პიროვნული შტრიხები
"ჩემით! თუ არადა, არ დაგეხმარები"
იოდამოსწავლეების წვრთნისას იოდა იყო როგორც ძალიან მკაცრი, ასევე მოხუცი ბაბუასავით კეთილი. წვრთნიდა მათ უკიდურესად ძნელი სავარჯიშოებით, მალევე კი სითბოდ იღვრებოდა. თავიდან ბევრი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა შემდეგ ხვდებოდნენ ბრძენი ოსტატის ქმედების სისწორეს და უხმოდ ემორჩილებოდნენ. ჯედაების საბჭოს წევრებსა და კოლეგებში ცნობილი იყო როგორც უწყინარი ხუმრობებისკენ მიდრეკილების მქონე.
კლონების ომისას ის ფიქრობდა, რომ თვით ქუინლან ვოსიცა და დუკუც კი შეიძლება ბნელი ძალიდან ისევ ნათელ მხარეში გადმოსულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ სითჰების სწავლების ქვეშ იყვნენ მოქცეულნი.
ქუინლან ვოსიმაგრამ დუკუსთან მარცხმა, იმპერიის აღზევებამ და ჯედაების დიდმა წმენდამ აზრი შეაცვლევინა და სწორედ ამიტომ გააფრთხილა ლუკ სკაიუოკერი: "როგორც კი დაიწყებ ბნელი ძალის ბილიკზე სიარულს, შენი ბედისწერა ბოლომდე მას დაექვემდებარება."
იოდა საუბრობდა უცნაურ აქცენტზე, ზმნებს აყენებდა ობიექტისა და სუბიექტის შემდეგ. მისი რასის წარმომადგენლებიდან ზოგს (მაგალითად, იადლს) იგივე აქცენტი ჰქონდა, მაგრამ არა ყველას (მაგალითად ვანდარ ტოკარეს). როგორ ჩანს, ეს მისი რასისთვის დამახასიათებელი აუცილებელი შტრიხი არ ყოფილა.

ვანდარი & იადლისიცოცხლის ბოლო წლებში იოდა სასიარულოდ იყენებდა ჯოხს, თუმცა მკვირცხლად მოძრაობა და დიდი საგნების აწევა ისევ შეეძლო ძალის დამხარებით. კიდევ ერთი რამ, დამახასიათებელი იოდასთვის იყო ბლისლი, რომელსაც დაგობაზე ყოფნისას კისერზე იხვევდა ხოლმე.
ბლისლიკლონების ომში იყენებდა კიბუკსაც, რომელიც კაშიიკის პრინცესისგან საჩუქრად ჰქონდა მიღებული.
ძალა და უნარი 
"დიდ მეომარს ვეძებ"
ლუკ სკაიუოკერიძალის ფლობაში იოდა ერთ-ერთი ყველაზე დახელოვნებული ჯედაი იყო გალაქტიკის ისტორიაში. ძლევამოსილი ბნელი ჯედაი ასაჟ ვენტრესი მან ერთი მოძრაობით განაიარაღა. მას შეეძლო სხვათა გონებაში შეძრომა და აზრების გაშიფვრა. პატარა ზომის მიუხედავად, ტელეკინეზის საოცარი უნარი ჰქონდა, შეეძლო საფრენი ხომალდების აწევა. ეს უნარი წარმატებით გამოიყენა კორუსანტის ბრძოლაში. ასევე დახელოვნებული იყო ხმლით ბრძოლაში, რაც აჩვენა კიდეც ჯედაების დიდი წმენდის პერიოდში.
ლაზერული ხმლით ბრძოლაში იოდასთან შანსი ჰქონდათ მხოლოდ მეის ვინდუს, დუკუსა და პალპატინს. მისი ბრძოლის სტილი იყო ფორმა IV: ატარუ, რომელსაც უმაღლეს დონეზე ფლობდა. ასაკის მიუხედავად, ინარჩუნებდა სისწრაფეს, მოქნილობასა და ძალას, კარგად გამოსდიოდა აკრობატიკა. ატარებდა მწვანე ლაზერულ ხმალს, რომელსაც სხეულის პატარა ზომის გამო კარგად იყენებდა.
საბრძოლო მედიტაციის გამოყენებით იოდა თავისუფლად უმკლავდებოდა უამრავ მოწინააღმდეგეს, ერთად აღებულს. მას შეეძლო ეგრძნო, როცა ვინმე გასაჭირში იყო, გრძნობდა ჯედაების სიკვდილს, რა მანძილითაც უნდა ყოფილიყვნენ დაშორებულნი.
მიმაგრებული სურათი