
მასზე თემა ვერ ვნახე ჩვენ განყოფილებაში. ვინაიდან თემა ასეთი სათუთი და საპატივსაცემოა, გამომდინარე საპასუხისმგებლო, ვეცდები მინიმალური ვიყო.
დაიბადა ვარშავაში (პოლონეთი) 1904 წლის 14 ივნისს (სხვა მონაცემებით 3 აპრილს). მისი პირველი გვარია ანდრონიკაშვილი. 1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა "პრომეთეი"-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში. იყო მუსიკის მასწავლებელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. რუსეთის დამსახურებული არტისტი (1935). საქართველოს სახალხო არტისტი (1941). მიღებული აქვს სტალინური პრემია (1941). 1953 წლის 14 ივნისს დაიღუპა ტრაგიკულად. 1981 წელს გურჯაანში გაიხსნა ნ. ვაჩნაძის მემორიალური მუზეუმი.
წყარო:
ეროვნული ფილმოგრაფია
ქართული ფილმები:
1. მწვერვალთა დამპყრობნი (ელისაბედ ლომიძე) - (1952)
2. ქეთო და კოტე - (1948)
3. აკაკის აკვანი (მანო–ძიძა) - (1947)
4. ის კიდევ დაბრუნდება (მანანა) - (1943)
5. ქაჯანა (მართა–ქაჯანას დედა) - (1941)
6. ქალიშვილი ხიდობნიდან (გვირისტინე) - (1940)
7. სამშობლო (ნათელა–აგროტექნიკოსი) - (1939)
8. არსენა (ნენო) - (1937)
9. ნარინჯის ველი (ნანი–თედოს საცოლე) - (1937)
10. უკანასკნელი მასკარადი (თამარი) - (1934)
11. უკანასკნელი ჯვაროსნები (ციცია–თორღვაის საცოლე) - (1933)
12. კრაზანა (ჯემა) - (1928)
13. გიული (გიული) - (1927)
14. ამოკი (ევროპელი ქალი) - (1927)
15. ნათელა (ნათელა) - (1926)
16. ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (დესპინე–სპირიდონის ცოლი) - (1925)
17. ვინ არის დამნაშავე ? (ფატი–სიკოს ცოლი) - (1925)
18. ათასის ფასად ("დაჰკრა ჟამმა") - (1925)
19. სამი სიცოცხლე (ესმა) - (1924)
20. არსენა ყაჩაღი (ნენო) - (1923)
21. მამის მკვლელი (ნუნუ–ონისეს ძმისშვილი) - (1923)

დანარჩენი სსრკ ფილმები:
1930 Кварталы предместья :: Дора :: главная роль
1930 Железная бригада :: жена Грича
1929 Живой труп | Der lebende Leichnam :: цыганка Маша
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატო ვაჩნაძემ კინოში კრიზისის გამო 30-ანი წლების დასაწყისში მიატოვა კარიერა და მუშაობდა ცნობილ კომუნისტ კინოდოკუმენტალისტ ქალ Эсфирь Шуб-თან, მის რამდენმე ფილმზე როგორც რეჟისორის ასისტენტი.

მასზე იმდენია დაწერილი, ნათქვამი, რო დამატება ალბათ ზედმეტია. ვისაც აინტერესებს მოძებნის და წაიკითხავს მის წიგნს: "მოგონებანი და შეხვედრები", სადაც კინოთი დაინტერესებული ბევრ ძალიან საინტერესოს გაიგებს. გამომცემლობა"ლიტერატურა და ხელოვნება"; მესამე გამოცემა, 1966 წელი; ტირაჟი: 20.000.