ძალისადმი მგრძნობიარენი
"დიდ სამყაროში პირველი ნაბიჯი გადადგი"
ობი-ვან კენობიძალისადმი მგრძნობიარე ერქვა ისეთ არსებას, რომელიც ძალის დინებასთან იყო ჰარმონიაში. ვარჯიშის საშუალებით კი ეძლეოდა უნარი, შეეგრძნო და გამოეყენებინა ძალა.
ჯედაების ორდენში ძალისადმი მგრძნობიარეებს პატარა ასაკიდანვე იყვანდნენ და წვრთნიდნენ ჯედაიდ. მაგალითად, ენეკინ სკაიუოკერი 10 წლისაც არ იყო, როცა საწვრთნელად წაიყვანეს. ნავარჯიშევ ჯედაის შეეძლო სხვაშიც ეგრძნო ძალის მიმართ მგრძნობელობა. მიდიქოლორიანების ტესტით შესაძლებელი იყო იმის გარკვევა, ესა თუ ის პიროვნება ძალის გამოყენებაში რამდენად ძლიერი იყო. ამ ტესტს ყოველთვის ატარებდნენ კანდიდატებში. ასევე არსებობდა სხვა ტექნოლოგიებიც, რომლებსაც იყენებდნენ ძალისადმი მგრძნობიარეებზე ნადირობისას ჯედაების დიდი წმენდის პერიოდში.
სახეობებიძალისადმი მგრძნობიარეები დიდი რაოდენობით ბევრ რასაში მოიპოვებოდა, მათ შორის ადამიანებში, იტორიანელებში, ტვი'ლეკებში, ზაბრაკებში და იშვიათ და უცნაურ რასაშიც კი - დუინუოგვუინებში. ხოლო მცირე რაოდენობით იყვნენ ვუკიში, ჰატებსა და კაამასში. ისეთი რასები კი, როგორიც იყო ნეტი, წითელი სითები და მირალუკა, მთლიანად ასეთებით იყო დაკომპლექტებული. გოტალის სახეობაში ყველას შეეძლო ძალის შეგრძნება თუმცა პრაქტიუკული გამოყენება - ცოტას. ფელუციელებში ყველა ძალისადმი მგრძნობიარე იყო, თუმცა არცერთი მათგანი არ გამხდარა ჯედაი.
აუცილებელი არ იყო, ქმნილებას (ან ობიექტს) ჰქონოდა ძალის შეგრძნების უნარი, რომ მისი გამოყენება ესწავლა. ერთხელ კვაი-გონ ჯინმა ობი-ვანს მისცა ქვა, რომელიც მისი სამშობლოდან, "სინათლის მდინარიდან" იყო და გაურკვეველი მიზეზების გამო, ის აღმოჩნდა ძალისადმი მგრძნობიარე, როგორც ობი-ვანი ფიქრობდა.
სხვა მაგალითები იყვნენ პლანეტა მირკრის მობინადრეები ვორნსკრი და იასალამირი, რომლებსაც ძალის შეგრძნების უნარი არ ჰქონდათ, მაგრამ ძალისადმი მგრძნობიარეები იყვნენ. გადმოცემით, უძველეს სახეობას - მინოკს შექმნილი ჰქონდა ცივილიზაცია ძალისადმი მგრძნობიარეებით, და მინდობილი იყვნენ ბნელი მხარის ძალაზე.
ისეთ სახეობებს, როგორიც იყო ხომიტები და პლანეტა ჯაბიიმის ადამიანები, ეშინოდათ და ეზიზღებოდათ ყველა, ვისაც ძალის შეგრძნება შეეძლო. იუზან ვონგის სახეობა კი არამარტო ვერ გრძნობდა ძალას, არამედ საერთოდ უინტერესონი იყვნენ მის მიმართ. რაკატას რასამ ეს უნარი დაკარგა უსასრულო იმპერიის პერიოდში, მაგრამ შემდეგ ცდილობდნენ მომდევნო თაობებში მაინც აღედგინათ.
წარმოშობაძალისადმი მგრძნობიარობა შეიძლება განვითარებულიყო სამი ცნობილი მიზეზის გამო: მიეღოთ მემკვიდრეობით (რაც ძალიან ხშირი იყო), შეეძინათ ეს უნარი შემთხვევითი მუტაციის ან ევოლუციის შედეგად, ან იშვიათ შემთხვევაში, ხელოვნურად გადასცემოდათ. დარტ პლეგასმა, რომელიც მიდიქლორიანების მანიპულაციაში დაოსტატებული იყო, შეძლო და იპოვა გზები, რომლითაც "ატყუებდა" სიკვდილს და მიდიქლორიანებისგან ახალ სიცოცხლეებს ქმნიდა. სავარაუდოდ, მან თავისი ცოდნა გაამხილა, სანამ მოკვდებოდა. სითების მეთაურთა მიხედვით, სწორედ პლეგასმა გამოიყენა მიდიქლორიანები, რათა შეექმნა ენეკინ სკაიუოკერი. იგივე შემთხვევა იყო რებორნებისა და სითების კულტის მიმდევრებს შორის. ძალისადმი ფარული მგრძნობიარობა შეიძლებოდა ხელოვნურად გააქტიურებულიყო ან განვითარებულიყო (გაზრდილიყო). პალპატინის შექმნილ "ბნელი ძალის ელიტის" წევრების ნაწილს ეს პროცედურა ჰქონდა გავლილი.
შესაძლებლობები"ასეთი იღბლის გამო ცოდნა აღარ სჭირდებათ"
ზუ პიკი ლუკ სკაიუოკერისა და მისი კომპანიის შესახებძალა, რომელიც გაცილებით ძლევამოსილი იყო, ვიდრე ნებისმიერი მოწყობილობა გალაქტიკაში, შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ როგორც საბრძოლო იარაღი სითებს, ან როგორც ინსტრუმენტი ჯედაებს. ორივე შემთხვევაში, ვინც ძალას იყენებდა, ისეთი უნარი ენიჭებოდა, რაც სხვა გზებით შეუძლებელი ჩანდა. მაგალითად, ჯედაების ოსტატი იოდა 800 წლის ასაკშიც კი სინათლის ხმლით ბრძოლის მეოთხე ფორმას, ატარუს ისევ შესანიშნავად ფლობდა. ეს ტექნიკა კი მოიცავდა წარმოუდგენლად რთულ აკრობატულ ილეთებსა და მაღალ სიჩქარეს. ძალის ფლობის სხვა გამოვლინებები მოიცავდა განკურნების უნარს, პსიქოკინეზს, გაძლიერებულ ფიზიკურ მონაცემებს, შორსმჭვრეტელობას და სხვადასხვა საიერიშო შემტევ ტექნიკას, როგორიც იყო მაგალითად ცნობილი ძალის ელვა.
ნამან ჩა ძალის ელვის გამოყენებისასმიჩნეული იყო, რომ ძალისადმი მგრძნობიარეებს ჰქონდათ კარგი იღბალი, ხელი ეწყობოდათ საქმეებში და იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამითი ცნობდნენ დროიდები მათ და ახარისხებდნენ ჯედაების ახალი ორდენისთვის. ყველაზე ნაკლებად გაწვრთნილ ძალისადმი მგრძნობიარესაც კი ჰქონდა რაღაც ნიჭები, მაგალითად გაუმჯობესებული რეაქცია, ფიზიკური ძალა, კავშირის დამყარება ცხოველებთან, ამინდთან და ძალის სხვა ასპექტებთან. ამ მიზეზით ენეკინ სკაიუოკერი 10 წლის ასაკში სრულყოფილი პილოტი იყო, სრული ფორმალური ვარჯიშის გაუვლელობის მიუხედავად. გალენ მარეკმა კი უფრო მცირე ასაკში ტელეკინეზის ძალით შეძლო დართ ვეიდერის სინათლის ხმლის აწევა, ისე რომ არავის გაუწვრთნია ამაში.
მიღებული იყო, რომ ძალის შეგრძნების გარეშე სინათლის ხმლის ფლობა შეუძლებელი იყო, თუმცა ეს გაზვიადებული იყო, რადგან ვისაც ეს უნარი არ ჰქონდა, ხმლის გამოყენება მათაც შეეძლოთ. თუმცა კი საკუთარი სინათლის ხმლის შესაქმნელად ძალის შეგრძნება აუცილებელი იყო და ამ შემთხვევაში, ძალისადმი მგრძნობიარე გაცილებით დახვეწილი და სრულყოფილი მეომარი იქნებოდა.
ძალისადმი მგრძნობიარეები ისტორიაშიძველი რესპუბლიკის ხანაში ძალისადმი მგრძნობიარეებს ჯედაები აღმოაჩენდნენ ხოლმე მცირე ასაკში და ჯედაიდ წვრთნიდნენ. ვისაც აღმოაჩენდნენ მოზრდილობის ასაკში, როგორც წესი აღარ მიჰყავდათ. ამის მაგალითი იყო ალექსი გარინი. ეს წესი აღმოცენდა ეკზარ კუნის ომის შემდგომ, მაგრამ მკაცრად არ იცავდნენ , სანამ რუუსანის რეფორმაცია არ დაიწყო.
ალექსი გარინიჯედაი ეკზილს ჰქონდა უნარი ძალისადმი მგრძნობიარეები თავისკენ მიეზიდა. მაგალითად, ატონ რანდი, მიკალი, ბრიანა და მირა.
კვაი-გონ ჯინმა აღმოაჩინა ენეკინში უნარი რბოლისას გამოჩენილი ვაჟკაცობის გამო. თავად ენეკინიც ფიქრობდა, რომ მას ჰქონდა უნარი საოცარი ალღოსი, რაც თავის მხრივ ძალის ერთ-ერთი ინდიკატორი იყო. დედამისი შმი სკაიუოკერი ასევე ხედავდა შვილში ზებუნებრივ ნიჭებს და მას "განსაკუთრებულს" ეძახდა. ასეც იყო, რადგან ენეკინს არ ჰყავდა ბიოლოგიური მამა.
სხვა პოტენციური ჯედაების აღმოჩენაც უხეშად იგივე გზით ხდებოდა - როცა ხედავდნენ, რომ ვიღაცა სხვებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა წარმატებებითა და იღბლიანობით. როცა ლუკ სკაიუოკერი ჯედაების აკადემიისთვის კანდიდატებს ეძებდა, დროიდებს, R2-D2-სა და C-3PO-ს სწორედ ამ ნიშნით დაავალა მომავალი ჯედაების მოძებნა.
გალაქტიკური იმპერიის დროს ძალისადმი მგრძნობიარეებს წვრთნიდნენ სითების ისეთ კავალერიებში, როგორიც იყო "ინკვიზიტორები", "იმპერატორის ხელები" და ა.შ. თუმცა ასეთი უნარით ვისაც აღმოაჩენდნენ, ძირითადად კლავდნენ ხოლმე, რადგან პალპატინს ეშინოდა ძალისადმი მგრძნობიარე ძლევამოსილი პიროვნებებისა. ასევე კლავდნენ, თუ შესაბამისი ტესტის გავლისას არასაკმარისი ძალა აღმოაჩნდებოდათ.
ზოგჯერ, მაგალითად ფიონა ტის შემთხვევაში, ძალისადმი მგრძნობიარეს არ ჰქონდა უნარი, გამოეყენებინა ძალა. ეს იყო იშვიათი და აუხსნელი ფენომენი, რომელიც ზოგიერთ თაობაში წარმოიშობოდა ხოლმე.
ძალის მომხმარებელი ძალისადმი მგრძნობიარე და ძალის მომხმარებელი სხვადასხვა ცნებები იყო. ძალისადმი მგრძნობიარე აღნიშნავდა ყველას, ვისაც ეს ძალა ჰქონდა, ფარულად თუ აშკარად. ხოლო ძალის მომხმარებელს კი სულ მცირეოდენი კონტროლის უნარი მაინც უნდა ჰქონოდა ძალის უნარებისა, რათა გარკვეული ამოცანები შეესრულებინა. ასევე ეს ტერმინი მოიცავდა იმათ, ვინც ვარჯიშობდა ძალის ათვისებაში და ჯერჯერობით არ ეკუთვნოდა არცერთ მხარეს - არც ჯედაებს და არც სითებს. ძალას ვინც იყენებდა, მათ მიმართ ასევე იხმარებოდა ცნება "ძალის მცოდნე", ხოლო სითების შემთხვევაში ზოგჯერ "ბნელი ძალის მცოდნე".
ძალის მცოდნე ჰუმანოიდი მდედრიძალის აღმოჩენაჯედაებში არსებული ძალის აღმოჩენის მეთოდი მიდიქლორიანების დათვლით დაიკარგა, რადგან იმპერიამ გაანადგურა დოკუმენტები და ჯედაების დიდი წმენდა მოაწყო. ჯედაების ახალი ორდენის თავმჯდომარემ, ლუკ სკაიუოკერმა ახალი ხერხი აღმოაჩინა. პლანეტა კორუსანტზე იმპერატორ პალპატინის მიტოვებულ სასახლეში ლუკი და მისი და ლეია ცდას ატარებდნენ ლეიას ტვინზე: ლუკი ცდილობდა ძალის გამოყენებით ტვინის გარკვეულ უბნებს მისწვდომოდა და ემოქმედა მათზე. როცა უკანა მხარეზე დაიწყო ზემოქმედება, ის მოგერიებულ იქნა. ლუკმა დაადგინა, რომ ეს იყო ძალისადმი მგრძნობიარეთა ბუნებრივი რეფლექსი.
პლანეტა კორუსანტის განახლებისას ვეჯ ანტილესმა და მისმა გუნდმა მიაგნო საცავს, სადაც ჯედაების არტეფაქტები იყო და სავარაუდოდ თავის დროზე პალპატინმა მიითვისა. ერთ-ერთი მოწყობილობა, რაც იქ იპოვეს, იყო ძალის აღმომჩენი, რომელიც აფიქსირებდა ადამიანიდან წამოსული ძალის აურას. R2-D2 აღჭურვეს ამ მოწყობილობით, რათა ლანდო კარლისიანს დახმარებოდა ძალისადმი მგრძნობიარეების ძებნაში, რითაც უნდა დაკომპლექტებულიყო ლუკის შექმნილი ჯედაების აკადემია პლანეტა იავინ 4-ზე.
ძალის აღმომჩენი მოწყობილობამომავალში, ჯედაების ახალი ორდენის პერიოდში, მიდიქლორიანების მეთოდი ხელახლა აღმოაჩინეს და სისხლის ანალიზის გამოყენება დაიწყეს, რათა სასურველი პიროვნებების ძებნა გაადვილებოდათ.
ზოგჯერ ჯედაები ტრანსში ვარდებოდნენ და ძალის დახმარებით პოულობდნენ ძალისადმი მგრძნობიარე ბავშვებს. მაგრამ ეს ტექნიკა ასათვისებლად ძალიან ძნელი იყო , ასევე ამ დროს შეუძლებელი სხვა რამის კეთება ან სხვა რამეზე ფიქრი. ეს უნარი ითხოვდა ასევე , რომ დრო გამოყენებული ყოფილიყო ქმედითად, რაც არც ისე კარგი აზრი იყო მაშინ, როცა საქმის სწრაფად გაკეთება იყო საჭირო.
დამოუკიდებელი ძალის მომხმარებელიგარდა ჯედაებისა, სითებისა და იმპერიის ბნელი მხარის კადრებისა, არსებობდა სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც ძალებს ემსახურებოდნენ. ხშირად ასეთი ორგანიზაციები საკმაოდ ხნიერი იყო, თუმცა მწვალებლობის ან მსგავსი მოვლენის გამო არსებობას წყვეტდა. აქ მყოფნი შეიძლება ყოფილიყვნენ როგორც ნათელი ძალის მხარეს, ისე ბნელის მხარეს, ან სადღაც მათ შორის. დამოუკიდებელი ძალის მომხმარებლების ცნობილი მაგალითები მოიცავდა ისანას, დატომირის გრძნეულებს, აინგ-ტიის ბერებს, ბარან დოს, ფალანასის, ჯენსარაის, კრატს, ტუნდის ჯადოქრებს და ა.შ.
ძალის მომხმარებლებიდან ზოგი არ იცავდა რაიმე კოდექსს ან კრედოს, ცოდნას იღებდნენ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ან დამოუკიდებელი ოსტატებისგან.