შედევრი ფილმი ჰორორის და მისტიკის ჟანრში, კლასიკა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ერთ - ერთი იშვიათი ფილმთაგანი სადაც საერთოდ არ არის გამოყენებული არავითარი ვიზუალური ეფექტი, მაკიაჟი ან საშიში თუ ავისმომასწავებელი ადგილი. (ჰორორებში, მისტიკასა და თრილერში ამას ეძახიან ადგილს, სადაც შესაძლოა მოხდეს მკვლელობა, თუმცა არ ხდება

ეს ისე ლირიულ ჰორორული გადახვევა

)
ყველგან ერთი შეხედვით სიკეთე და მხიარული სახეები, ყველაფერი კარგადაა. (რატომღაც ბუჩქიდან ფრედი კრუგერი არ ხტება

) ფილმის დასაწყისში ყველაფერი კარგადაა, იდეალურად ახალგაზრდა წყვილისთვის, მხოლოდ ერთი პატარა ნიუანსის გარდა, რომელიც თავისთავად პირდაპირ არ გადმოსცა პოლანსკიმ.
და რაც მთავარია ახალგაზრდა წყვილისთვის სავსებით უაზროდ და წარმოუდგენლად მიზიდულობის შეგრძნება მათი მოხუცი მეზობლების მიმართ. აქ იძაბება სიტუაცია, მათ სახლში ყველაფერი ნათელია, მშვიდი, თუმცა როზმარს აწუხებს თავისი ბავშვობის ბნელით მოცული ისტორია, რომელიც ეკლესიას უკავშირდება. როგორც ბიბლიაში წერია ეშმაკი ყველაფერს ხდის ნათელს და მშვიდს, ღმერთმა გამოსაცდელად ბნელი ადგილი მოგცა. (მეტაფორა ფილმში, რომელიც არაერთხელ გვხვდება)
მათი მეზობლების სახლიც სავსებით ბნელია, ავისმომასწავებელი. ყველაფერი მათთან ცუდ ხასიათზე გაყენებს. მეზობლები წყვილს ყოველდღე საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე ეპატიჟებიან. თავს კარგად აგრძნობინებენ, როზმარი წვეულებას მართავს, თუმცა ნელ-ნელა ხვდება რომ ის პირდაპირ შედის კონტაქტში ეშმაკთან. თუ ბიბლია არ გაქვს წაკითხული, ის მაინც უნდა იცოდე როგორ არის აღწერილი ეშმაკთან ურთიერთობა, ამისთვის ბიბლია არ არის საჭირო

სიმბოლიზმი გრძელდება. როზმარი ნათელი სამზარეულოდან გადადის ბნელ საძინებელში, იქ ის ნახულობს სიზმარს. (სიზმარი ზოგადად რას ნიშნავს ამაზე არაფერს ვიტყვი) ზღვაში მიცურავს ნავით სადაც ზევით ესახება კათალიკოსი, რომელიც გამოსახავს რომ მას ღმერთი შორდება, ოკეანე კი ამ შემთხვევაში ქაოსს, არეულობას ნიშნავს, რომელიც უფრო და უფრო აახლოვებს დემონთან. ქაოსის მონსტრი კი როგორც ფსალმუნებში წერია ეშმაკის ერთ-ერთი სახეა.
სიზმარში ნახულობს რომ მისი ქმარიც დემონია, მთელი პრობლემაც ეს არის. როზმარის აფრთხილებს მას ამის შესახებ, თუმცა ქმარს არ ჯერა, სიყვარული უფრო სუსტია ვიდრე გონება, არადა ბიბლია პირიქით ამბობს. რეალურად ეშმაკი იმონებს ("გაიხსენე ეშმაკის ადვოკატი

"). გამოიღვიძებს თუ არა ხვდება რომ ფეხმძიმედ არის (სიმბოლური შედარება მარიამში იესოს ჩასახვის, ამ შემთხვევაში როგორ იბადება ანტიქრისტე). შემდეგ წიგნს აძლევენ, სადაც ყველაფერი უნდა გამოაშკარავდეს წესით, მაგრამ მისთვის უკვე ბავშვი უფრო მთავარია ვიდრე მისი სული. ამიტომ ის თანხმდება ახალი ექიმის აყვანაზე. ეშმაკის მორიგი ხერხი, როზმარი თანახმაა რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი სული თავისი შვილის სანაცვლოდ, თუმცა იმას ვეღარ ხვდება რომ შვილი თვით დემონის ჩასახულია.
როზმარის შვილი იყო არის და იქნება ჰიტი. ეს იყო რევოლუციური ფილმი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არის პირველი გადაღება ანტიქრისტეს დაბადებაზე, მაგალითი ყველა სხვა გადაღებული ფილმებისა, სხვათაშორის ეგზარციზმის და ომენის

პირველი მცდელობა ტელეეკრანზე პასუხი გაეცა ვინმეს საზოგადოებისთვის ანტიქრისტის დაბადების შესაძლო შემთხვევასა და ვარიანტზე. საზოგადოება სრულიად მზად იყო მაშინ ამისთვის. პირველი მცდელობა, გადაეღოთ ფილმი მხოლოდ რამდენიმე სტაFით, დაბალი ბიუჟეტით, არავითარი ვიზუალური ეფექტით თითქმის ყველა მომენტი გადატანითი მნიშვნელობით გადმოსცემს ბიბლიის სათქმელს. საოცარი კონტრასტები, ჟესტიკულაცია, დრამატურგიული თვალსაზრისით უძლიერესი ფილმი, გენიოსი რეჟისორი (სხვათაშორის, მისი პირველი ამერიკული ფილმი), არაჩვეულებრივი სიდნი ბლექმერი და რუთ გორდონი. ფილმი რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჰორორის რამდენიმე ქვე ჯანრს, რომლის შემდეგაც დაიწყო რეალურად ხალხმა ფიქრი, რომ ეშმაკი, თუ ანტიქრისტე, ეს ვიღაც ფრანკეშტეინი დემონი არ არის მართლა, და რომ ის ხელიდან ცეცხლებს არ უშვებს და რამდენად სამწუხაროა რომ შენ ეს ფილმი ვერ გაიგე, არათუ ვერ გაიგე უფრო მეტიც, ნორმალურად არც გინახავს დარწმუნებული ვარ

მაგრამ არაფერი მიკვირს უკვე, შოკში ვარ ამ განყოფილებაში ესეთი ამბავი არასდროს ყოფილა, შემოვდივარ და გული მისკდება ხალხი რას უყურებს, რაზე მსჯელობს (თუ ამას მსჯელობა ქვია). არ გამიკვირდებოდა და შევეცდებოდი ჩემი ძალიან მცირე ცოდნით ამეხსნა რამე თუ უბრალოდ იკითხავდი რა მოგვეწონა ამ ფილმში, მაგრამ მსოფლიოს და უამრავი რევიუს მიერ აღიარებულ ჰიტზე ერთი ხელის მოსმით წერ რაღაცას, ასეთ დროს ან ვერ გაიგე, ან არ გინდოდა გაგეგო, ან გინდოდა განსხვავებული ყოფილიყავი! მეტი არაფერი ...
Checks if stdin contains the phrase 'foo' or 'bar'. ...