ვაიმეეეე, ხალხოოო, ამ წამს მოვედი იმ სახინკლიდან, რომელზედაც ქლუნჩხი ამბობს. ჩემი უსაყვარლესი სახინკლეა და დღეს სტუმრები წავიყვანეთ. ნუ, აი, არც ვიცი როგორ აღვწერო ის, თუ როგორი გაოცებულნი დარჩნენ ჩვენი სამზარეულოსაგან. მთელი მსოფლიო აქვთ მოვლილი, მაგრამ ასეთი გენიალური კერძები ცხოვრებაში არ მიგვირთმევიაო. ამის შემდეგ რუსეთში ვერც ერთს საჭმელს ვერ გავეკარებითო.

ღვინოზე საუბარი აღარ მაქვს. ღვინის სახლში სადეგუსტაციო დარბაზში გავასინჯეთ სხვადასხვა სახეობის ღვინოები და ძლივს ავაყენეთ, ისე მოეწონათ.

ეგრევე შეიძინეს რამდენიმე ბოთლი.
ისეთი გაგიჟებულები და დაშოკილები არიან, წასვლა აღარ უნდათ საქართველოდან. ჩვენი ნება რომ იყოს, 7 დღით კი არა, 7 თვით დავრჩებოდითო.
ისედაც, თავად ქალაქითაც აღფრთოვანებულნი არიან. ერთი სიტყვით, სხვადასხვა ეგზოტიკური ქვეყნების (სინგაპური, ტაილანდი და ა. შ.) ნახვით გაოცებულები კიდევ უფრო გაოცებულნი დარჩნენ ჩვენი ქვეყნით.

ისე გვგონია, თითქოს 2 დღე კი არა, დიდი ხანია, აქ ვცხოვრობთ.

ასე რომ, აუცილებლად იმ სახინკლეში წავიდეთ. მართალია, წინაზე ბოლოს ცოტა მუსიკამ შეგვიშალა ხელი, რომელსაც გვერდითა დარბაზში უკრავდნენ, მაგრამ დღეს არანაირი მუსიკა არ ყოფილა, ეტყობა იმ დღეს შეკვეთით უკრავდნენ, თორემ აქ მუსიკა იშვიათობაა.
ისეთ მაგარ ხასიათზე ვარ, გადმოცემა მიჭირს.

და იმედი მაქვს, მაპატიებთ ამ ოფტოპიკებს. უბრალოდ, შვებულებაში ვარ ჯედაი და შთაბეჭდილებებს გიზიარებთ.
This post has been edited by Drakula on 5 Jan 2011, 22:55
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.