ჯედაი გრანდ ოსტატი დრაკულა ოფიციალურად დაბრუნდა გალაქტიკაში! 
როგორ ხართ, მონატრებულო ადამიანებო?

მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ იმაზე, თუ როგორ ვარ, ვინაიდან ამ 8 დღის განმავლობაში ისეთი სიამოვნება მივიღე, რომელიც, მემგონი, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ფაქტობრივად, არასდროს მიმიღია (ყოველ შემთხვევაში, ერთბაშად ასეთი დოზით).
რაც მთავარია, თავად ჩემი ბიზაშვილი და მისი მეუღლე აღფრთოვანებულნი დარჩნენ ყველაფრით (და თვითონაც არა ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს): დაწყებული ქალაქით, დამთავრებული ქართული კერძებით. გუშინ დილის 8-ის ნახევარზე გავაცილეთ, მაგრამ მთელი დღე ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდით, რომ საერთოდ არაფრის თავი გვქონდა.

თუმცა, ასეთი მოწონების შედეგად უკვე ისიც კი გადაწყვიტეს, რომ ზაფხულში აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე ჩამოვლენ და ქობულეთში ნაკვეთის შეძენაც კი სურთ!

ერთი სიტყვით, დაუვიწყარი 8 დღე გავატარე და უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ნათესავები მყავს.

აბა ახლა მითხარით, თქვენ როგორ ხართ? თქვენც და თემაც ძალიან (!!!!) მომენატრა! მიუხედავად იმისა, რომ შიგადაშიგ, ღამე სახლში მოსვლის შემდეგ, თვალს ვავლებდი ახალ გვერდებს, დაპოსტვის ვერც თავი და ვერც დრო მქონდა.

დღეს ახალ თემის ნაწილს მოველოდი უკვე და ძალიან გამიხარდა, რომ შესაძლებლობა მაქვს, ისევ ძველ თემაში/ნაწილში დავპოსტო.

=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=
ეს კი უბრალოდ, ბიძაშვილისა და მისი ქმრის ორი ფოტო, რომლებიც უზომოდ მომწონს.

პირველ ფოტოზე - უგემრიელესი ღვინის დეგუსტაციაზე, მეორე ფოტო კი ისედაც გასაგებია.


This post has been edited by Drakula on 13 Jan 2011, 10:12
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.