იოდა
"ზომას მნიშვნელობა არ აქვს. შემომხედე, ზომით მაფასებ? ჰმმ.. ჩემი მოკავშირე ძალაა, ძლევამოსილი მოკავშირე." - იოდა ლუკ სკაიუოკერსიოდა იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძლევამოსილი ჯედაი გალაქტიკის ისტორიაში, სახელგანთქმული ლეგენდარული სიბრძნის, ძალის ფლობისა და ლაზერული ხმლით ფარიკაობის ოსტატობის გამო. ის იყო ჯედაების უმალესი საბჭოს წევრი გალაქტიკური რესპუბლიკის ბოლო საუკუნეებში, მანამდე კი ჯედაების ორდენის დიდი ოსტატი კლონების ომის და შემდგომ პერიოდში. საუკუნეების განმავლობაში გალაქტიკის სამსახურში მყოფი იოდას ხელში გამოიარა ორდენის ჯედაების უმეტესობამ, მათ შორის ობი-ვან კენობიმ, კი-ადი-მუნდიმ და ოპო რანცისისმა.
სიმაღლეში 66 სმ სიმაღლის იოდა უცნობი რასის წარმომადგენელი იყო, მამრობითი სქესის. ის შესანიშნავად ფლობდა IV ფორმის (ატარუს) აკრობატულ ტექნიკას. ის დახვეწილი იყო ასევე ყველა სხვა სახის ორთაბრძოლებში, გარდა ფარიკაობის VII ფორმისა. მისთვის პრიორიტეტი იყო ახალგაზრდა მეომრების გაწვრთნა და როგორც კი შანსი მიეცემოდა, უზიარებდა მათ საკუთარ გამოცდილებას. თუმცა უნაკლო არც იოდა იყო, შეცდომა მანაც დაუშვა, როცა ვერ მიხვდა, რომ კლონების ომში უმაღლესი კანცლერის პალპატინის ხელი ერია და ასევე ის იყო სითჰების მეთაური დართ სიდიუსი. ის იყო იმ მცირერიცხოვან ჯედაებს შორის, რომელიც გადაურჩა პალპატინის მიერ მოწყობილ ჯედაების დიდ წმენდას, რის შემდეგაც ის დაგობას პლანეტაზე გადასახლდა.
იოდამ გაწვრთნა ლუკ სკაიუოკერიც, რომელმაც მოგვიანებით იოდასგან მიღებული ცოდნა გამოიყენა ჯედაების ახალი ორდენის შესაქმნელად, მას შემდეგ რაც დართ ვეიდერი დაამარცხა. სიკვდილის შემდეგ იოდა ძალას შეუერთდა და ლუკის მიღებულ ახალ კონსტიტუციაში ის მოიხსენიებოდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ოსტატი.
ბიოგრაფია"ესაა სიბერის ნაკლი: გახსოვდეს, რა უთხრა ერთმა ახალგაზრდამ მეორეს" - იოდაიოდას ახალგაზრდობაზე ინფორმაცია მწირია, თუმცა რაღაც დეტალები ცნობილია. შორეულ პლანეტაზე დაბადებულმა იოდამ არც იცოდა, რომ ძალის მიმართ იყო მგრძნობიარე. მან ჰუმანოიდ მეგობართან ერთად დატოვა პლანეტა და გაეშურა კორის სამყაროსკენ, რათა სამუშაო ეშოვნა. გზაში ძველ ხომალდს დიდი ასტეროიდი შეეჯახა და ისე დააზიანა, რომ შეკეთება შეუძლებელი იყო. რამდენიმე დღე ასე იყვნენ, საკვებიც გამოელიათ, ბოლოს კი ერთ-ერთ ჭაობიან პლანეტაზე დაეშვნენ, რომელიც სქელი ნისლით იყო დაფარული.
დელ გორმო წვრთნის იოდასპლანეტაზე რამდენიმე დღე დაყვეს, შემდეგ კი ჰისალრიანების რასის წარმომადგენელმა ჯედაების ოსტატმა ნ'კატა დელ გორმომ იპოვა. მან ორივეში დაფარული ტალანტი შენიშნა და სახლში წაიყვანა, სადაც ჯედაების ოსტატობას ასწავლიდა. როცა წვრთნა დასრულდა, გალაქტიკური რესპუბლიკის ხომალდმა მიიღო მათი სიგნალი და დაეშვა პლანეტაზე მათ წასაყვანად. ახლა უკვე ორივე მათგანი ჯედაი იყო.
ჯედაების ოსტატი"გინდა საიდუმლო გაგანდო? მე ჯედაების ორდენის დიდი ოსტატი ვარ. ეს სამუშაო ლატარეაში მოვიგე. ვინ წარმოიდგენდა ამას, იოდა? ოსტატმა იოდამ ეს იცის, ეს მისი სამუშაოა" - იოდა796 წელს ი.ბ.-მდე იოდამ ჯედაების ოსტატის ტიტული მიიღო და დაიწყო მოწაფეების გაწვრთნა. 1 საუკუნის შემდეგ პლანეტა დატომირზე დაშვებისას იოდა სხვა ჯედაებთან ერთად ებრძოდა დატომირის გრძნეულებს. იოდამ იწინასწარმეტყველა, რომ მომავალში პლანეტაზე მოვიდოდა ჯედაი, რომელიც მას გაწმენდდა ბოროტი ძალისგან. ეს მოხდა ი.ბ.შ. 8 წელს, როცა იოდას ბოლო მოწაფე, ლუკ სკაიუოკერი ჩავიდა დატომირზე და შეასრულა ოსტატის წინასწარმეტყველება.
ი.ბ.-მდე 482 წელს იოდა პლანეტა კუშიბას ეწვია ახალი პადავანების აღმოსაჩენად. იქ კუშიბანთან ერთად იკრიტიც აღმოაჩინა, რომელიც ჯედაიდ გაწვრთნა. ი.ბ.-მდე 400 წელს, როცა ბელდორიონმა დატოვა ჯედაების ორდენი, იოდა ითვლებოდა ერთ-ერთ უდიდეს ოსტატად ისტორიაში, ნომი სანრაიდერსა და თონთან ერთად, რომლებიც 3500 წლით ადრე ცხოვრობდნენ.
ი.ბ.-მდე 200 წელს იოდამ სხვა ჯედაებთან ერთად აღმოაჩინა, რომ ძალის ფორმა იცვლებოდა, ბნელი და საეჭვო ხდებოდა. ჯედაების უმაღლესმა საბჭომ, რომელის უფროსი წევრიც უკვე იყო იოდა, დაადგინა, რომ ბნელი ძალის მხარე ძლიერდებოდა. საბჭომ ივარაუდა, რომ ეს სითჰების გავლენით ხდებოდა, იოდას აზრით კი, ეს რჩეულის დაბადების მოახლოებას მოასწავებდა, რომელსაც ბალანსი უნდა დაემყარებინა სამყაროში. ჯედაების ნაწილი შეეწინააღმდეგა და განუდგა ამ თეორიას, და შექმნეს სექტა პოტენტიუმი. მათი ერესი დაგმო საბჭომ და იოდას ხელმძღვანელობით ი.ბ.-მდე 130 წელს საბჭოდან გარიცხეს.
ი.ბ.-მდე დაახ. 171 წელს იოდა ესტუმრა პლანეტა ძველ ცესტუსს და ადგილობრივი რასა იხსნა კატასტროფისგან. ი.ბ.-მდე 133-69 წლებში შეეცადა დაენახა ბირქ დიშკავას მომავალი, რომელიც პადავანი იყო და უკვალოდ გაქრა. სამწუხაროდ, ხელმოსაჭიდი ინფორმაცია ვერ მოიპოვა.
იოდა და დუკუ
პლანეტა სერენოს მცხოვრები დუკუ პადავანად აიყვანეს, იოდა დაინტერესდა მისით და ხშირად მისი მრჩეველიც იყო. დუკუ ისე დაოსტატდა ლაზერული ხმლით ფარიკაობაში, რომ ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგები მისთვის მხოლოდ იოდა და მეის ვინდუ იყვნენ. მოგვიანებით იოდამ გაწვრთნა ასევე კინ დრელინგი, რომელიც ჯედაების ტაძრის ხმლით ბრძოლის ოსტატი გახდა.
იინჩორების ამბოხი
საბჭომ შეიტყო იინჩორების ამბოხზეი.ბ.-მდე 33 წელს ჯედაების საბჭომ მიიღო შეტყობინება მაივიჩ 7-ის შეტაკების შესახებ, რომელიც იინჩორების წაქეზებით ხდებოდა. უმაღლესმა კაცლერმა ფინის ვალორუმმა სთხოვა მეის ვინდუს, გაეგზავნა ჯედაები და მოლაპარაკება ეწარმოებინა იინჩორებთან. იინჩორებმა ორი ჯედაი დახოცეს და მათი დასახიჩრებული სხეული უკან გააგზავნეს. საბჭომ 12 ჯედაისგან რაზმი შექმნა, რომელსაც მეის ვინდუ ჩაუდგა სათავეში. იოდა გრძნობდა, რომ ბნელი ძალა მათზე თავდასხმას განახორციელებდა. მართლად, იინჩორებმა ჯედაების ტაძარზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ჯედაებსა და იინჩორებს შორის ბრძოლა დაიწყო,რომელშიც იოდამაც მიიღო მონაწილეობა. იინჩორებიდან თითქმის ყველა დაიხოცა, ჯედაებიდან კი მხოლოდ ორი: ჯუდ როზესი და ტიერენ ნიე-ტანი. გადარჩენილი იინჩორების დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო, მათ თქვეს რომ მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ. იოდა მივიდა დასკვნამდე, რომ ამაში სხვა ძალის ხელი ერია, იინჩორები კი უბრალოდ გამოიყენეს. მალე ოსტატმა მეის ვინდუმ შეატყობინა იოდას, რომ ოსტატ იადლის წყალობით მიაგნეს იინჩორების მეთაურს, რომელიც მალევე გაანადგურეს.
იოდა იინჩორის მოკვლისასნაბუზე შეჭრა"ორი აზრი არაა, რომ უცნობი მეომარი სითჰი იყო.
ყოველთვის ორნი არიან, არც მეტი არც ნაკლები: მასწავლებელი და შეგირდი.
მაგრამ ვინ განადგურდა, მასწავლებელი თუ შეგირდი?"
იოდა და მეის ვინდუ დართ მოლის შესახები.ბ.-მდე 32 წელს გალაქტიკის სენატმა გამოსცა კანონი, რომელიც ეხებოდა სავაჭრო გზების ბეგარას შეეხებოდა. რათა დაესუსტებინათ სავაჭრო ფედერაცია, რომელიც თანდათან იკრებდა ძალას. ფედერაციამ საბრძოლო დროიდებისგან არმია შექმნა, მწყობრში მოიყვანა ხომალდების ფლოტი და ნაბუს ბლოკადა მოახდინა. დედოფალმა ამიდალამ დახმარება რესპუბლიკას სთხოვა, უმაღლესმა კაცლერმა ფინის ვალორუმმა იოდასა და საბჭოს ჯედაების გაგზავნა დაავალა მოლაპარაკების საწარმოებლად. საბჭომ გაგზავნა კვაი-გონ ჯინი და ობი-ვან კენობი. ფედერაციამ მათი დახოცვა სცადა და ნაბუს დაპყრობა დაიწყო. ჯედაებმა მოახერხეს გაქცევა და დედოფალი ამიდალაც გაიყოლეს.
პლანეტა კორუსკანტზე დაბრუნებისას კვაი-გონ ჯინმა ახალგაზრდა ენეკინ სკაიუოკერი წარუდგინა საბჭოს, და მისი გაწვრთნა მოითხოვა. ამ წინადადების უარყოფაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იოდამ, მას მიაჩნდა, რომ მონობის წლების გამო ბიჭი ძალიან გატანჯული იყო და ამასთან, დედაზე მოგონებები მუდმივად თან სდევდა. ბიჭის მომავალი იოდას აზრით, ბურუსით იყო მოცული. კვაი-გონ ჯინი კი ირწმუნებოდა, რომ ბიჭი რჩეული იყო და მას უნდა დაემყარებინა ბალანსი ძალებს შორის.
კვაი-გონ ჯინმა ასევე მოიტანა ცნობა სითჰის დაბრუნების შესახებ იმ დროს როცა ის და დედოფლის გარემოცვა ემზადებოდა პლანეტა ტატუნის დასატოვრბლად მას შემდეგ რაც ხომალდი შეაკეთეს. დედოფალმა ამიდალამ ნაბუზე დაბრუნებისას მოაწყო აჯანყება სავაჭრო ფედერაციის საქმიანობის წინააღმდეგ, რომელიც წარმატებული გამოდგა. ამ ბრძოლაში დაიღუპა კვაი-გონ ჯინი, მისი მკვლელი კი ობი-ვან კენობიმ იმსხვერპლა. ამით ნათელი გახდა, რომ სითჰი დაბრუნებულიყო, თუმცა ბუნდოვანი რჩებოდა, ობი-ვან კენობის მიერ მოკლული მასწავლებელი იყო თუ შეგირდი.
მალე ნაბუს სენატორი პალპატინი აირჩიეს გალაქტიკური რესპუბლიკის უმაღლეს კანცლერად. ამასთან, საბჭომ არ გაითვალისწინა იოდას თხოვნა და ენეკინის გაწვრთნა ობი-ვანს დაავალეს.
იოდა, კენობი და ენეკინი მავანზე მისიისასნაბუს ამბებიდან 6 წლის შემდეგ იოდა ობი-ვანთან, ენეკინთან და იადლთან ერთად მავანზე ჩავიდა. მიზანი იყო, ბოლო მოეღოთ დაპირისპირებებისთვის. ეს მახე აღმოჩნდა მათთვის. ენეკინის შეპყროისას მან გაათავისუფლა სასიკვდილო ქიმიური იარაღი, რომელმაც იადლი მოკლა. თუმცა მანამდე მან ქალაქ ნათანის გადარჩენა მოახერხა. იარაღის თავდაპირველი მიზანი იყო ენეკინისა და ობი-ვანის მოკვლა, თუმცა მარცხი განიცადა. ენეკინმა და ობი-ვანმა მშვიდობა დაამყარეს მავანზე, მაგრამ ენეკინი დამნაშავედ გრძნობდა თავს საბჭოს წევრის მკვლელობის გამო.
=================
დანარჩენს მერე გავაგრძელებ