იოდა
კლონების ომი (22-19 ი.ბ.-მდე) "შავი ძალის სუდარა დაეცა, კლონების ომი დაიწყო" - ოსტატი იოდავინდუსა და ჯედაებს თავს დაესხათ დროიდების არმია დუკუს ბრძანებით, თუმცა გადარჩენა მოახერხეს და იოდამ, იმ პერიოდში გენერლის სტატუსის მქონემ, ძალების შეკრება ბრძანა, სანამ არეულობა დაიწყებოდა. იოდამ გადაწყვიტა შერკინებოდა დუკუს, რომელმაც დაჭრა სკაიუოკერი და კენობი. დუკუს ძალების მოგერიებისას, რომელთა შორისაც იყო ძალის ელვა, იოდა მიხვდა, რომ დუკუ უკვე ბნელი ძალის მხარეს იყო და სითჰების მეთაური გახდა. სინათლის ხმლებით ორთაბრძოლისას, რომლის დროსაც იოდა ორს უწევდა წინააღმდეგობას, ჯედაების ოსტატმა თითქმის მოახერხა დუკუს დამარცხება. სითჰების მეთაურმა ძალა გამოიყენა და ენეკინისა და ობი-ვანის მიმართულებით სვეტი ისროლა. იოდამ სვეტის შეჩერებას მოახმარა ძალა, დუკუმ გაქცევა მოახერხა.
იმის მიუხედავად რომ გეონოსისის ბრძოლაში რესპუბლიკამ გაიმარჯვა უმაღლესი გენერლის იოდას მეთაურობით, მაინც უამრავი ჯედაი იყო მსხვერპლთა შორის. დამთავრდა 1000 წლიანი მშვიდობის პერიოდი, რომელიც სუფევდა რუუსანის მეშვიდე შეტაკების შემდგომ. იოდამ იგრძნო, რომ კლონების ომი იქნებოდა ხანგრძლივი და ქაოსური პერიოდი რესპუბლიკისთვისაც და ჯედაებისთვისაც, ასეც მოხდა. კლონების ომის პერიოდში იოდასა და ჯედაების სხვა მრავალ ოსტატს უწევდათ დაძაბულ ბრძოლებში მონაწილეობა გალაქტიკის სხვადასხვა წერტილში.
ომის დაწყებიდან მალევე იოდამ მეის ვინდუსგან მიიღო ტიტული ორდენის ოსტატი. მუნილინსტის ბრძოლაში იოდამ იხსნა ორი ჯედაი, ლუმინარა უნდული და ბარის ოფეი, სენატორ პადმე ამიდალას დახმარებით, მას შემდეგ რაც ილუმის პლანეტაზე კრისტალის გამოქვაბულები განადგურდა ქამელეონ დროიდების მიერ.
ქამელეონი დროიდებიიოდამ იგრძნო, რომ ისინი საფრთხეში იყვნენ და სანამ მათ სამყოფელამდე მიაღწევდა, გზაში ათობით დროიდი გაანადგურა. ილუმზე ჩასვლისას იოდამ გაიგო, რომ დუკუს მუხანათობა მარტო იმით არ შემოიფარგლებოდა, რაც იცოდა: კრისტალის ტაძრის განადგურებაც დუკუს ბრძანებით მომხდარიყო.
იოდამ ბრძოლაში ერთი კარგი მეგობარი დაკარგა. პლანეტა თუსტრას მეფე ალარიკს სურდა თავისი სამშობლო კონფედერაციისთვის შეეერთებინა, შემდგე კი როდესაც დასრულდებოდა ის ხრწნა, რასაც ხედავდა, რესპუბლიკის ნაწილი გამხდარიყო. იოდა მასთან დასალაპარაკებლად ჩავიდა, მაგრამ ალარიკი მტკიცედ იდგა, მალე კი მისი პლანეტა არეულობამ მოიცვა. ალერიკმა იოდას ბლასტერი ესროლა, იცოდა რომ მისი მეგობარი აიცილებდა. იოდამ, რადგანაც სხვა გზა არ ჰქონდა, მართლაც გამოიყენა უკუცემის ძალა და ნასროლი მეფეს მოხვდა სხეულში. ალერიკის სიკვდილმა ჯედაების ოსტატი ძალიან დაანაღვლიანა.
ალერიკის სიკვდილიჯედაების დიდი ოსტატი ბევრ მისიას ედგა სათავეში. მან ობი-ვან კენობისგან შეიტყო, რომ
დექსტერ ჯეტსტერი საიმედო ინფორმატორი იყო. სენატორმა ბაილ ორგანამ აღმოაჩინა აქამდე უცნობი პლანეტა ზიგულა, რომელიც სიტჰების მიერ იმართებოდა და გასაიდუმლოებული იყო (არ იყო მასზე ინფორმაცია არქივებში). კენობი და ორგანა პლანეტაზე გაეშურნენ, რათა შავი ძალის მმართველობისთვის ბოლო მოეღოთ, იოდა და მეის ვინდუ კი მედიტაციის მეშვეობით ახერხებდნენ მათთან კავშირის დამყარებასა და ენერგიის გადაცემას.
რესპუბლიკასთან კონტაქტზე გამოვიდა ჯაბა ჰატი და შესთავაზა ჯედაებს, მოეძებნათ მისი დაკარგული ვაჟი როტა, სანაცვლოდ შეეძლებოდათ ესარგებლათ ჰიპერსივრცული ხაზებით. ჯედაების ორდენიდან ამ მისიაზე წასვლა მხოლოდ ორს შეეძლო: სკაიუოკერსა და ობი-ვანს. იოდამ მათთვის ამბის შესატყობინებლად გაგზავნა ასოკა ტანო, რომელიც მოგვიანებით სკაიუოკერის პადავანი გახდა.
ასოკა ტანო ტრიომ წარმატებით გაართვა თავი ჯაბა ჰატის ვაჟის დახსნის მისიას, რითაც რესპუბლიკას საშუალება მიეცა, ესარგებლა აქამდე უცნობი გზებით. ეს ის უპირატესობა იყო მათთვის, რომელიც არ გააჩნდა კონფედერაციას.
მალევე იოდა არჩეულ იქნა მთავარ ელჩად ტოიდარიანის მეფე
კატუნკოსთან ურთიერთობისთვის, რადგანაც რესპუბლიკას სურდა, რომ კონფედერაციასთან შეტაკებისთვის, რომელსაც ადგილი ექნებოდა გარე ფერსოს ტერიტორიებში, წინასწარ ჩაეყარა საფუძველი. კონფედერაციამ როგორღაც მოახერხა საჰაერო სადგურზე მათი კომუნიკაციის გაშიფვრა. გარიგების ჩასაშლელად დუკუმ გააგზავნა მისი მოწაფე ასაჟ ვენტრესი რუგოსას ნეიტრალურ მთვარეზე.
ასაჟ ვენტრესიროცა იოდას ხომალდი რუგოსას მიუახლოვდა, მას სეპარატისტების კრეისერები შემოერტყა გარს. თუმცა იოდამ მოახერხა თავის არიდება და მშვიდობიანად დაეშვა მთვარის ზედაპირზე.
დაშვებისთანავე იოდა კონტაქტზე გავიდა კატუნკოსთან, შემდეგ კი სანაძლეო დადო: თუ იოდა დაამარცხებდა ვენტრესის კავალერიის საუკეთესო რიგითებს, ტოიდარია რესპუბლიკას შეუერთდებოდა. თუ რიგითები დაამარცხებდნენ იოდას, მეფე კონფედერაციის მოკავშირე გახდებოდა. კატუნკო მოითხოვდა ბნელი ძალების მეთაურისგან, რომ ბრძოლა ყოფილიყო პატიოსანი, რაზეც ვენტრესი დათანხმდა. მაგრამ რეალურად სადგურზე დაბრუნებისას დუკუს დაუკავშირდა, რის შემდეგაც 224-ს მისცა დავალება, სათავეში ჩადგომოდა დროიდებს და რესპუბლიკის დიპლომატიურ ჯგუფს ჩასაფრებოდნენ.
224224-მა მწყობრში ჩააყენა თავისი დაჯავშნული საიერიშო ტანკი და კონფედერაციის ძალებმა ჯუნგლების გზით დაიწყეს სვლა. მაგრამ სქელმა ბალახმა და მარჯნებმა ტანკებს მოძრაობა გაუძნელა.
კლონებს შეტაკება მოუხდათ სამხრეთიდან წამოსულ B1 საბრძოლო დროიდების ბრიგადებთან, რომლებიც ადვილად დაამარცხეს, მაგრამ შემდეგ წამოეწივნენ B2 ტიპის სუპერ საბრძოლო დროიდები და კლონებს დიდი ზიანი მიაყენეს.
B2ამასობაში იოდამ ადვილად მოახერხა დროიდების დარჩენილი ნაწილის დამარცხება, ისე რომ სინათლის ხმალი არც გამოუყენებია. კლონების ლეიტენანტი CC-4477 ფეხში დაიჭრა B2-HA სერიის სუპერ საბრძოლო დროიდის მიერ ნასროლი ჭურვით.
B2-HA ამ დროს გამოჩნდა იოდა და კლონებს დახმარება აღმოუჩინა, ძალის დახმარებით მოახერხა დროიდების გაბრუნება და დარჩენილი ბრიგადების განადგურება.
მალე გამოჩნდნენ დროიდეკები, რის გამოც რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს უკან დახევა მოუწიათ.
დროიდეკიიოდა CC-4477-ის ზურგზე აძვრა და ბლასტერიდან ნასროლ ლაზერულ ჭურვებს იცილებდა დროიდების მიმართულებით. მალე გამოქვაბულს მიადგნენ და თავი შეაფარეს. კლონები მიხვდნენ, რომ საბრძოლო აღჭურვილობის მხრივ ჩამორჩებოდნენ მოწინააღმდეგეებს. გამოქვაბულთან დროიდების ხმა გაისმა და იოდა და კლონები გარეთ გამოვიდნენ. მათ დაინახეს, რომ ქვემოთ ბილიკზე დროიდების არმია მიდიოდა. იოდა მარტო წავიდა და პირისპირ დაუდგა სამ ტანკსა და დროიდების დიდ არმიას. იოდამ ისინი სრულად გაანადგურა, ზედ მიაყოლა 224-იც. რითაც კმაყოფილი დატოვა კატუნკო და გააცოფა ვენტრესი. ვენტრესმა ფარ-ხმალი არ დაყარა, შეთანხმება დაარღვია და მასთან დროიდები გაგზავნა. იოდამ ბოლო ტანკი რომ ააფეთქა, დროიდებიც მაშინ მიუახლოვდნენ. ოსტატმა მათი ლაზერული იარაღები მწყობრიდან გამოიყვანა, CC-4477-მა რაკეტები დაუშინა კანიონს, რის შედეგადაც ლოდები ჩამოცვივდა და დროიდები გაჭყლიტა.
კატუნკო კმაყოფილი იყო დროიდების დამარცხებით. მეფე დაუკავშირდა დუკუს და უთხრა, რომ ერთი ჯედაის სიცოცხლე არ ღირდა ასობით და მითუმეტეს ათასობით საბრძოლო დროიდის განადგურებად, ის აპირებდა შეერთებოდა რესპუბლიკას. რადგანაც ვენტრესმა პირობა გატეხა, ტოიდარიანის მეფეს მასთან კავშირის დაჭერა აღარ სურდა. გეგმა რომ ჩაეფუშა, დუკუმ ვენტრესს უბრძანა მეფე მოეკლა. მეფის დაცვამ შეეცადა ბნელი ძალა შეეჩერებინა, თუმცა ვენტრესმა ისინი გათიშა. ვენტრესი მეფის მოკვლას ორმაგი სინათლის ხმლით ეცადა, მაგრამ იოდა წინ აღუდგა და ხელი შეუშალა.

ძალის დახმარებით მან მოახერხა დარქ აკოლიტების (ბნელი ჯედაების რაზმი) შეჩერება. ასევე გააუვნებელყო ვენტრესი, მისი ხმლები ჰაერში აწია და შემდგე უკან დაუბრუნა იმის დემონსტრირებისთვის, რომ მისი ტელეკინეზის ძალის წინაშე ხმლები უძლური იყო და ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი. ვენტერსმა კლდე ააფეთქა და როცა იოდა ლოდების შეკავებას ცდილობდა, თავის ხომალდისკენ გაიქცა. დუკუ ამ ყველაფერს ჰოლოპროექტორიდან უცქერდა და გაფრენის წინ გამოთქვა სინანული, რომ ომში თავად არ იღებდა მონაწილეობას.
ამის შემდეგ იოდამ კატუნკოსთან მოლაპარაკებები დაიწყო. მეფემ მიუგო, რომ განხილვები არ იყო საჭირო, ჯედაებმა ნათლად ანახეს მათი ღირებულება. კატუნკომ საცერემონიო ხმლის საშუალებით იოდას მიანიჭა პლანეტის დაცვის პრეროგატივა, ასევე მისცა პირობა, რომ ტოიდარია რესპუბლიკას გვერდზე დაუდგებოდა. მეფის თქმით, რესპუბლიკის გვერდით ბრძოლა მისთვის დიდი პატივი იქნებოდა.
This post has been edited by Oldboy on 10 Dec 2010, 21:42