ერთ ფილმს ვეძებ, არც სახელი მახსოვს, არც მთავარი როლის შემსრულებელი, მახსოვდა რომ შონ პენი თამაშობდა მარა ვერ ვნახე მის ფილმებში, იქნებ დამეხმაროთ შინაარსის მიხედვით თუ გაიხსენებთ სახელს, თუმცა შინაარსიც ცუდად მახსოვს

მარა ვეცდები მიგახვედროთ თუ გაქვთ ნანახი
ესეიგი, ქალი, რომელსაც ჰყავს მდიდარი, მაგრამ მოხუცი ქმარი, თავის ქალიშვილთან ერთად გადაწყვეტს რომ ფული გამოსძალოს ქმარს და ვიღაც ტიპს (ეს ტიპი მახსოვდა შონ პენი) შესთავაზებს რომ გაითამაშოს ამ ქალის შვილის მოტაცება და ქმარს მოთხოვოს გამოსასყიდი, ამ ქალს იმედი აქვს რომ ქმარი უყოყმანოდ გადაიხიდის თანხას შვილის გამოსასხნელად, ეს თანხა კიდე სინამდვილეში ამ ქალმა უნდა მიიღოს, მარა ეს ვითომ გამტაცებელი ბევრ შეცდომას უშვებს, პოლიციაც ერთვება საქმეში და საბოლოოდ არაფერი გამოსდით
თუ მიხვდით ვინმე რა ფილმზე ვამბობ?

სახელი თუ გახსოვთ, ან ვინ თამაშობს რომ მოვძებნო
There is no dark side of the moon really. Matter of fact it's all dark...