მეის ვინდუ„რესპუბლიკისა და ორდენისათვის დავთმობ ყველას და ყველაფერს, მათ შორის საკუთარ თავსაც“ - მეის ვინდუ.
მეის ვინდუ იყო კორუნი ჯედაი მასტერი, ლეგენდარული წოდებით „ორდენის ხელმძღვანელი“ ანუ საბჭოს თავმჯდომარე. ჯეანოსის ბრძოლის შემდეგ მან ეს წოდება გრანდ მასტერ იოდას გადააბარა. ის იყო ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი ჯედაების უმაღლესი საბჭოსი, ჯედაების მაისურ განადგურებამდე. მოიხსენიებოდა იოდას შემდგომ, ვინაიდან იოდა მასზე 8 საუკუნით უფროსი იყო.
ვინდუს ძალა და სიბრძნე ლეგენდარული იყო, მის სიტყვებს ძალიან დიდი ძალა ჰქონდა.
იგი განიხილებოდა როგორც ყველაზე ძლიერი სინათლის მახვილის ოსტატი ჯედაების ორდენში. მან შექმნა ბრძოლის ახალი სახეობა „ვააპადი“, იგი წარმოადგენდა სინათლის მახვილით ბრძოლის მეშვიდე ფორმის მოდერნიზებულ ვარიანტს, რელურად მხოლოდ მან შეძლო სრულად აეთვისებინა ვააპადი ბნელ მხარეზე გადაუსვლელად.
მისი მოსწავლეები იყვნენ: დეპა ბილაბა, იჩუ შენჯონი, ლგუნი.
ვინდუ უძღვებოდა 212 ჯედაის ჯენოსისის ბრძოლაში, მოკლა დაქირავებული მკვლელი ჯანგო ფეტი. კლონების ომის დროს იბრძოდა ბრძოლის წინა ხაზებზე, როგორც ჯედაი გენერალი.
მან რთულ დუელში დაამარცხა დარტ სიდიუსი, მაგრამ საბოლოოდ ენეკინ სკაიუოკერის ღალატის შედეგად სიდიუსმა იგი მოკლა.
ბიოგრაფია (ადრეული წლები)
„დარწმუნებული ვიყავი ჩემს წარმატებაში, ვიყავი გონებამახვილი, მქონდა ძალა“-მეის ვინდუ.
მეის ვინდუ იყო პლანეტა ჰარუნ კალიდან. როდესაც მისი მშობლები დაიხოცნენ ის გადასცეს ჯედაების ორდენს.
პირველ წლებში მისი მასწავლებელი იყო იოდა, ხოლო პადავანობის პერიოდში კი ჯედაი ტრა საა.
ადრეულ ასაკში იგი ხვეწდა მის უჩვეულო ნიჭს, რაც გამოიხატებოდა ძალის გაშიფვრაში და სუსტი წერტილების დანახვაში, იგი ხედავდა წამიერ გაელვებებს მისი მომავლიდან, რამაც დიდი გავლენა მისი განვითარებაში და მახვილის ხმარების დაოსტატებაში.
14 წლის ასაკში ის უკვე საუკეთესო იყო თანატოლებს შორის, საბჭო მასზე დიდი იმედებს ამყარებდა, თუმცა მიუხედავად ამისა მას ჯერ არ ჰქონდა თავისი სინათლის მახვილი აწყობილი. შეატყობინა საბჭოს, რომ სურდა ნამდვილ დავალებაზე გაეშვათ, რათა ეპოვა ნაწილები მისი მოამვალი სინათლის მახვილისათვის.
საბჭომ იგი ჰურიკეინზე გააგზავნა. ადგილობრივებმა იგი სპეციალური კრისტალით დააჯილდოვეს. ვინდუმ კრისტალი მახვილის ასაწყობად გამოიყენა.
ამის შემდგომ ვინდუს ბევრ საპასუხისმგებლო მისიაზე აგზავნიდნენ.
მას ჰქონდა ყველასაგან გამორჩეული იისფერი სინათლის მახვილი.
ჯედაი მასტერი„მე შევქმენი ვააპადი, რათა ვუპასუხო ჩემს სისუსტეებს, რაც საკუთარ ბნელ მხარეს გარდაქმნის ნათელ ძალად“ - მეის ვინდუ ობივან კენობის.
მან მალე გადალახა ყველა გამოცდა და მიიღო ჯედაი ოსტატის (მასტერის წოდება), 28 წლის ასაკში მიიწვიეს საბჭოში, რაც ამ ასაკისათვის უდიდეს მიღწევად ითვლებოდა. შემდგომ იგი გახდა მთილანი ჯედაების ორდენის ხელმძღვანელი.
ვინდუს გასაოგნებელი საბღძოლო შესაძლებლობების გარდა ჰქონდა იშვიათი უნარი დაენახა „შათერპოინტები“, ამ ხილვებით შესაძლებელი იყო როგორც კატასტროფების არიდება, ბრძლების მოგება, ძალის გაშიფრვა.
ლეგენდარულ მებრძოლთან ერტად, რომელსაც ჰქონდა განსაკუტრებული მგრძნობელობა ძალის მიმართ, იგი იყო ასევე გამორჩეული მცოდნე ისტორიისა და ფილოსოფიის, გმაოირჩეოდა დიპლომატიური შესაძლებლობებით.
კლონების ომიჯეანოსისი
„წვეულება დამთავრდა“ - მეის ვინდუ გრაფ დუკუს (დარტ ტირანუსს)
22 წელს იავინის ბრძოლამდე მოხდა დიდი შეტაკება რესპუბლიკასა და სეპარატისტებს შორის პლანეტა ჯეანოსისზე. სეპატარისტებმა შეიპყრეს ენიკენ სკაიუოკერი, ობივან კენობი, პადმე ამიდალა. ისინი უკვე არენაზე ჰყავდათ და განაჩენის სისრულეში მოყვანას ელოდებოდნენ, როდესაც გამოჩნდა ვინდუ ჯედაებთან ერთად და დაიწყო ბრძოლა. მეის ვინდუმ მოკლა ჯანგო ფეტი, რაც ბობა ფეტმა დაინახა და დაიფიცა, რომ შურს იძიებდა და მოკლავდა ვინდუს.

დროიდებმა ისინი ალყაში მოაქციეს, მაგრამ გრანდ მასტერმა იოდამ და კლონების არმიამ დროზე მაოხერხეს დახმარება და დაამარცხეს არენაზე მყოფი დროიდები.
ბრძოლა უდაბნოში გაგრძელდა ვინდუს ლიდერობით.
ამ ბრძოლის შემდგომ ვინდუმ წოდება „ორდენის ხემლძღვანელი“ გადასცა იოდას, ვინაიდან იგი ატარებდა გრანდ მასტერის წოდებას.
„ჩვენ შეიძლება ვერ გავიმარჯვოთ, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ“ - მეის ვინდუ.
რამდენიმე თვის მერე ჯეანოსის ბრძოლიდან, ვინდუს ყოფილი მოსწავლე სორა ბულკი, მოტყუებით ასაჟ ვენტრესმა გადაიყვანა ბნელ მხარეს, მოატყუა, რომ მისი მოსწავლე ვინდუმ მოაკვლევინა თავად ვენტრესს.
როდესაც ვინდუ ჩავიდა პლანეტა რულზე და დაინახა ვენტრესის ხომალდი მიხვდა, რომ სორას ნებართვის გარეშე იგი აქ ვერ იქნებოდა...
როდესაც ვინდუ მივიდა სორასთან, იგი თავის მოკლულ პადავანთან იყო და მას ადანაშაულებდა ამაში. ვინდუ მიხვდა რომ მისი ყოფილი მოსწავლე ბნელ მხარეს იყო გადასული, რაც ბულკმა არც უარყო..

დაიწყო ბრძოლა, ვინდუმ იგრძნო, რომ სხვა ჯედაები საფრთხეშ იყვნენ და ბრძოლა მალევე დაამთავრა სორასთან, ძალის გამოყენებით ნანგრევები დააყარა..
გაემართა ვენტრესისკენ, რომელიც ერთ-ერთ ჯედაის ებრძოლებოდა,ხოლო ჯედაი რად ტარნი მკვდარი იყო. ვინდუს და ვენტრესის ბრძოლა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, რადგან ვენტრესი მიხვდა, რომ მას შანსი არ ჰქონდა და გაიქცა.
ვინდუ გადარჩენილ ჯედაისთან ერთად კორუსანტზე დაბრუნდა.
უმაღლესი გენერალივინდუ კლონების ომის დროს ხელმძღვანელობდა 157-ე ლეგიონს ალფა არმიასთან ერთად, იბრძოდა ბევრს ფრონტზე, გამარჯვება მოიპოვა დანტუინის ბრძოლაში. მარტომ დაამარცხა B2 super battle droids არმია და სეისმური ტანკი.
ბრძოლა კორუსანტზე„ერთხელ ერთმა ძალიან ძალიან ბრძენმა ჯედაიმ მითრა, რომ მთავარი არ იყო გამარჯვება, შეიძლება ვერ გავიმარჯვოთ, მაგრამ უდნა ვიბრძოლოთ!“ - ობივან კენობი მეის ვინდუს.
კლონების ომის დადასრულისკენ გრივუსმმა თავდასხმა მოაწყო კორუსანტზე, ბრძოლის დროს ვინდუ მარტავდა საკუთარ გამანადგურებელს, რომლითაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენს მტრის არმიას, შემდგომ კი ერთ-ერთ დროიდ განამადგურებელზე მოიპოვა კონტროლი და იმით განაგრძო ბრძოლა.
შემდგომ შეუერთდა იოდას და ისინი ერთად იგერიებდნენ მტრის არმიას,

თან ცდილობდნენ მიმხვდარიყვნენ თუ რატომ არ ცდილობდა სეპატარისტთა არმის ჯედაების ტაძრის ან სენატის დაკავებას.. მიხვდნენ რომ ეს იყო ეს ყველაფერი იყო ყურადღებსი გასაფანტად და სინამვილეში ნამდვილი სამიზნე კანცლერი პალპატინი იყო. ამასობაში გრივუსმა მოასწრო კანცლერის ხელში ჩაგდება. აფრენას აპირებდა ხომალდი, როდესაც ვინდუ გამოჩნდა, გრივუსი შეტრიალდა მისკენ, მაგრამ ვინდუმ ძალის გამოყენებით იგი დაკუჭა, დაუზიანა აბჯარი და ორგანოები. გრივუსი შებრუნდა ხომალდში და გაიქცა. ფორს ქრაში იყო ერთ ერთი ყველაზე ბნელი ძალაა, რაც ეჯდაებისთვისაა ცნობილი და შეიძლება სითჰებისთვისაც. ვინდუს ამ მოქმედებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია.

სკაიუოკერი და კენობი გაემართნენ კანცლერის დასახსნელად.
ვინდუ ხვდებოდა, რომ კანცლერის მმართველობა დიქტატურას ემსგავსებოდა, სენატს მხოლოდ ფორმალური მრჩევლის როლი ჰქონდა. საბჭომ კორუსანტის ომის შემდგომ გადაწყვიტა, რომ გენერალ გრივუსის განადგურების შემდგომ კანცლერი თუ არ დათმობდა ძალაუფლებას, ჯედაები ამას ძალით გააკეთებინებდნენ. ვინდუმ აღნიშნა, რომ სენატზე მათ უნდა აეღოთ მმართველობა, რათა მშვიდობიანად ცაევლო ყველაფერს.
როდესაც მოვიდა ცნობა, რომ გენერალმა კენობიმ დაამარცხა გრივუსი, ვინდუ საბჭოს წევრებთან ერტად მიემართებოდა პალპატინტან, რათა ჩამოერთმია ძალაუფლება, ამ დროს გამოჩნდა ენეკინი და აცნობა მას, რომ კანცლერი პალპატინი სითჰების ბნელი ლორდი სიდიუსი იყო.
საბოლოო ბრძოლა
„გალაქტიკის რესპუბლიკის სენატის სახელით, თქვენ დაპატიმრებული ხართ!“ - მეის ვინდუ კანცლერ პალპატინს.
კანცლერმა გამოსცა ცხოველური ხმა და ნახტომი გააკეთა ჯედაებისკენ. წითელი ფერის მახვილით მოკლა აგენ კოლარი, შემდეგ საესე ტინი, კიტ ფისტო მისმა ში ჩუნის ოსტატობამაც კი ვერ გადაარჩინა.. ვინდუ მარტო დარჩა ბნელი ლორდის წინააღმდეგ.

მეის ვინდუმ ვააპადის გამოყენებით ებრძოდა სიდიუსს, ასევე „შათერპოინტის“ გამოყენებით დაინახა მისი სიუსტე და აიძულა სიდიუსი რომ ძალაზე გაეკეთებინა კონცენტრაცია, სისწრაფის ნაცვლად, რაც საბოლოოდ სათავისოდ გამოიყენა ვინდუმ , ფეხი აკრა სახეში და ძირს დააგდო. სიდიუსს საბერი გადაუვარდა, გამარჯვება ვინდუს ხელში იყო, რომ არა ....
ენეკინ სკაიუოკერი გამოჩნდა ბრძოლის ადგილას, საბოლოოდ გადავიდა ბნელ მხარეს და როდესაც ვინდუს საბოლოო დარტყმა უნდა განეხორციელებინა, ხელი მოაჭრა მოულოდნელად რა დროსაც სიდიუსმა დრო იხელთა და ელვის ძალის გამოყენებით მოკლა ვინდუ.
53 წელი ჯედაების ორდენში მსახურობის შემდეგ მეის ვინდუ მკვდარი იყო, დაიწყო ჯედაების მასშტაბური ჟლეტა..
ძალა და შესაძლებლობები„ვააპადი არის აგრესიული ძლიერი და ამავე დროს ძალიან საშიში, მისი გამოყენება გზას უხსნის შინაგან ბნელ მხარეს. ვააპადის გამოყენებას ჯედაიმ საკუთარ ნება უნდა მისცეს სიამოვნება მიიღოს ბრძოლისგან, დადგეს შიშზე მაღლა.“ -- მეის ვინდუ ვააპადზე.

მეის ვინდუ იყო შეუდარებელი მებრძოლი, იგი განიხილებოდა როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სინათლის მახვილის ოსტატი მთელს ჯედაების ისტორიაში. იგი ფლობდა ბრძოლის საეობის შვიდივე ფორმას და რაც მთავარია მისივე შექმნილ მომაკვდინებელ ვააპადს.
იგი იყო ერთადერთი ჯედაი, რომელიც სრულად ფლობდა ბრძოლის ამ ფორმას, მისმა მოსწავლეებმა სორა დულკმა და დეპა ბილაბამ ეს ვერ მაოხერხეს და ძალის ბნელ მხარეზე გადავიდნენ.
მისი უნიკალური ბრძოლის საეობის, ვააპადის გამოუყენებლადაც კი მხოლოდ იოდასა და დუკუს შეეძლოთ მასთან ბრძოლა.
ბოზპიტის ბრძოლისას ვინდუმ ასევე მოახერხა დარტ ტირანუსთან ბრძოლა, მაგრამ ისევე როგორც ვენტრესი, დუკუც მარცხდებოდა და გაიქცა.
მეის ვინდუს ჰქონდა უნარი აეჩქარებინა ძალა იმ დონემდე, რომ 6 დარტყმა განეხორციელებინა მოწინააღმდეგისათვის სანამ ის თვალს დაახამხამებდა. დანტუინზე, როდესაც მან დაკარდა მახვილი, სწორედ ძალის აჩქარების მეშვეობის გაუმკლავდა სუპერდროიდების არმიას.

შეეძლო ძალიან დიდი სიმძმე გადაეადგილებინა.
აღსანიშნავია მისი უნარი ბნელი ძალისათვის გაეწია წინააღმდეგობა, მაშინ როდესაც გარკვეულ მომენტებში მის შინაგან ბნელ ძალას იყენებდა ნათელ მხარეს, ვააპადთან ერთად ფორს ქრაშსაც.
ვინდუს ჰქონდა უნარი მოეხდინა ძალის კონცენტრაცია საკუტარ სხეულში და აჩქარებასთან ერთად ძალიან დიიდი ნახტომები გაეკეტებინა დიდი ტვირთით და შორ მანძლზეც კი.
ჰქონდა ძალა გამოეყენებინა ფორს ვეივი. იგი ამ ძლაას იყენებდა აქტიურად დანტუინზე და კორუსანტზე, გრივუსის თავდასხმისას.

ტელეკინესის შესაძლებლობები იყო განსაცვიფრებელი, მან რილოტის ბრძოლისას

შეაჩერა თავისუფლად.
გარდა ამისა ჰქონდა უნარი დაენახა მოწინააღმდეგის სისუტეები და წყარო, თუ საიდან მოდის ეს სისუსტე, მისი ეს უნარი დაეხმარა მას სიდიუსთან ბრძოლაში.
დანარჩენს მერე დავდებ, ესეც საკმარისია გმონი იმის დასანახად რა შეეძლო....
This post has been edited by layne on 4 Dec 2010, 05:22