვან კენობი (part one)
ადრეული ასაკი

ობი-ვან კენობი დაინადა 57 ი.ბ. , იყო პირველი ვაჟი ზომიერად მდიდარი ოჯახიდან. ჯედაი რომ გამხდარიყო, პატარა კენობი კორუსანტზე გაამგზავრეს.
იგი წარმოშობით იყო პლანეტა სტევონიდან (Stewjon), რომელთანაც კენობის სასიამოვნო, ბავშვური მოგონებები აკავშირებდა - თუ როგორ თამაშობდა მისი ძმა, ოუენი, მწვანე მდელოში.
არის ნახსენები, რომ მოგვიანებით ობი-ვანი არაერთხელ ეწვია თავისი ძმასა და ოჯახის სხვა წევრებს.
იუნგლინგობის პერიოდი
"ანგარიშს არ უწევ, ვხედავ მე შენში ქვაი-გონს.. საჭირო არ არის ეს" - იოდაროგორც იუნგლინგი, კენობი, სხვა მომავალ ჯედაებთან მხარდამხარ, იზრდებოდა გრანდ მასტერ იოდას მეურვეობით, ხოლო შემდგომ მისი მასწავლებელი გახდა მასტერ დოსენტ ვანტი (Docent Vant).
ბანტ ერინი, გარენ მულნი და ქუინლან ვოსი დაუმეგობრდნენ კენობის, ხოლო პადავანი სირი ტაჩი (Siri Tachi) კი შეუყვარდა კიდეც პატარა ობი-ვანს.
ხოლო სხვები, როგორიცაა ბრუკ ჩუნი და აალტო შემდგომ გახდნენ მისი ოპონენტები და მტრებიც კი. ( ეს ორნი იყვნენ ახლო მეგობრები, რომლებიც გამუდმებით ეჯიბრებოდნენ ობი-ვანს და იწვევდნენ მას. ბრუკ რუნი და აალტო კენობის "Oafy-Wan"-საც კი ეძახდნენ)
როგორც იუნგლინგი, კენობი გატაცებული იყო მანქანებით, ხომალდებით. მეტიც - იგი ოცნებობდა კიდეც გამხდარიყო პილოტი. ბედის ირონიაა: როდესაც კენობი გაიზარდა, ფრენას და მის ძველ გატაცებას აბუჩად უყურებდა.
მისი ნიჭი - შეეკეთებინა დანადგარები და გადაეპროგრამირებინა კომპიუტერები - ზალიან გამოადგა შემდგომ, მომავალში; მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ძალიან ადვილად ითვისებდა და ნიჭიერი იყო, პატარა კენობი მოუთმენელი და ამპარტავანი გახადა. იოდას სწორი და ფრთხილი ხელმძღვანელობით კენობი ურო თავმდაბალი და თავშეკავებული გახდა.
ქვაი-გონის შეგირდი
"თქვენ კიდევ ბევრი რამ გავთ სასწავლი, ჩემო ახალგაზრდა შეგირდო." - ქვაი-ვონგი -- ობი-ვანს
იმის მიუხედავად, რომ კენობის, როგორც ჯედაის პოტენციალი საკმაოდ ზრდადი იყო, იმ დროს, როდესაც ის 12 წლის შეიქმნა, როგორც ჩანს მისმა შანსებმა გახდეს რაინდი ჯედაი, საკმაოდ დაიკლო. იუნგლინგები, რომლებიც 13 წლამდე არ არ იქნებოდნენ პადავანებად არჩეულები, ინაცვლებდნენ ერთერთ "Jedi Service Corp"ში.
ერთხელ, ქვაი-გონ ჯინი ესტუმრა ჯედაების ტაძარს მატჩების (დუელების) წაყურებლად. კენობი შეხვდა მის ერთერთ კონკურენტს, ბრუკ ჩუნს, რათა გაემახვილებინა ყურადღება და უფრო მეტი შთაბეჭდილება მოეხდინა მოხეტიალე, თავისუფალ ჯედაი რაინდზე.
ობი-ვანი საკმაოდ მამაცად იბრძოდა. საბოლოო შეტევა ჩუნის წინააღმდეგ კენობიმ ისე მრისხანედ განახორციელა, რომ ქვაი-გონს სახიფათო მოეჩვენა ბიჭის აღსაზრდელად აყვანა და უარი ტქვა მასზე. ამის შედეგად, კენობი გააგზავნეს ბენდომიარის (Bandomeer) მაღაროების კოლონიაში, რათა ემუშავა მხვნელად AgriCorps-ისთვის.
უცნაურია: ჯინს მოუწია მისიაზე წასვლა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ობი-ვანი ხნავდა (

). ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჯინსა და კენობის ერთად უნდა ემოქმედათ, უნდა დახმარებოდნენ ერთმანეთს, რომ გადარჩენილიყვნენ ქსანატოსის (ჯინის პადავანის) დაგებულ მახეს. როდესაც მათ თავს ქსანატოსის კრიმინალური ორგანიზაცია (offworld corporation) დაესხა, კენობიმ ჯინს დაანახა, რომ ღირსი იყო პადავანად ასაყვანად.
როდესაც დაძაბულობა განმუხტეს, დაბრუნდნენ ბენდომერზე, ჯინმა მიიღო წერილი ხსანტოსისგან. აღმოჩნდა, რომ ბენდომერი აღარ საჭიროებდა ჯედაის დარჩენას. (აქვე ქსანტოსზე ორიოდე სიტყვა: "მე ვარ შენი უდიდესი მარცხი, სირცხვილი. იცხოვრე ამ სირცხვლლთან და ამასთან ერთად!" - ქსანატოსის სიტყვები ქვაი-გონს, თავის მოკვლის დროს).
Xanatos

როგორც შემდგომში გაირკვა, ეს ყველაფერი იყო ქსანტოსის ორგანიზებული, აწ გამომჭგავნებული კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერის, რომელიც ატერორებდა და დაუნდობლად ექცეოდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
ჯინმა გაათვისუფლა კენობი AgriCorpsის მოვალეობიდან და გაეგზავნა ქსანტოსთან შესახვედრად, არა როგორც მტერთან, არამედ მოსალაპარაკებლად - შეთანხმების მისაღწევად ცრიმინალებსა და მოქალაქეებს შორის.. თუმცა ქსანტოსს დაგეგმილი ჰქონდა ჩაეშალა მოლაპარაკება და გაენადგურებინა ჯინი.
კენობის დახმარებით, ჯინმა კვლავ გაართვა თავი დაგებულ მახეს. ჯინი შეებრძოლა თავის ყოფილ მოწაფეს და, მიუხედავად იმისა, რომ, მათ ჩაახშეს offworld-ის საქმიანობა ბენდომერზე, ქსანტაოსმა მაინც მოახერხა გაქცევა.
ქსანტოსთან მომხდარი კონფლიქტის დროს ჯინმა აღმოაჩინა კენობის ნამდვილი პოტენციალი და აიყვანა პადავანად.. მათი ურთიერთობა ურთიერთწინააღმდეგობით იყო სავსე. ქვაი-გონი იყო უფრო ურყევი და შეუპოვარი, ხოლო ობი-ვანი - უფრო პრაქტიკული. თუმცა მათ განსხვავებულ ბუნებას სრულებით არ უმოქმედია ნეგატიურად. მეტიც - ისინი გახდნენ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დუეტი ჯედაების ისტორიაში.
here they are (plus R2D2):