მდაჰ.
ველოდი რაღაც ახალს და ნათელ წერტილს, უკუნითში.
მაგრამ იმედები უფრო გამიცრუვდა ვიდრე გამიმართლდდა

.
ძალიან მშრალი და მდორე ფილმი იყო, საათი და 15 წუთი გადის და დამღალა ღმერთოჩემო.
ეს ბავშვების მთავარ როლში გადაღება ამ ბოლო დროს ქართულ კინემატოგრაფიაში სინდრომად გვექცა თუ მოდაში შემოვიდა?
რავი, ძალიან ზედაპირული და არააქტუალური კი არა, ძალიან ისე, ცალყბად ამბობს სათქმელს.
პრობლემის წინაშე არ გაყენებს პირისპირ და მტკივნეულ ადგილზე არ გირტყავს.
მე რამოდენიმე მომენტი ვერ გავიგე ფილმში.
იმ ბიჭებს იქ, რატო მისცა ფული, როცა მამა ახლდა თანს? ამხელა ყაზილარი გვერდში ყავდა, დავიჯერო ვერ დაიცავდა?
რატო დაუწყო რტყმევა არყის ცეხის მეპატრონეს?
თითქოს ვერსია დაიწერა დედას რომ უყვიროდაო. ჯერ ერთი მას შემდეგ საკმაო დრო იყო გასული. მერე მეორე არასამართლიანად უყვიროდა?
ჩემის აზრით, მანქანაში სიმართლე რომ უთხრა, არსად შენი წამყვანი არ არის მამაშენიო, ეს იყო ბავშვის გაბრაზებისა და იერიშის მიზეზი
მოკედ სუსტი ფილმია
და კიდე. იქნებ განათების ნორმალურად დაყენება ისწავლონ

.