შედარებითი უდროობის გამო საკმაოდ დიდი ხანია, არაფერი ახალი თარგმანი დამიდია, თუმცა დღეს "ვარღვევ სიჩუმეს" და კიდევ ერთი, ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი, რასის დახასიათებას გთავაზობთ .

=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=
ვუკი„არ ღირს ვუკის გაბრაზება“, - ჰან სოლო.
ვუკი (პირდაპირი თარგმანით - „ხის ადამიანები“) - თმით დაფარული ორფეხა ჰუმანოიდთა რასა, რომელიც პლანეტა კაშიიკზე ცხოვრობდა (თუმცა, არსებობს ამის საწინააღმდეგო მოსაზრებებიც). ვუკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო ჩუბაკა - ჰან სოლოს მეგობარი და „ათასწლიანი შევარდენის“ მეორე პილოტი. ჩუბაკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამოქალაქო ომის პერიოდში და მის მერე.
ბიოლოგია და აღწერა„ვინმე მოაშორებს გზიდან ამ დიდ მოსიარულე ხალიჩას?“ - პრინცესა ლეია ჩუბაკას შესახებ.ვუკის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს კაშიიკის ტყეები წარმოადგენდა (თუმცაღა, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი სხვა პლანეტიდან მოვიდნენ). კაშიიკი დაფარული იყო ვროშირად წოდებული უზარმაზარი ხეებით, რომლებზედაც ვუკი სახლებსა და ქალაქებს აშენებდნენ. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ვუკი ხეებზე მობინადრე ძუძუმწოვრებისაგან წარმოიშვნენ.

ვუკის საკმაოდ ადვილად შეეძლოთ უმეტესი ენის შესწავლა. თუმცა, სახმო სიმების (ანუ, მბგერავი იოგების) განსაკუთრებული აგებულების გამო მათ სხვა მრავალი ენის ბგერების აღწარმოების უნარი არ ჰქონდათ.
მოწიფული ვუკი მაღალი აღნაგობისა იყვნენ: მათი სიმაღლე ორ მეტრს აღემატებოდა და ისინი მთლიანად მტკიცე ბეწვით დაფარულიყვნენ. მართალია, თეთრი ალბინოსი ვუკი იშვიათობას წარმოადგენდნენ, მაგრამ ეს სულაც არ ყოფილა გამონაკლისი. თუმცა, მათი დაბადება ცუდის მომასწავებელი ნიშანი იყო, ვინაიდან თეთრი ბეწვი ვუკის გარშემო არსებულ ტყესთან არ ჰარმონირებდა.

ახალგაზრდა ვუკი დიდებად იბადებოდნენ (ჩვეულებრივ, ერთ მეტრზე ოდნავ მეტი სიმაღლისა). ვუკის ჰქონდათ მრისხანე შესახედაობის კლანჭები, რომლებსაც საძრომად იყენებდნენ. მდედრობითი სქესის ვუკის ექვსი მკერდი ჰქონდათ და ისინი ბავშვს მუცლით ერთი წლის განმავლობაში ატარებდნენ. დაბადების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ვუკი იზრდებოდნენ, სრულიად გონიერები ხდებოდნენ და სიარულს სწავლობდნენ. ვუკის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 600 წელს შეადგენდა. მიუხედავად მათი ველური გარეგნობისა, ვუკი განვითარებული ინტელექტით ხასიათდებოდნენ და კოსმოსში მოგზაურობაც კი შეეძლოთ. ამას გარდა, ვუკი უდიდეს ძალას ფლობდნენ (უნდა ითქვას, რომ ვუკი გალაქტიკის ყველაზე ძლიერი რასა იყო) და არაჩვეულებრივ მექანიკოსებს წარმოადგენდნენ.

ვუკი არ გამოირჩეოდნენ თავშეკავებული ხასიათით. როდესაც ალდერაანზე მოგზაურობისას ჩუბაკა R2-D2-თან დეჟარიკში თამაშის დროს აგებდა, ჰან სოლომ C-3PO-ს უთხრა, რომ გამძვინვარებულ ვუკის მისთვის ხელების ამოგლეჯა შეეძლო, ასე რომ მიზანშეწონილი არ იყო მისი გაბრაზება. მაგრამ, მიუხედავად თავანთი ტემპერამენტისა, ვუკი, ჩვეულებრივ, ძალიან სათუთები და მეგობრულები იყვნენ მეგობრებთან და ოჯახთან მიმართებაში.
ცოტა რამაა ცნობილი იმ ვუკიზე, რომლებიც ძალის მიმართ მგრძნობიარენი. ერთადერთი კარგად ცნობილი შემთხვევაა ოსტატი ჯედაი ტივოკა. შესაძლოა, იმ ვუკში, რომლებიც ძალის მიმართ მგრძნობიარენი იყვნენ, იგი ძალიან ნათლად ვლინდებოდა.
საზოგადოება და კულტურა„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შედარებით ვუკი საკმაოდ პრიმიტიული არსებებია, ისინი საოცრად ნიჭიერ მეომრებს წარმოადგენენ. ისინი ძლიერები არიან და საბრძოლო ტექნიკებს სწრაფად ითვისებენ“, - კანდეროს ორდო.ვუკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტრადიციას „სიცოცხლის ვალი“ წარმოადგენდა. როდესაც არა-ვუკი ვუკის სიცოცხლეს გადაარჩენდა, ეს უკანასკნელი თავს ივალდებულებდა, სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა მხსნელისა და მისი ოჯახისათვის. ჩუბაკას სიცოცხლის ვალი ჰან სოლოს, და შემდგომში მისი ოჯახის მიმართ ჰქონდა. ეს ვალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი გახლავთ.
ვუკის ყველაზე გავრცელებულ ენას შირიივუკი წარმოადგენდა. ვუკის ესმოდათ საერთო გალაქტიკური ენა, მაგრამ სახმო სიმების განსაკუთრებული აგებულების გამო მასზე ვერ საუბრობდნენ. ადამიანებისათვის შირიივუკის გაგება ძალიან რთული იყო. თუმცა, ჰან სოლოსა და ობი-ვან კენობის ამ ენაზე საუბარი შეეძლოთ. მათ გარდა, შირიივუკზე იოდაც საუბრობდა. ერთ-ერთი ვუკის, რალრაჩინის, მეტყველება, ენაბორძიკობის გამო, უფრო გასაგები იყო ადამიანებისათვის.

ვუკი იბრძოდნენ მძვინვარედ, ბლასტერებსა და გრანატებს ფხის იარაღს ამჯობინებდნენ, მაგალითად, კლინკი რიიკს და მძლავრ ხელთოფებს, რომლებიც უფრო სუსტი რასების ხელში არაეფექტური იყო.
კოდექსით ვუკის აკრძალული ჰქონდათ ბრძოლაში კლანჭების გამოყენება. იმ ვუკის, რომლებიც კლანჭებით იბრძოდბებ, „გადარეულ კლანჭებს“ უწოდებდნენ და აძევებდნენ.
12 წლის ასაკში ვუკი ჰრრტაიკის ცერემონიას გადიოდნენ, რომელიც სრულწლოვანების დადგომას აღნიშნავდა.
ისტორიაადრეული ისტორია„რატომ არავინ წუხდება იმაზე, რომ არ გააბრაზოს დროიდი?“
„იმიტომ რომ დროიდები, როდესაც აგებენ, არავის წყვეტენ ხელებს. ვუკი კი საკმაოდ ხშირად“, - ჰან სოლო C-3PO-სთან საუბრისას.მართალია, მიჩნეულია, რომ ვუკის მშობლიური პლანეტა კაშიიკი იყო, მაგრამ ზოგი განსხვავებულ მოსაზრებას ემხრობა. გალაქტიკური რესპუბლიკის წარმოქმნამდე რამდენიმე ათასწლეულის წინ კაშიიკი რაკატას უსასრულო იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. რაკატამ პლანეტის ზედაპირი სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის შეცვალა, თუმცა იმპერიის დაშლის შემდეგ სოფლის მეურნეობა მეთვალყურეობის გარეშე დარჩა, რის შედეგადაც პლანეტაზე გიგანტური ზომის მცენარეები განჩდა.
შემდგომ კაშიიკი ზერკის კორპორაციამ აღმოაჩინა, რის შემდეგაც დაიმონა ადგილობრივი ვუკი. მათ პლანეტას კოდური სახელწოდება „G5-623“ მისცეს, ამის მერე კი, კომპანიის აქციონერთა კენჭისყის შედეგად, პლანეტის სახელი შეცვალეს და „ედეანი“ უწოდეს. თუმცა ი.ბ.-მდე 3956 წელს ზერკამ დაკარგა კონტროლი კაშიიკზე, როდესაც ადგილობრივმა ვუკის მოსახლეობამ, რევანის მხარდაჭერით, გაანადგურა კორპორაციის ადგილობრივი შტაბ-ბინა და პლანეტიდან ყველა უცხოპლანეტელი გააგდო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც კაშიიკმა გალაქტიკურ რესპუბლიკასთან შემოერთების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
რესპუბლიკაში ვუკის წარმომადგენლებს პატივს სცემდნენ მათი კორელიანელებთან და ალდერაანელებთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. სულ ცოტა, ერთი ვუკი, ოსტატი ჯედაი ტივოკა, ჯედაების ორდენის წევრი გახდა. კაშიიკს გალაქტიკურ სენატში თავისი წარმომადგენელი ჰყავდა. რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ ათწლეულებში სენატორი იარუა ერთბაშად ორი პლანეტის - კაშიიკისა და ტრანდოშანელთა მშობლიური პლანეტა ტრანდოშის ინტერესებს წარმოადგენდა.
თუმცა ტრანდოშანელები განაწყენდნენ თავიანთ მეზობლებზე - ვუკიზე მას მერე, რაც ზოგიერთი მათგანი სავაჭრო ფედერაციას ალარის პრაიმის კოლონიზაციის მიზნით მიემხრო. ი.ბ.-მდე 32 წელს მათ იარუას მოკვლა სცადეს. ი.ბ.-მდე 23 წელს ტრანდოშას მთვარიდან ვუკის ხომალდზე თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ვუკიმ ტრანდოშა ბლოკადის რგოლში მოაქციეს. ი.ბ.-მდე 22 წელს მხარეებმა მოლაპარაკებების წარმოება სცადეს, ეყრდნობოდნენ რა ჯედაი ოსტატი ოპო რანცისისის მედიტაციას, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ტრანდოშანელებმა აღადგინეს თავიანთი წარმომადგენლობა სავაჭრო ფედერაციაში.
კლონების ომი„მე გავფრინდები. ვუკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს მე“, - მაგისტრი ჯედაი იოდა.კლონების ომის დასაწყისში ვუკი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. თუმცა, სეპარატისტთა დროიდების მიერ პრინც რიკუმიის მოკვლის შემდეგ მეფე გრალჩავვაამ თავისი ხალხი ბრძოლაში წაიყვანა რესპუბლიკის მხარეს.
შემდგომში კაშიიკზე კონფედერაციის ჯარები შეიჭრნენ. პლანეტის დაპყრობა სეპარატისტებს ჰიპერკოსმოსურ გზებზე კონტროლის დამყარებასა და ვუკის საიდუმლო სავაჭრო და საკომუნიკაციო კავშირების გამოყენებაში დაეხმარებოდა. საპასუხოდ რესპუბლიკამ კაშიიკის დასაცავად გააგზავნა კლონთა ჯარები ვუკის ძველი მეგობრის მაგისტრი ჯედაი იოდას მეთაურობით. კლონებისა და ვუკის გაერთიანებულმა ძალებმა მოიგერიეს სეპარატისტთა დროიდებისა და ტრანდოშადან მათი მოკავშირეების იერიში კაშიიკისათვის ბრძოლაში.
თუმცა გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა. გალაქტიკური იმპერიის წარმოქმნასთან ერთად ჯედაები საზოგადოების მტრებად გამოცხადნენ. კლონებმა დაიპყრეს კაშიიკი და პლანეტაზე საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. საპასუხოდ ვუკიმ ახალი დამპყრობების წინააღმდეგ მეამბოხეთა მოძრაობის ორგანიზაცია განახორციელეს.
გვიანი ისტორია„სად იშოვეთ... ეს?“ - შან ჩაილდსენი სიკვდილის ვარსკვლავზე.ტრანდოშანელთა რჩევით, იმპერიამ ვუკი მათი უდიდესი ძალის გამო დაიმონა, რომელიც ასე ესაჭიროებოდათ იმპერიელებს. მათ იყენებდნენ სამუშაო ძალის სახით დიდი რაოდენობის იმპერიის პროექტების განხორციელებისას, მათ შორის ორივე სიკვდილის ვარსკვლავის მშენებლობისას. თუმცა, ინარჩუნებდნენ რა ერთგულებას თავიანთი მშობლიური პლანეტის მიმართ, მრავალი ვუკი გაიქცა იმპერიელთა გარნიზონებიდან, რათა საყვარელ ტყეებში დაბრუნებულიყო და მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულები აღენიშნა, მათ შორის სიცოცხლის დღე.
ენდორის ბრძოლის შემდეგ თავისუფალი პლანეტების ალიანსმა ვუკები მონობისაგან გაათავისუფლა. ნაგაიმ ასევე განახორციელა ვუკის დამონების მცდელობა, მაგრამ მათ გზად ახალი რესპუბლიკა დახვდა. თუმცა, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დამდგარი მშვიდობა არ ყოფილა ხანგრძლივი. მოიშუშა რა ჭრილობები, იმპერიამ სწრაფად აღადგინა თავისი ყოფნა კაშიიკზე და კვლავ დაიმონა ვუკი. ი.ბ.შ. დაახლოებით 5 წელს ჰან სოლომ და ჩუბაკამ შეძლეს ადგილობრივი მოსახლეობის რევოლუციურად განწყობა. ამ მოსახლეობამ დაეხმარა ლანდო კალრისიანს, ყაჩაღურ ესკადრილიასა და გენერალ აკბარს, გაემარჯვათ გრანდ ადმირალ პეკატი სინის კოსმოსურ ბრძოლაში სუმიტრის სექტორის მახლობლად.
ახალი რესპუბლიკის სენატში ვუკი კერრიტრარრს წარადგენდნენ, ხოლო კაშიიკი საკვანძო პლანეტად და შიდა საბჭოს წევრად იქცა. პლანეტა აგრძელებდა სავაჭრო კავშირების ზრდას, ხოლო ქალაქი ტიკკიიანა კომპიუტერული ტექნოლოგიების მთავარი ექსპორტიოტი გახდა. თუმცა ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ი.ბ.შ. 23 წელს მეორე იმპერიის აგენტებმა სამიზნედ სწორედ ეს ქალაქი ამოირჩიეს. ზეკკას მეთაურობის ქვეშ განსაკუთრებული დანიშნულების რაზმმა ტიკკიიანის კომპიუტერულ მაღაზიებზე რიგი თავდასხმები განახორციელა.
იუჟან-ვონგებთან ომის დროს ვუკი კვლავ ახალ რესპუბლიკას და მის სამართალმემკვიდრეს - გალაქტიკურ ალიანსს უჭერდნენ მხარს. კორუსანტის გათავისუფლების შემდეგ პლანეტაზე მასიურ ზეიმობებს ჰქონდა ადგილი.
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.